მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგი
„ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასაწავლო პროცეში“
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: ქ. დედოფლისწყარო, № 1 საჯარო სკოლა; 39 საათის ხანგრძლივობით.
მიზანი : საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამსად.
ამოცანები :
n სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები;
n გაკვეთილის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
n სასწავლო პროექტის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
n თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით
რეზიუმე : აღნიშნული ტრენინგ-კურსი მოიცავდა ოთხ მოდულს. კურსის სრული ხანგრძლივობა იყო ცამეტი სამსაათიანი ტრენინგი.
პირველი დღის პირველ სესიაზე ტრენინგის მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი. ტრენერმა ნინო კაჟაშვილმა გაგვაცნო კურსის მიზანი, შედეგები, განრიგი, საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები. ისაუბრა ისტ-ის ( ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) როლსა და მიზნებზე სასწავლო პროცესში; სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე; მასწავლებლის კომპეტენციების სტანდარტზე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში; სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულებსა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე.ჩაგვიტარა ლექცია PowerPoint პრეზენტაციის გამოყენებით, გაგვაცნო კურსის სილაბუსი. ტრენინგ-მოდულის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მეორე მოდულის პირველ დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: გაკვეთილის ორგანიზების ძირითად საფეხურებს: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება. აგრეთვე გაკვეთილის სამფაზიან მოდულს, გაკვეთილის დაგეგმვას და გეგმის ელექტრონული ვერსიის მომზადებას. ტრენინგ-დღის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მეორე მოდულის მეორე დღეს გავაგრძელეთ ისტ-ის გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში, ვისწავლეთ გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტ ბრაუზერისა და საძიებო სისტემის საშუალებით. გავეცანით ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვის ხერხებს. ტრენინგ-დღის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მეორე მოდულის მესამე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: დისკუსია: რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური მასალის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში? რა მახასიათებლები აქვს ეფექტიან ვიზუალურ მასალას; სასწავლო პრეზენტაციის მომზადება საპრეზენტაციო პროგრამაში; MS PP პროგრამა ტრენინგ-დღის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მეორე მოდულის მეოთხე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: მუშაობა მცირე ჯგუფებში: პრეზენტაციის მომზადება შერჩეულ თემაზე; პრეზენტაციის წარმართვა; მოვამზადეთ სამოდელო პრეზენტაცია და წარვუდგინეთ აუდიტორიას, რის შემდეგაც შევავსეთ შეფასების ბარათები.
მეორე მოდულის მეხუთე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: ვირტუალური ლაბორატორია და ელექტრონული თამაშები; აუდიო და ვიდეო საშუალებების ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში; აუდიო და ვიდეოფაილების მოძიება და ჩამოტვირთვა.
მეორე მოდულის მეექვსე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: ფიზიკური გარემოს მოწყობა, ტექნიკური აღჭურვილობის გამართვა, სასწავლო მასალის/რესურსების დამზადება, მცირე და მრავალკომპიუტერიანი კლასის მართვა, ელექტრონული რესურსების საცავი, Lemill-ის მიმოხილვა.
მეორე მოდულის მეხუთე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: სწავლის შეფასება ( შეფასების ძირითადი პრინციპები და მეთოდები) გაკვეთილის შეფასება ( რუბრიკის დამზადება, პრეზენტაციები).
მეორე მოდულის მერვე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: ისტ-ის გამოყენება მრავალკომპონენტიანი შეფასებისათვის; პირადი ელექტრონული დღიური ( ბლოგი); სემესტრული ნიშნის გამოყვანა ელექტრონული ცხრილის გამოყენებით, ბლოგის დარეგისტრირება. ტრენინგ-მოდულის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მესამე მოდულში გავეცანით სასწავლო პროექს და ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითად მახასიათებლებს, პროექტის დაგეგმვასა და აღწერას, თანამშრომლობითი საწავლო პროექტის დაგეგმვას ისტ-ის გამოყენებით. ტრენინგ-მოდულის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მეოთხე მოდულში ვისწავლეთ მასწავლებლის თვით შეფასების ფორმები და ისტ ინსტრუმენტები, სლაიდშოუს გამოყენება, მასწავლებლიოს პორტფოლიო; Google სერვისები: ბლოგი, ფორუმი, საიტი, თარჯიმანი, Lemill. მოდულის დამთავრების შემდეგ შევავსეთ შეფასების ბარათები.
