დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან გონაშვილი
Показаны сообщения с ярлыком ლიტერატურა. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ლიტერატურა. Показать все сообщения

ინტერაქტიული პრეზენტაცია - "ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია"

Posted by rusagonashvili@gmail.com Ярлыки: ,

ვინც ჩემს " მუშაობასა" და რესურსებს თვალს ადევნებს, კარგად იცის, რომ ძალიან მიყვარს Microsoft PowerPoint საპრეზენტაციო პროგრამა. ჩემი რესურების უმეტესობა ამ პროგრამაშია გაკეთებული და ბევრ მათგანს თქვენც იყენებთ და იცნობთ.
საოცარი შესაძლებლობები და ბევრი უპირატესობა აქვს ამ პროგრამას. ნებისმიერი იდეა შეიძლება რეალობად აქციოთ მისი გამოყენებით. ამჯერად მინდა, შემოგთავაზოთ ინტერაქტიული პრეზენტაცია, რომელიც ამ პროგრამაში გავაკეთე. რაღაც prezi-ს მსგავსი მინდოდა გამეკეთებინა და, მგონი, გამომივიდა . ცოტა ტექნიკურმა მხარემ გამაწვლა, ვიდრე მივხვდებოდი, სად რა როგორ უნდა დამეპროგრამებინა, მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვარ.( ეს სატესტო რესურსია და , რა თქმა უნდა, არაა სრულყოფილი) იმედია, თქვენც მოგეწონებათ! მსგავსი პრეზენტაციებით მშვენიერ რესურსებს გააკეთებენ ქართულის, ისტორიის, გეოგრაფიის, ქიმიის, ბიოლოგიის, დაწყებითების პედაგოგები. პრეზენტაციაში ნავიგაცია ხორციელდება სურათებზე დაწკაპუნებით ( არჩეულ სურათს აწკაპუნებთ ერთხელ , შემდეგ -მეორედ)

გალაკტიონ ტაბიძე

Posted by rusagonashvili@gmail.com Ярлыки: , ,

ვინ უკეთ იცის ლიტერატურა

Posted by rusagonashvili@gmail.com Ярлыки: ,

მყისიერ უკუკავშირზე დაფუძნებული ეს რესურსი  გათვალისწინებულია ზეპირი ცოცხალი თამაშისთვის. თამაში შეუძლია 10 ჯგუფს ან 10 მოსწავლეს. მოთამაშე ირჩევს რიცხვს, ეცნობა  კითხვას და პასუხობს. გამარჯვებულია ის ჯგუფი (ან მოსწავლე), რომელიც უფრო სწრაფად და ზუსტად უპასუხებს.  თქვენ უნდა გააზიაროთ თამაშის ბმული და მოიწვიოთ მოთამაშეები. მწვანე ჩანართის საშუალებით მოსწავლე იღებს კოდს, მეორე ჩანართის საშუალებით - უერთდება თამაშს.



ეს კი თამაშის ბმული: ვინ უკეთ იცის ლიტერატურა?


რეალიზმი, როგორც ხელოვნებისა და ლიტერატურის მიმდინარეობა

Posted by rusagonashvili@gmail.com Ярлыки: , ,

ჯემალ ქარჩხაძე - "იგი"

Posted by rusagonashvili@gmail.com Ярлыки: , ,

აბო თბილელის წამება

Posted by rusagonashvili@gmail.com Ярлыки: ,

"იავნანამ რა ჰქმნა?"

Posted by rusagonashvili@gmail.com Ярлыки: , , ,

პირველად გავაკეთე ამგვარი რესურსი, რომელიც მე მომწონს და ვფიქრობ, რომ დაეხმარება ჩემს მომავალ მეხუთეკლასელებს მასალის ათვისებაში. ფაქტიურად ელექტრონული წიგნია ერთი ნაწარმოებისა და ავტორის შესახებ თავისი დამხმარე მასალით :)

ძველი საბერძნეთის ღმერთები და გმირები

Posted by rusagonashvili@gmail.com Ярлыки: , ,




გაკვეთილის თემა
ძველი საბერძნეთის მითები
საგანი
ლიტერატურა
კლასი
 სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე
გაკვეთილის ავტორი
რუსუდან გონაშვილი
საგანმანათლებლო დაწესებულება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა
მეთოდური ინფორმაცია
გაკვეთილის სახე
ლიტერატურული ნაწარმოების შესწავლა
გაკვეთილის მიზანი
ძველბერძნულ მითებსა და ლეგენდებზე მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, ანტიკურ ეპოქაში „გადაყვანა“ და მისი გააზრება, ტექსტის ანალიზის უნარი, ანტიკური ხელოვნების შეგრძნება.  
გაკვეთილის ამოცანები
სილამაზის შეგრძნების ჩამოყალიბება-გაღვივება; აბსტრაქტული აზროვნების ჩამოყალიბება; საბერძნეთისა და საქართველოს კულტურის შედარება-შეპირისპირება.
მოსწავლეების მიერ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა, უნარები, ჩვევები
ძველბერძნული მითების როლის გავლენის გააზრება კულტურის განვითარებაში მხატვართა ფერწერული ნაშრომების საშუალებით, მუსიკალური ფრაგმენტების საშუალებით ოპერიდან “ორფეოსი და ევრიდიკე“
საჭირო მოწყობილობა
ეკრანი, პროექტორი, კომპიუტერი, ხმის გამაძლიერებელი, პრეზენტაცია.