სადამრიგებლო-სააღმზრდელო პროგრამა
Posted by
XIბ კლასის დამრიგებლის სამუშაო გეგმა (2013 – 2014 სასწავლო წელი)
დღეს, სასკოლო პროცესის დასრულების შემდეგ სახლში მისული უფრო და უფრო მეტი ბავშვი რჩება უფროსების ყურადღების გარეშე. დასაქმებული მშობლების უმრავლესობას გვიან ღამემდე უწევს სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება და სახლში დაბრუნების შემდეგ შვილებისთვის სათანადო დროის დათმობის საშუალება აღარ აქვს. არადა, სკოლის გარეთ, ოჯახსა თუ სოციუმში მიღებული გამოცდილება უზარმაზარ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მის აკადემიურ პროგრესს. მშობლების ყურადღების გარეშე, ან მინიმალური ყურადღების პირობებში დარჩენილ ბავშვებში, ერთი მხრივ, აკადემიური პრობლემები იჩენს თავს, ხოლო მეორე მხრივ, სარისკო ქცევის ჩამოყალიბების ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებში ხშირად მშობლების მითითებები პროტესტის გრძნობას იწვევს. ამდენად, მოსაწავლეთა აკადემიური წინსვლის უზრუნველყოფა და დადებითი სოციალური მიმართულებით განვითარება დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემების და მრავალი ოჯახის ამოცანას წარმოადგენს.
ზემოაღწერილი გარემოებების გათვალისწინებით, კლასგარეშე აქტივობების და პროგრამების საჭიროება დღითი დღე იზრდება. კლასგარეშე პროგრამები გაკვეთილების შემდეგ ბავშვების დროის უსაფრთხოდ, ორგანიზებულად და ნაყოფიერად გატარებას უზრუნველყოფს, მათ ენერგიას პოზიტიური მიმართულებით წარმართავს, გარდა ამისა, სპეციფიკური ინტერესების დაკმაყოფილებასა და განსაკუთრებული ტალანტის გამოვლენასაც უწყობს ხელს.
ამიტომ შევეცადე, ჩემი სადამრიგებლო პროგრამის ამოსავალი წერტილი ყოფილიყო ისეთი უნარ-ჩვევების სწავლება, როგორიცაა: პრობლემების გადაჭრა, კონფლიქტების მართვა, თვით-კონტროლი, გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება, თვით-ეფექტურობის გაზრდა, ობიექტური თვით-შეფასება და ა.შ.
გადავწყვიტე, ძირითადად სოციალური მიმართულების პროგრამებზე გამემახვილებინა ყურადღება, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ლიდერული თვისებების ხელშემწყობი პროგრამები (სკაუტები, აკადემიური კლუბები და ა.შ.), ჯანსაღი ცხოვრების წესის გამავრცელებლი პროგრამები (ნარკომანიის პრევენციის პროგრამა), მოხალისეობრივი აქტივობის ხელშემწყობი პროგრამები, დებატ-კლუბები.
კლასგარეშე პროგრამების განხორციელება დამოკიდებულია მშობლების, განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანების და თემის წევრების მხარდაჭერაზე. დიდია ოჯახების როლი კლასგარეშე პროგრამებში, რადგან ისინი პირდაპირ კავშირში არიან და გავლენას ახდენენ ბავშვებზე. ამიტომ, აქტიურად ვითანამშრომლებ მათთან და მექნება ურთიერთობა წერილობითი ფორმით, მოვაწყობ სოციალურ საღამოებს .