მნიშვნელობის დასაბუთება - ტრენინგი ჩემთვის მეტად ნაყოფიერი იყო. ტრენინგის დახმარებით ჩემი ზედაპირული ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა, დავრწმუნდი მათი გამოყენების აუცილებლობა - საჭიროებაში. მივხვდი, რომ მასწავლებელს სჭირდება მუდმივ დინამიკაში ყოფნა, რათა არ შეჩერდეს მისი პროფესიული ზრდა - განვითარება. ტრენინგის დასრულების შემდეგ გავაცნობიერე ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობა თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნის საშუალებით შევძლებ ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდირებულ სასწავლო გარემოში; მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;
მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;·
აუცილებლად გამოვიყენებ ისტ-ს მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის; შევძლებ მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით; შევძლებ ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში. შვქმნი პერსონალურელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს: გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ., პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვ.) სასწავლო პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ., პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვ.) გავეცანი სწავლა- სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს ისტ-ის გამოყენებით: ვისწავლე ცნების რუკის შექმნა; ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე სტრატეგია; ვენის დიაგრამას, T- სქემას; სკოლაში დაბრუნების შემდეგ ვგეგმავ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს კოლეგებს გავუზიარო, კერძოდ: კათედრის სხდომაზე წავიკითხავ მოხსენებას თემაზე: „ ისტ-ის გამოყენება სასწავლო რესურსების მომზადებაში”, „ როგორ გამოვიყენოთ ისტ-ი მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის“; „თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვა და განხორციელება“
ჩავატარებ პრეზენტაციას: „ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესის დასაგეგმად;“ „ მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენება ისტ-ის საშუალებით;“ „გაკვეთილის დაგეგმვა“, „სასწავლო პროექტის დაგეგმვა“
ვითანამშრომლებ ადმინისტრაციასთან სკოლაში ისტ-ის კულტურის დასანერგად. ძალიან დიდი მადლობა მასწავლებლის სახლსა და ქალბატონ ნინო კაჟაშვილს საინტერესო ტრენინგისთვის.
ხელმოწერა: რუსუდან გონაშვილი
თარიღი:26/07/2012
ღონისძიების დღის წესრიგი:
მოდული I. კურსის შესავალი (3 სთ.)
- კურსის წარდგენა: მიზანი, შედეგები, განრიგი, შეფასება;
- სასწავლო პროცესში ისტ გამოყენების მნიშვნელობა;
- მასწავლებლის სტანდარტები და კომპეტენციები ისტ-ის გამოყენების სფეროში;
- სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები;
- სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები (გაკვეთილი, თემატური ერთეული, სასწავლო პროექტი);
მოდული II. გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით (24 სთ.)
- გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება;
- ეფექტური გაკვეთილის ძირითადი მახასიათებლები;
- გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი (ABC);
- გაკვეთილის დაგეგმვა;
- ისტ-ის გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში;
- გაკვეთილის მომზადება: ფიზიკური გარემოს მოწყობა, ტექნიკური აღჭურვილობის გამართვა;
სასწავლო მასალის/რესურსების დამზადება;
- სწავლების სტრატეგიები ისტ-ის გამოყენებით;
- სწავლის შეფასება ისტ-ის გამოყენებით;
- გაკვეთილის შეფასება;
მოდული III. სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით (6 სთ.)
- სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება;
- ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები;
- სასწავლო პროექტის დაგეგმვა;
- ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროექტის დაგეგმვის პროცესში;
- თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვა და განხორციელება;
- სასწავლო პროექტის შეფასება.
მოდული IV. თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით (3 სთ.)
- მასწავლებლის თვითშეფასების პრინციპები და ინსტრუმენტები;
- მასწავლებლის პორტფოლიო და ელექტრონული პორტფოლიო;
- მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესი;
- პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით.
ტრენინგი სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის
ტრენინგი სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის:
,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე“
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: ქ. თელავი, #3 საჯარო სკოლა; 16 საათის ხანგრძლივობით.
მიზანი : პედაგოგიური კვლევებისა და პროექტგაკვეთილების დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება.
ამოცანები:
· კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა/საკვლევი თემის შერჩევასა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;
n კვლევის პროცესის დოკუმენტირება – კვლევის დღიურის წარმოება;
n კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა
n მონაცემთა შეგროვება
n მონაცემთა ანალიზი, რომელიც ყველაზე საინტერესო და ამავე დროს კვლევის ყველაზე რთული პროცესია;
n მოქმედების სტრატეგიის განვითარება და მისი პრაქტიკაში დანერგვა.
n მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია.
n პროექტგაკვეთილის დაგეგმვა;
n პროექტის შეფასება;
n კოლეგების თანამშრომლობის ფორმების გაცნობა; კათედრის სამუშაო გეგმის ნიმუშის შექმნა;
n სამუშაოს შეფასების ფორმების გაცნობა და სუსტი და ძლიერი მხარეების დადგენა;
n მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა და დანიშნულება; რეკომენდაციები პორტფოლიოს საწარმოებლად;
n სარეკომენდაციო ხასიათის სქემებისა და ცხრილების გაცნობა მასწავლებლის პორტფოლიოსთვის.
რეზიუმე: პირველ სესიაზე ტრენერმა ეკა ხუციშვილმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია. გვესაუბრა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის შესახებ. გაგვაცნო კრედიტების დაგროვების გზები, განვიხილეთ თითოეული აქტივობა და აქტივობების განხორციელების ეტაპები, გავეცანით სქემაში ჩართვის შემდეგ რა დროში მოგვიწევდა თითოეული აქტივობის განხორციელება. შევიტყვეთ, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის განხორციელება ხდება შვიდი წლის განმავლობაში.
