ტესტი ქართულ ენაში
სავარჯიშოს შაბლონის ავტორი მე გახლავართ. რატომ დავარქვი უნივერსალური?იმიტომ რომ, ყველა საგანში შეიძლება გამოიყენოთ ამ შაბლონით დამზადებული სავარჯიშო ან რესურსი. ვფიქრობ, მშვენივრად გამოიყენებენ მათემატიკოსები ტაბულის ან მიმატება-გამოკლების სწავლებისას, ფიზიკოსები-ფორმულების, ქიმიკოსები-მენდეელეევის სისტემის, ისტორიკოსები - წლების , დაწყებითები უფრო კარგად. ასე ვფიქრობ და იმედია, არ ვცდები.
იმიტომაც მომწონს მე powerpoint-ი, რომ ამოუწურავი შესაძლებლობები აქვს და მასწავლებლის მონდომების შემთხვევაში, მშვენიერი დამხმარე რესურსები შეიძლება დამზადდეს. წარმატებებს გისურვებთ!
ამ ინტერაქტიული თამაშის შაბლონის დახმარებით(რომლის ავტორიც მე გახლავართ), შესაძლებლობა გაქვთ, შეამოწმოთ თქვენი მოსწავლეების ცოდნის ათვისების ხარისხი ნებისმიერი თემის, ნაწარმოების, მწერლის შემოქმედების შესწავლის დასრულების შემდეგ . ბავშვებისათვისაც, ვფიქრობ , სახალისო და შემეცნებითი იქნება ამ სახით საკუთარი თავის გამოცდა. გისურვებთ წარმატებებს! იმედია, მოგეწონებათ!
ამ პრაქტიკული გაკვეთილით ვამოწმებ, თუ როგორ აითვისეს მოსწავლეებმა ახალი მასალა, რომელიც შეეხებოდა ზეპირ და წერით მეტყველებას( ეს გაკვეთილი შეგიძლიათ ნახოთ აქ: ზეპირი და წერითი მეტყველება ). ვფიქრობ, ამ ორი გაკვეთილით მოსწავლეები სრულყოფილად გაერკვევიან მეტყველების ტიპებსა და სტილში და შეძლებენ პრაქტიკული დავალებების შესრულებას. ამ გაკვეთილებზე გამომუშავებული უნარები მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ( იმედი მაქვს :) )
ასე მგონია, სწრაფი კითხვის უნარის განმავითარებელი ტრენაჟორის შემდეგ, ამ ახალ რესურსზე კარგი არაფერი გამიკეთებია, მთელი გული და სული ჩავდე მასში და მშვენიერიც გამოვიდა. იმედი მაქვს, თქვენც ისევე მოგეწონებათ, როგორც მე მომწონს და გამოიყენებთ. თემა მეტად აქტუალური და საჭიროა როგორც ფილოლოგებისთვის, ასევე სხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვისაც :)
ტესტი საჩვენებლადაა გაკეთებული და განკუთვნილია ტექსტის სტრუქტურის შესასწავლად. ეს საცდელი ვერსია "ვეფხისტყაოსნის" პროლოგზე გავაკეთე და მინდოდა მეჩვენებინა, რომ ტექნოლოგიების დახმარებით, შესაძლებელია დიდი ზომისა და რთულად შესასწავლი ნაწარმოების სწავლების პროცესის გაიოლება. არ ვიცი, რამდენად გამომივიდა და დაგარწმუნებთ, მაგრამ მე შევეცადე... თქვენ როდესაც სრულყოფილ რესურსს გააკეთებთ , რა თქმა უნდა, ბევრ რამეს დაამატებთ და ტექსტის პრობლემურ საკითხებზე გაამახვილებთ ყურადღებას, ბოლოში შესაძლებელია, სლაიდზე მოცემული ტექსტებიდან დავალებების მიცემა თვითშემოწმებისა და რეფლექსიისათვის. გამიხარდება, თუ მოგეწონებათ, გამოიყენებთ და თქვენეულ ვარიანტსაც მაჩვენებთ. წარმატებები!
დღეს ასე ჩამაბარა ერთმა მოსწავლემ დავალება. მე ძალიან მომეწონა და კმაყოფილიც დავრჩი. ამიტომაც ვამბობ ყოველთვის, რომ ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენება შესაძლებელია მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ საგაკვეთილო პროცესში და სულაც არ არის უსარგებლო!