მშობლის აქტიურობა ჩემს სამუშაოსაც საგრძნობლად შეამსუბუქებს. ავუხსნი მათ, რას ვგეგმავ წლის ან სემესტრის განმავლობაში, რა ცოდნას მიიღებს მოსწავლე, რა შედეგს უნდა მიაღწიოს მან სასწავლო წლის ბოლოს. მართალია, მშობელთან მუშაობა ჩემგან დამატებით დროს, ენერგიასა და მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ ამ შრომის გაწევა იმისთვის ღირს, რომ ერთგვარი მოკავშირე მყავდეს, რომელიც ბავშვს პროგრამის დაძლევისას წარმოქმნილი სირთულეების გადალახვაში დაეხმარება. მშობელთა უმრავლესობა არ არის აქტიურად ჩართული არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ სასკოლო ცხოვრებაშიც. როგორც წესი, ისინი ფიქრობენ, რომ სკოლასთან ინტენსიური თანამშრომლობით ბევრს ვერაფერს შეცვლიან. თუმცა როგორც კი მშობლებს საშუალება ეძლევათ, ამ პროცესში უშუალოდ ჩაერთონ, მათი უიმედო დამოკიდებულება ქრება და ისინი ხვდებიან, რომ აქტიურობა მართლაც მნიშვნელოვანია. მშობლებს იმ ღონისძიების შესახებ შევატყობინებ, რომლესაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ და ვთხოვ, რომ მოსამზადებელ სამუშაოებში შეძლებისდაგვარად ჩაერთონ. მათი ჩართულობა მოსწავლეთა მოტივაციას საგრძნობლად აამაღლებს. მშობლებს მივცემ იმის საშუალებას, რომ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთონ. მშობელთა კრების დასასრულს ვთხოვ მშობლებს, რომ წერილობით მომაწოდონ საკუთარი შთაბეჭდილებები სამუშაო შეხვედრის შესახებ. წინასწარ მოვამზადებ მარტივ კითხვარს, რათა მშობლებმა კრიტიკული შენიშვნები თუ საქებარი სიტყვები ამ ფორმით მომაწოდონ. კითხვარში იქნება მსგავსი ტიპის კითხვები: რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ კრებაზე, რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ, რა რეკომენდაციების შემოთავაზება შეუძლიათ და ა.შ. გამოკითხვა აუცილებლად ანონიმური იქნება. მათი პასუხები დამეხმარება, რომ მომდევნო შეხვედრა უფრო წარმატებული და ორივე მხარისათვის საინტერესო იყოს.
შევიმუშავე სადამრიგებლო საათის გეგმა, რომელიც ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
> აღზრდის მთლიანობა
> შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა
> მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა
> თანამშრომლობის პრინციპი
> ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი
სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:
1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;
2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.
კლასში დავდგავ "სურვილების ყუთს", სადაც მოსწავლეები ჩაყრიან ფურცლებს, რომლებზეც მათთვის საინტერესო თემებზე მოსაზრებებს გამოთქვამენ. იქვე მითითებული იქნება, აღნიშნული საკითხის განხილვა საჯაროდ სურთ თუ ინდივიდუალურად. ასევე, სადამრიგებლო საათისთვის შევიმუშავებ წესებს. ავუხსნი მოსწავლეებს, რომ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. დაუშვებელია შეხვედრებზე ვინმეს განსჯა: საუბრისას განიხილება საქციელი, შემთხვევები და არა პიროვნება.
სადამრიგებლო საათებს ჩავატარებ ყოველი კვირის ბოლოს. სადამრიგებლო საათის ბოლოს მოსწავლეებისგან მივიღებ უკუკავშირს: რა გაიგეს და ისწავლეს მათ ამ შეხვედრაზე? რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო? რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ? ასევე, სადამრიგებლო საათსს ჩავატარბს სკოლის გარეთ, ექსკურსიაზე ან მუზეუმის დათვალიერებისას, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე.
ვაპირებ, ჩავატარო კლასის საათები შემდეგი თემატიკით:
• გამოფენა: ნასწავლი ტექსტის, ისტორიული ფაქტის მიხედვით, საკუთარი შთაბეჭდილების გადმოცემა ფერწერით.ნახატისათვის შესაფერისი ციტატის შერჩევა.
• გამოფენა:,,შემოდგომა“ ბუნების წიაღში მიღებული შთაბეჭდილების მიხედვით გადაღებული პეიზაჟებისაგან ფოტო-ესეს შექმნა.
• საქველმოქმედო აქცია მონასტერში.