მეორე სესიაზე ტრენერმა ისაუბრა პედაგოგიური კვლევის შესახებ. გაგვაცნო, თუ რას ისახავს მიზნად აღნიშნული პედაგოგიური კვლევა. ქალბატონმა ეკამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის სახით. გვესაუბრა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განსხვავებაზე, გავეცანით პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ეტაპებს, ვისაუბრეთ კვლევის პროცესში გამოსაყენებელ გზებზე, რომლებმაც ობიექტურ დასკვნამდე უნდა მიგვიყვანოს. ტრენერმა აგვიხსნა, რომ კვლევის მეთოდები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: თვისობრივ ( დაკვირვება, დიალოგი, სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფები და ა.შ.) და რაოდენობრივ ( მასობრივი ზეპირი თუ წერილობითი გამოკითხვა - ანკეტირება) მეთოდებად.
მეორე დღის პირველ სესიაზე ჯგუფებში ვიმუშავეთ პრაქტიკულ კვლევებზე. შევაჯამეთ და გავიხსენეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა, შემდეგ პრაქტიკულად ვიმუშავეთ კვლევებზე, თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა თავისი სავარაუდო კვლევის პრეზენტაცია.
მეორე სესიაზე ტრენერმა ისაუბრა პროექტგაკვეთილის შესახებ. გაგვაცნო, თუ რას ისახავს მიზნად პროექტგაკვეთილი. ქალბატონმა ეკამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. გვესაუბრა პროექტგაკვეთილის დადებით მხარეებზე. აგვიხსნა, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მონაწილეთა წინარე ცოდნაზე და გამოცდილებაზე ახლის დაშენებას, რომ პროექტმეთოდში დიდი როლი ენიჭება მონაწილეთა მოთხოვნილებებს, მიდრეკილებებსა და ინტერესებს. გავეცანით პროექტგაკვეთილის დამახასიათებელ ნიშნებს, პროექტზე მუშაობის სტადიებს, გავიგეთ, რას უნდა ითვალისწინებდეს მასწავლებელი პროექტგაკვეთილის დაგეგმვისას.
მესამე სესიაზე ტრენერი გვესაუბრა პროექტის შეფასების რუბრიკაზე. აგვიხსნა, რომ იმდენად, რამდენადაც ერთი და იგივე პროექტი ხშირად რამდენიმე სფეროს მოიცავს, სამუშაოს შეფასება შეიძლება რამდენიმე პედაგოგს მოუწიოს. შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს არა მარტო აკადემიური კრიტერიუმი, არამედ პროექტში გამოყენებული ყველა ცოდნა და უნარები. გავიგეთ, რომ პროექტის დაგეგმვის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია მონიტორინგის მექანიზმი და პერიოდულობა - როგორ წარმოუდგენიათ პროექტში მონაწილეებს პროექტის შუალედური და საბოლოო მონიტორინგის ჩატარება, გავეცანით მონიტორინგისა და შეფასების სახეებს.
მეოთხე სესიაზე ჯგუფებში ვიმუშავეთ პროექტგაკვეთილებზე. შევაჯამეთ და გავიხსენეთ წინა დღეს მოსმენილი მასალა, შემდეგ პრაქტიკულად ვიმუშავეთ პროექტგაკვეთილზე, ყველა ჯგუფმა წარმოადგინა თავისი სავარაუდო პროექტმეთოდის პრეზენტაცია.
მესამე დღის პირველ სესიაზე გავეცანით კათედრებზე მუშაობასა და კოლეგებთან თანამშრომლობის ეფექტური კომუნიკაციის ფორმებს, გავეცანით 4 ტიპის სასკოლო კულტურას ( ინდივიდუალისტური, ბალკანიზებული, ხელოვნური, თანამშრომლობა).
მეორე სესიაზე ტრენერმა მოგვაწოდა ინფორმაცია მასწავლებლის პორტფოლიოს შესახებ, გავიგეთ, რა არის მასწავლებლის პორტფოლიო, რისთვის გვჭირდება, რისგან შედგება იგი. მივიღეთ რამდენიმე პრაქტიკული რეკომენდაცია, როგორ ვაწარმოოთ პორტფოლიო, რის შემდეგაც შევაჯამეთ ტრენინგი.
მნიშვნელობის დასაბუთება - ტრენინგი ჩემთვის მეტად ნაყოფიერი იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მასწავლებელს სჭირდება მუდმივ დინამიკაში ყოფნა, რათა არ შეჩერდეს მისი პროფესიული ზრდა - განვითარება. ტრენინგის დასრულების შემდეგ მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ პრობლემის დადგენა, კვლევა და მისი შემდგომი ანალიზი მასწავლებლის პროფესიული ზრდისა და მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის. ტრენინგის მასალების ანალიზის შედეგად მივხვდი, რაც აქამდე არ გამომდიოდა ჩემი ძალებით, პროფესიული კომუნიკაციის საშუალებით ადვილი მისაღწევი იქნება, რადგან სწორედ კოლეგებს შორის სწორი პროფესიული ურთიერთობების შედეგად შეიძლება გამომჟღავნდეს მოსწავლეთა საჭიროებები და მიდრეკილებები. თვალნათლივ დავინახე, რომ კონკრეტული პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ჩემი ძალებით შეუძლებელია და საჭიროა მოსწავლეთა სასწავლო პროექტებში ჩართვა, რაც გამოიწვევს მათ მოტივირებას და გაზრდის მათ პასუხისმგებლობას. დავრწმუნდი რომ პორტფოლო შეუცვლელი იარაღია მასწავლებლის თვითშეფასების საქმეში. ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენებით, დარწმუნებული ვარ, უფრო ეფექტურად შევარჩევ იმ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც მეტი სარგებელის მომტანი იქნება ჩემთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. ამ ტრენინგის დახმარებით მე გავეცანი ისეთ მეთოდებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედაგოგის წარმატებული პრაქტიკისთვის ( მაგ. კრეატიულობა, კომუნიკაბელურობა, კათედრაზე მუშაობა, შეფასება, თვითშეფასება, საკუთარი მიღწევების სათანადოდ წარმოდგენა).
ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის დახმარებით ჩემი ზედაპირული ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა, დავრწმუნდი მათი გამოყენების აუცილებლობა-საჭიროებაში.
სკოლაში დაბრუნების შემდეგ ვგეგმავ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს კოლეგებს გავუზიარო, კერძოდ: კათედრის სხდომაზე წავიკითხავ მოხსენებას თემაზე: „ როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე და სასწავლო პროექტებზე”, „ როგორ ვაწარმოოთ მასწავლებლის პორტფოლიო“, „ შეფასების მეთოდები“, „ რა გავლენას ახდენს კოლეგებთან კომუნიკაცია მასწავლებლის პროფესიულ ცხოვრებაზე“, „ რატომ უნდა ჩავერთოთ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში“. ჩავატარებ პრეზენტაციას: „ პედაგოგიური ტესტის შედგენისთვის საჭირო რეკომენდაციები“, კოლეგებთან ერთად დავგეგმავ კვლევას და/ან ინტეგრირებულ პროექტს: „ რითია გამოწვეული მშობელთა არასაკმარისი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“, „ რა იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის დაწევას“, „რა არის საკლასო კონფლიქტების მიზეზი“. დავნერგავ „ კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტს სკოლაში, რომელიც ითვალისწინებს სასწავლო პროცესში მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვებას ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების მიზნით, ვითანამშრომლებ ადმინისტრაციასთან სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის დასანერგად. ძალიან დიდი მადლობა მასწავლებლის სახლსა და ქალბატონ ეკა ხუციშვილს საინტერესო ტრენინგისთვის.
ხელმოწერა: რუსუდან გონაშვილი
თარიღი: 16/12/2012
ღონისძიების დღის წესრიგი:
I დღე - 4 საათი
n I სესია - 1სთ და 15 წუთი - პროგრამის პრეზენტაცია, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა
n II სესია - 2სთ და 55წთ - პედაგოგიური კვლევა
II დღე - 6 საათი
n I სესია - 1სთ და 30 წუთი - პრაქტიკული კვლევა
n IIსესია - 1სთ და 30 წუთი - პროექტგაკვეთილი
n III სესია - 1სთ 10წუთი - პროექტის შეფასების რუბრიკა
n IV სესია - 2სთ - პროექტგაკვეთილი (დაგეგმვა და პრეზენტაცია)
III დღე - 6 საათი
n I სესია - 2სთ - კათედრებზე მუშაობა და კვლევა
n II სესია - 2სთ - მასწავლებლის პორტფოლიო
n III სესია - 2სთ - ანგარიშის ფორმები და მათი მომზადება.
ტრენინგი: ,,ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი“
ანგარიში
თარიღი ---23/06/2013
1. ტრენინგის შესახებ:
- ტრენინგის დასახელება: ,,ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი“
- ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
- ტრენინგის ჩატარების ადგილი: სსიპ ----დედოფლისწყაროს № 1 საჯარო სკოლა.
- ტრენინგის ხანგრძივობა: 1 დღე (4 საათი).
2. მიზანი და დღის წესრიგი:
- მიზანი: მასწავლებლები გაეცნობიან სასწავლო პროცესში ვიზუალური მასალის გამოყენების მეთოდოლოგიას, ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილების თავისებურებებსა და სწორ მიდგომებს. შეისწავლიან ვიდეო - კლიპების მომზადებას პროგრამა „Movie Maker“ - ის გამოყენებით, ასევე ვიდეოს განთავსებას სასწავლო მეთოდური მასალების პორტალში.
- დღის წესრიგი:
Ø წარდგენა, გაცნობადა მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა- 20 წთ
Ø ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები და წესები, საორგანიზაციო საკითხები - 10 წთ
Ø ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილის ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები (დისკუსია) - 10 წთ
Ø რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა Movie maker-ში. - 10წთ
Ø D-GP-IP -პროგრამა Movie Maker-ისძირითადიინსტრუმენტები, როგორიქმნებავიდეო-კლიპი. - 45 წთ
Ø შესვენება -20წთ
Ø ნასწავლი მასალის შეჯამება - 10წთ
Ø ვიდეო - კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში - 15წთ
Ø პრაქტიკული ინდივიდუალური სამუშაო- 30წთ
Ø შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი - 20 წთ.
Ø D–GP–IP - როგორ ხდება ვიდეო -მასალისატვირთვაYoutube-ში,ინსტრუმენტებისგაცნობა- 30წთ
Ø გონებრივი იერიში “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო პროცესში?” - 10წთ
Ø ტრენინგის შეფასება - 10 წთ
3. ტრენინგის მსვლელობა:
- წარდგენა და გაცნობა: ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა საკუთარი თავი. ასევე თითოეულმა მასწავლებელმა უპასუხა ტრენერის მიერ დასმულ 2 შეკითხვას ,,ჩატარებული ჰქონდა თუ არა ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილი და რა ფორმით?“ და ,,რა მოლოდინი ჰქონდა ტრენინგისგან?“
· ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები და წესები, საორგანიზაციო საკითხები : ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია: ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები (ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ პროგრამა Movie Maker -ის საშუალებით სასწავლო რესურსების შექმნას და ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში და შეძლებენ შექმნილი მასალის ვიდეო -ფაილების საცავში ატვირთვას), მოკლედ გაგვაცნო დღის წესრიგი, კომპიუტერებთან მუშაობის ფორმები და წესები, ასევე ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხებზე და აქტივობებზე (აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, დემოსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში (D – GP - IP), პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა). ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ ტრენერისთვის სასურველი და მნიშვნელოვანი კითხვები
- ისტ-თი გამდიდრებული გაკვეთილის ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები : ტრენერმა ისაუბრა ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის თავისებურებებზე და შემდეგ დისკუსიაში ჩაგვრთო მონაწილეები: ,,რა უპირატესობა აქვს ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის ჩატარებას?“. გამოითქვა სხვადასხა მოსაზრებები, მაგრამ ყველა მასწავლებლის აზრი იყო ერთნაირი იმაზე, რომ ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილზე მოსწავლე უფრო მეტად მოტივირებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვითონაც მონაწილეობს სასწავლო მასალის შექმნაში, ასევე გაკვეთილი არის უფრო საინტერესო, ვიზუალური მასალა ეხმარება მოსწავლეს ინფორმაციის უკეთ აღქმაში და გაგებაში.
· რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა Movie maker - ში. ტრენერმა პროექტორის საშუალებით გვიჩვენა თავის მიერ შექმნილი ვიდეო - მასალა ,,სვანეთი“, ჩვენების დროს თან დაურთო კომენტარები, რა ტექნიკურ მხარეზე უნდა გამახვილდეს ყურადღება ვიდო - მასალის შექმნის დროს.
· D - GP - IP -პროგრამა Movie Maker-ის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო - კლიპი. ტრენერმა განმარტა, რომ movie maker არის ვიდეო კლიპების დამზადების Micro Soft - ის უფასო პროგრამა და windows XP – ს ვერსიას იგი ავტომატურად მოყვება. Windows 7 - ის ზოგ ვერსიას შეიძლება არ მოყვეს, ამიტომ ტრენერმა დაწვილებით აგვისხსნა და გვაჩვენა როგორ უნდა მოხდეს Micro Soft - ის საიტიდან მისი გადმოწერა და დაინსტალირება. ამის შემდეგ გაგვაცნო პროგრამა movie maker - ის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლის საშუალებითაც ხდება ვიდეო - კლიპების შექმნა: მედია, აუდიო და ვიდეო ფაილების ჩასმა, სხვადასხვა ანიმაციური ეფექტებით გაფორმება, სატიტულეე კადრების შექმნა, ვიდეო - ფაილების დაჭრა და ერთმანეთზე გადაბმა, შექმნილი მასალის შენახვა დასრულებული პროექტის და დასრულებული სახით. აგვიხსნა განსხვავება ამ 2 სახის შენახვას შორის. პარალელურად თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად მუშაობდა კომპიტერთან ახსნილი მასალის გაგება - განმტკიცებაზე. ტრენერი პასუხობდა თითოეული მასწავლებლის შეკითხვას.
- შესვენება: ტრენერმა გამოაცხადა 20 წუთიანი შესვენება.
- ნასწავლი მასალის შეჯამება: შესვენების მერე პროექტორის საშუალებით მსმენელების აქტიური ჩართულობით მოხდა ნასწავლი მასალის გამეორება - შეჯამება
- ვიდეო - კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში ტრენერმა მოგვცა დავალება, მოგვეძებნა ის მასალა ინტერნეტში, რომლის საშუალებითაც მოვამზადებიდით ვიდეო - კლიპს და ყველაფერი ეს მოგვეთავსებინა ჩვენს საქაღალდეში. გარდა ამისა, ტრენერს წინასწარ ჰქონდა კომპიუტერებში ჩაწერილი ტრენინგის მასალა (სხვადასხვა ვიდეო და აუდიო ფაილები), გვაჩვენა სად იყო ჩაწერილი ეს მასალა და გვითხრა, რომ სავარჯიშო ვიდეო - მასალის შექმნისთვის შეგვეძლო გვესარგებლა ამითაც.
- პრაქტიკული ინდივიდუალური სამუშაო: ინტერნეტში მოძიებული და ტრენერის მიერ წინასწარ ჩაწერილი მასალით დავიწყეთ ინდივიდუალური დამოუკიდებელი პრაქტიკული მუშაობა. რაიმე შეკითხვის წარმოშობის შემთხვევაში ტრენერი ინდივიდუალურად მიდიოდა თითოეულ მსმენელთან და ამომწურავად პასუხობდა ყველა კითხვას. ტრენერმა გვთხოვა, მაქსიმალურად გამოგვეყენებენი ყველა ის ინსტრუმენტი, რაც ვისწავლეთ.