• მუსიკის საათი;,,ჩემი საყვარელი მუსიკა“ (საყვარელი მუსიკალური ნაწარმოების მოძიება და მოსმენა კლასში, თუ შეასრულებენ,მთლად უკეთესი)
• პოეზიის საათი:,,ჩემი საყვარელი ლექსი“(ისწავლონ და მხატვრულად წარმოადგინონ მათთვის სასურველი ლექსი)
• ჩემი საყვარელი ნახატი:,,ნახატების გამოფენა'',ისაუბრონ ნახატზე და ავტორზე
• ჩემი საყვარელი წიგნი:,,წიგნების გამოფენა“
• დისკუსია: ნანახი ფილმის განხილვა
• ფოტო-ესე:,,ახალი წელია!''-ინტერნეტში მოძიებული სურათების მიხედვით .
დისკუსიები:
- "მე ვარ ადამიანი";
- მე და სამყარო";
- "რა მსურს, რა მჭირდება";
- "საჭიროებიდან-უფლებებამდე";
- "უფლებათა ცისარტყელა";
- " მე მაქვს უფლება, მაგრამ...";
- "ღირსება";
- "უფლებები დღეს და ხვალ";
- " წინასწარ ნუ განსჯი";
- " რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის"';
- " მოდით, მოვილაპარაკოთ";
- "ფაქტია თუ მოსაზრება"
XIბ კლასის დამრიგებლის წლიური მუშაობის ანგარიში
(2013 – 2014 სასწავლო წელი)
წელს გადავწყვიტე ძირითადად სოციალური მიმართულების პროგრამებზე გამემახვილებინა ყურადღება, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ლიდერული თვისებების ხელშემწყობი პროგრამები (სკაუტები, აკადემიური კლუბები და ა.შ.), ჯანსაღი ცხოვრების წესის გამავრცელებლი პროგრამები (ნარკომანიის პრევენციის პროგრამა), მოხალისეობრივი აქტივობის ხელშემწყობი პროგრამები, დებატ-კლუბები.
კლასგარეშე პროგრამების განხორციელება დამოკიდებულია მშობლების, განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანების და თემის წევრების მხარდაჭერაზე. დიდია ოჯახების როლი კლასგარეშე პროგრამებში, რადგან ისინი პირდაპირ კავშირში არიან და გავლენას ახდენენ ბავშვებზე. ამიტომ, აქტიურად ვითანამშრომლე მათთან და მქონდა ურთიერთობა წერილობითი ფორმით, მოვაწყე სოციალური საღამოები .
მშობლის აქტიურობამ ჩემი სამუშაოც საგრძნობლად შეამსუბუქება. მართალია, მშობელთან მუშაობამ ჩემგან დამატებით დრო, ენერგია და მოთმინება მოითხოვა, მაგრამ ამ შრომის გაწევა ღირდა, რომ ერთგვარი მოკავშირე მყოლოდა, რომელიც ბავშვს პროგრამის დაძლევისას წარმოქმნილი სირთულეების გადალახვაში დაეხმარებოდა. მშობელთა უმრავლესობა არ არის აქტიურად ჩართული არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ სასკოლო ცხოვრებაშიც. როგორც წესი, ისინი ფიქრობენ, რომ სკოლასთან ინტენსიური თანამშრომლობით ბევრს ვერაფერს შეცვლიან. თუმცა როგორც კი მშობლებს საშუალება ეძლევათ, ამ პროცესში უშუალოდ ჩაერთონ, მათი უიმედო დამოკიდებულება ქრება და ისინი ხვდებიან, რომ აქტიურობა მართლაც მნიშვნელოვანია.
ჩავატარე კლასის საათები შემდეგი თემატიკით:
• გამოფენა: ნასწავლი ტექსტის, ისტორიული ფაქტის მიხედვით, საკუთარი შთაბეჭდილების გადმოცემა ფერწერით.ნახატისათვის შესაფერისი ციტატის შერჩევა.
• გამოფენა:,,შემოდგომა“ ბუნების წიაღში მიღებული შთაბეჭდილების მიხედვით გადაღებული პეიზაჟებისაგან ფოტო-ესეს შექმნა.
• საქველმოქმედო აქცია მონასტერში.