- D – GP – IP - როგორ ხდება ვიდეო - მასალის ატვირთვა Youtube - ში, ინსტრუმენტების გაცნობა: ვინაიდან სკოლის კომპიუტერულ ლაბორტორიებში დაბლოკილია ვიდეო - ფაილების საცავი Youtube, ტრენერმა საპრეზენტაციო პროგრამის საშუალებით გაგვაცნო ის მარტივი ინსტრუმენტები, როგორ შეიძლება აიტვირთოს შექმნილი ვიდეო - მასალა Youtube - ში და უპასუხა ჩვენს მიერ დასმულ ყველა შეკითხვას.
- შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი : თითოეულ მონაწილეს დავალების პრეზენტაციისთვის მიეცა 2 – 3 - წთ. პრეზენტატორი მოკლედ მომოიხილავდა თავის ნამუშევარს, ხოლო შემდეგ აუდიტორია და ტრენერი აჯამებდნენ წარმოდგენილ ნამუშევარს.
- დებრიფინგი “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო პროცესში? ” ტრენინგის მიწურულს მოხდა ნასწავლი მასალის შეჯამება. თითოეულმა ჩვენთაგანმა აღნიშნა, გაკვეთილის რომელ ფაზაზე და როგორ გამოიყენებდა ტრენინგზე ნასწავლ მასალას სასწავლო პროცესში.
- ტრენინგის შეფასება: ტრენერის შეკითხვაზე გაამართლა თუ არა ტრენინგმა მათი მოლოდინი, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა, იყო მეტად საინტერესო, პროდუქტიული. ასეთი პრაქტიკული დანიშნულების ტრენინგები საჭიროა ხშირად ჩატარდეს საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის. აღნიშნეს, რომ ის რისი გაკეთებაც მატთვის წარმოუდგენელი იყო საკუთარი ძალებით სხვისი დახმარების გარეშე, ახლა ტრენინგის გავლის შემდეგ ეს უკვე მეტად იოლი იქნება.
4. ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება:
აღნიშნული ტრენინგისას ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო ყველაფერი. ძალიან მომეწონა პროგრამა Movie Maker და მისი შესაძლებლობები. ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგში ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში. გავამდიდრებ ჩემს გაკვეთილებს ვიდეო - მასალითაც. გარდა ამისა, ამ ტრენინგმა საშუალება მომცა და დამანახა, როგორ გავამდიდრო ჩემი ელ. პორტფოლიო.
კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.
5. ტრენინგის შემდეგ:
ტრენინგის შემდეგ ტრენერმა ელ. ფოსტით პერსონალურად გამოგვიგზავნა ტრენინგის მასალა (handout), რომელიც ძალიან დამეხმარა დამოუკიდებლად გამემტკიცებინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა. ტრენინგის შემდეგ შევქმენი სასწავლო ვიდეო - ფაილი, რომელიც ავტვირთე Youtube - ში.
ჩემი სასწავლო მასალა:
სსიპ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: რუსუდან გონაშვილი
რიცხვი - 23/06/2013
ტრენინგი
„საერთაშორისო,თანამშრომლობითი ინტერნეტ -პროექტები
სასწავლო პროცესში“
ანგარიში
ჩამტარებელი ორგანიზაცია:მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა:
ქ. თბილისი, № 1 ექსპერიმენტული საჯარო სკოლა; 12 საათის ხანგრძლივობით.
მიზანი :
ა) კურსის მიზანია მასწავლებლები გაეცნონ არსებულ საერთაშორისო სასკოლო პროექტებს, თანამშრომლობითი პროექტების დაგეგმვის და განხორციელების გზებს.
ბ) დაგეგმონ ახალი პროექტები, გამოაქვეყნონ და ჩაერთონ უკვე არსებულში.
ძირითადი აქტივობები :
შესავალი ნაწილი
როლურ ითამაში
საპროექტო იდეის გაცნობა
როლების გადანაწილება და საერთაშორისო სასწავლო პროექტის განხორციელება
მინი-ლექცია
რა არის საერთაშორისო სასწავლო პროექტები?
საერთაშორისო სასწავლო საპროექტო იდეების შექმნა
ტელეხიდი
საერთაშორისო სასწავლო საპროექტო იდეების გამოქვეყნება
ინტერნეტში არსებული საერთაშორისო სასწავლო პროექტებირეზიუმე : აღნიშნული ტრენინგ-კურსი მოიცავდა სამ მოდულს. კურსის სრული ხანგრძლივობა იყო სამი ოთხსაათიანი ტრენინგი.
პირველი დღის პირველ სესიაზე ტრენინგის მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი. ტრენერმა ნინო კაჟაშვილმა გაგვაცნო კურსის მიზანი, შედეგები, განრიგი, საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები.