• მუსიკის საათი;,,ჩემი საყვარელი მუსიკა“ (საყვარელი მუსიკალური ნაწარმოების მოძიება და მოსმენა კლასში, თუ შეასრულებენ,მთლად უკეთესი)
• პოეზიის საათი:,,ჩემი საყვარელი ლექსი“(ისწავლონ და მხატვრულად წარმოადგინონ მათთვის სასურველი ლექსი)
• ჩემი საყვარელი ნახატი:,,ნახატების გამოფენა'',ისაუბრონ ნახატზე და ავტორზე
• ჩემი საყვარელი წიგნი:,,წიგნების გამოფენა“
• დისკუსია: ნანახი ფილმის განხილვა
• ფოტო-ესე:,,ახალი წელია!''-ინტერნეტში მოძიებული სურათების მიხედვით .
დისკუსიები:
- "მე
ვარ
ადამიანი";
- მე
და
სამყარო";
- "რა
მსურს,
რა
მჭირდება";
- "საჭიროებიდან-უფლებებამდე";
- "უფლებათა
ცისარტყელა";
- "
მე
მაქვს
უფლება,
მაგრამ...";
- "ღირსება";
- "უფლებები
დღეს
და
ხვალ";
- "
წინასწარ
ნუ
განსჯი";
- "
რაც
ბრწყინავს,
ყველაფერი
ოქრო
არ
არის"';
- "
მოდით,
მოვილაპარაკოთ";
- "ფაქტია
თუ
მოსაზრება"
უფროსკლასელის გზამკვლევი
მოსწავლეთა კონფერენცია „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა თემაზე „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები და მათი პედაგოგები, სკოლის დირექტორები თბილისიდან და რეგიონებიდან. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოადგილე ლია გიგაური, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, სამინისტროსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.
კონფერენციის მიზანი იყო ადამიანის უფლებების/ბავშვის უფლებების თემაზე მოსწავლეთა ინფორმირება, ტოლერანტობის, ემპათიის, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. ინფორმირების გაზრდა ძალადობის ფორმებისა და ძალადობისაგან თავის არიდების თაობაზე. კონფერენციაზე მოსწავლეები მოხსენებებით წარსდგნენ და თემატიკასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ბლოგების კონკურსში „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“, ესეებისა და ვიდეორგოლების კონკურსებში „ნაბიჯი თანადგომისკენ“ გამარჯვებული 73 მოსწავლის დაჯილდოება. აუდიტორიამ აღნიშნულ კონკურსებში I, II, III ადგილებზე გასული მოსწავლეების მოხსენებებიც მოისმინა.
ბლოგების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები გახდნენ:
I ადგილი – მარიამ იმერილიშვილი, გრიგოლ ამანათაშვილი,მარიამ მაისურაძე, ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა – მათემატიკის 42 საჯარო სკოლა;
II ადგილი – სადრია მოლიძე, ნათელა ნემსვერიძე, ბექა ბექაური, თბილისის #45 საჯარო სკოლა;
III ადგილი – ანა ბოლოთაშვილი, მარიამ ოთიაშვილი, მარი კაზარიანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა
მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები ჩემი სადამრიგებლო კლასის ბავშვები არიან. მე ამაყი ვარ ჩემი მოსწავლეებით, ისინი ნამდვილად მზად არიან 21-ე საუკუნეში ცხოვრებისთვის და ბევრ რამეზე უფროსებზე უკეთ მსჯელობენ, ფიქრობენ და აზროვნებენ. ამაში ჩემი პატარა წვლილიცაა
ვიცი, რომ ისინი ნამდვილად კარგი და შეგნებული მოქალაქეები გაიზრდებიან. წარმატებები მათ!
8 коммент.:
არაჩვეულებრივი სადამრიგებლო პროგრამაა, რუსა! წარმატებებს გისურვებთ!
გაიხარე,ელისო! შენც წარმატებები!
ჩემო ჭკვიანო...წარმატებები კვლავაც...მეიმედები და მეამაყები
დიდი მადლობა ასეთი სამუშაოსათვის. ძალიან ბევრი რამ მისაღებია. წარმატებები!!!!
წარმატებებს გისურვებთ!
გისურვებთ წარმატებებს!
წარმატებები თქვენ და თქვენს მოსწავლეებს.
Отправить комментарий