გაგვაცნო პროექტი, გვაჩვენა ბლოგი, გვესაუბრა პროექტში ჩართვასა და კომენტარების გაკეთებაზე, აგვიხსნა, როგორ განვახორციელოთ პროექტი, მოვიძიოთ მასალები, როგორ ავაწყოთ, ავტვირთოთ და გამოვაქვეყნოთ პრეზენტაცია. გაგვაცნო drive. დღის ბოლოს შევაჯამეთ და შევაფასეთ ტრენინგი. მოგვცა დავალებები.
მეორე დღის სესია დაიწყო შეფასების ბარათების მიმოხილვით. შემდეგ ვისწავლეთ youtube ვიდეოს გამოქვეყნება, picasa web album სურათების ალბომის შექმნა, გავეცანით პროექტის შეფასებისა და პროექტის დაგეგმვის ფორმებსა და პრინციპებს. ტრენერი გვესაუბრა თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის არსსა და მნიშვნელობაზე, საპროექტო იდეის შექმნაზე. დღის ბოლოს შევაჯამეთ და შევაფასეთ ტრენინგ დღე და მივიღეთ დავალებები.
მესამე დღის სესია დაიწყო შეფასების ბარათების მიმოხილვით. შემდეგ ჩავერთეთ ტელეხიდში მასწავლებლის სახლს და კოლეგებმა გავაცანით ერთმანეთს საპროექტო იდეები. ვისწავლეთბლოგის შექმნა, მასზე საპროექტო იდეების განთავსება. შევავსეთ google form სარეგისტრაციო ფორმა, დავათვალიერეთ საერთაშორისო-თანამშრომლობითი ინტერნეტ პროექტების მაგალითები, ასევე ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტების დამატება . დღის ბოლოს შევაჯამეთ და შევაფასეთ ტრენინგ დღე და მივიღეთ დავალებები.
მნიშვნელობის დასაბუთება - ტრენინგი ჩემთვის მეტად ნაყოფიერი იყო. ტრენინგის დახმარებით ჩემი ზედაპირული ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა, მივხვდი, რომ მასწავლებელს სჭირდება მუდმივ დინამიკაში ყოფნა, რათა არ შეჩერდეს მისი პროფესიული ზრდა - განვითარება. ტრენინგის დასრულების შემდეგ გავაცნობიერე ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობა თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნის საშუალებით შევძლებ ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
შევადგენ საერთაშორისო სასწავლო პროექტის გეგმას;
გამოვაქვეყნებ ბლოგზე პარტნიორების მოძიების მიზნით.
კოლეგებს წარვუდგენ პრეზენტაციას „თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვა და განხორციელება“
ვითანამშრომლებ ადმინისტრაციასთან სკოლაში ისტ-ის კულტურის დასანერგად. ძალიან დიდი მადლობა მასწავლებლის სახლსა და ქალბატონ ნინო კაჟაშვილს საინტერესო ტრენინგისთვის.
ხელმოწერა: რუსუდანგონაშვილი
თარიღი:26/07/2012
ღონისძიების დღის წესრიგი:
დღე I. (4სთ.)
სესია
|
დრო
|
||
წარდგენა და გაცნობა
|
10 წთ
|
||
მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა
|
10 წთ
|
||
ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები და წესების საორგანიზაციო საკითხები
|
10 წთ
|
||
პროექტის გაცნობა, ბლოგის ჩვენება
|
20 წთ
|
||
პროექტში ჩართვის რეგისტრაცია, კომენტარების გაკეთება
|
20 წთ
|
||
პროექტის განხორციელება (დასაწყისი)
მასალების მოძიება, პრეზენტაციის აწყობა
|
90 წთ
|
||
Drive, პრეზენტაციის ატვირთვა და გამოქვეყნება
|
60 წთ
|
||
ტრენინგის შეჯამება, დავალების მიცემა/შეფასება
|
20 წთ
|
||
დღე II. (4 სთ.)
დრო
|
|
ტრენინგის გახსნა შეფასების ბარათების მიმოხილვ
|
10 წთ
|
YOUTUBE - ვიდეოს გამოქვეყნება
|
60 წთ
|
PICASA WEB ALBUM - სურათების ალბომის შექმნა
|
60 წთ
|
პროექტის შეფასება
|
10 წთ
|
რა არის თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი?
პროექტის დაგეგმვის პროცესი
|
40წთ
|
საპროექტო იდეის შექმნა
|
40 წთ
|
ტრენინგის შეჯამება, დავალების მიცემა/შეფასება
|
20 წთ
|
დღე III. (4სთ.)
სესია
|
დრო
|
ტრენინგის გახსნა შეფასების ბარათების მიმოხილვა
|
10 წთ
|
ტელეხიდი - საპროექტო იდეების გაცნობა
|
60წთ
|
ბლოგის შექმნა, საპროექტო იდეების განთავსება
|
30 წთ
|
გაჯეტები
|
60წთ
|
Google Form - სარეგისტრაციო ფორმა
|
30 წთ
|
საერთაშორისო-თანამშრომლობითი ინტერნეტ პროექტების მაგალითები
|
30 წთ
|
ტრენინგის შეჯამება/შეფასება
|
20 წთ
|
ტრენინგის
წერილობითი ანგარიში
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარება. პროფესიული საქმიანობის შეფასება (თვითშეფასება). კოლეგების თანამშრომლობა
პროფესიული განვითარების და შეფასების პროცესში.
წნორი, N1 საჯარო სკოლა. 25,26 მაისი, 2013.
რ ე ზ ი უ მ ე
პროფესიული განვითარება
არის ინდივიდუალური და გუნდური ვალდებულება განათლების სისტემის ყველა დონეზე: მასწავლებლებისთვის,
სკოლებისა და სახელმწიფოსათვის. მასწავლებლები უნდა ზრუნავდნენ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე
და ამ პროცესში მათ სრულფასოვანი დახმარება უნდა გაუწიოს სკოლის დირექტორმა და ადმინისტრაციამ.
რადგან მასწავლებლის განათლება და პროფესიონალიზმი მოსწავლის მიღწევების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
ფაქტორია, სკოლამ მხარი უნდა დაუჭიროს არა მარტო მოსწავლეების, არამედ მასწავლებლების მუდმივ სწავლასა და განვითარებას. სკოლა უნდა იყოს
ის ადგილი, სადაც სწავლობს როგორც მოსწავლე, ასევე მასწავლებელი (მარგარეტ არბუკლე).კვლევები
ადასტურებს, რომ პროფესიული განვითარების სწორედ ისეთი ღონისძიებებია ეფექტიანი, რომლებიც
უშუალოდ სკოლაში ხორციელდება და მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შემადგენელი ნაწილია.
აღსანიშნავია, რომ ასეთი სახის პროფესიული განვითარება, ერთი მხრივ, მეტად არის მორგებული
მასწავლებლის კონკრეტულ საჭიროებებს, მეორე მხრივ კი, მოსწავლეების სასწავლო მიზნებსა
და ამოცანებს. სკოლის გარეთ ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობისას მასწავლებელი უფრო
პასიური მონაწილეა და ნაკლებად ახერხებს ტრენერის მიერ გამიზნული ცოდნისა და უნარების
გამოყენებას სასწავლო პროცესში. ამიტომ, პროფესიული განვითარება არ გულისხმობს მხოლოდ
და მხოლოდ ტრენინგებზე დასწრებას. ეს არის უწყვეტი თანამშრომლობითი პროცესი, რომლის
დროსაც ხშირად ხდება რეფლექსია და კომენტარების გაცვლა.
ტრენინგზე განვიხილეთ
სკოლის ბაზაზე არსებული პროფესიული განვითარების ფორმები, როგორიცაა: ტრენინგი, გაკვეთილზე
დასწრება, მენტორობა, ურთიერთდაკვირვება, პრაქტიკის კვლევა, სასწავლო ჯგუფები, სამუშაო
შეხვედრები. ასევე განვიხილეთ და ვიმსჯელეთ, თუ რას წარმოადგენს პროფესიული განვითარების
პროცესის ელემენტები: 1) საჭიროებების კვლევა
2) პროფესიული განვითარების კონკრეტული ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება 3) ეფექტის შეფასება.
პროფესიული განვითარების
პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ მასწავლებლის
საქმიანობა, არამედ იმაზეც, თუ როგორ წავახალისოთ მასწავლებელი, რადგანაც ეს მომენტი ასპარეზს უთმობს განახლების მოდელს.
განახლება ნიშნავს გადახედვას, თავიდან გაკეთებას, შესწორებას, გადაფასებას, როდესაც
მასწავლებლები ინდივიდუალურად და ერთად უღრმავდებიან და აანალიზებენ არა მხოლოდ საკუთარ
საქმიანობას, არამედ საკუთარ თავსაც და საწავლების პრაქტიკას, რომელსაც ისინი იყენებენ
სკოლაში. პროფესიული განვითარების
წახალისების უამრავი ფორმა გამოიყენება სახელმწიფოს მიერ (დანამატი სერტიფიცირებული
პედაგოგებისთვის, სპეციალური კრედიტები პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობისათვის,
ინგლისურისა და კომპიუტერის მცოდნე პედაგოგებისათვის). სკოლის დირექტორს ასევე შეუძლია
წახალისების ფორმების მოფიქრება. ყველაზე პოპულარული ფორმებია, მაგალითად, წლის საუკეთესო
თანამშრომლის გამოვლენა, ან პროექტებში და პროგრამებში პედაგოგების ჩართულობისათვის
ფინანსური სისტემის შემოღება (თუ სკოლის ბიუჯეტი იძლევა ამის საშუალებას).
ცალკეული მასწავლებლის
პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო დიდი ეფექტი მოსწავლის მიღწევებზე აქვს
მასწავლებლების თანამშრომლობას სამი ძირითადი გარემოების გამო: 1. მოსწავლეები გაცილებით
უკეთ სწავლობენ, როდესაც მასწავლებლებს აქვთ მსგავსი ან ერთნაირი მიდგომები და მოლოდინი
მათ მიმართ; 2. მუდმივი თანამშრომლობა და კომუნიკაცია
ზრდის მასწავლებლის როგორც საგნობრივ, ასევე მეთოდურ კომპეტენციას; 3. ეს პროცესი ხელს უწყობს სკოლის გუნდური პასუხისმგებლობის
ჩამოყალიბებას.
განვიხილეთ თანამშრომლობისა
და კომუნიკაციის 4 ძირითადი ტიპი: 1.ინდივიდუალისტური; 2.ბალკანიზებული; 3.ხელოვნური კოლეგიაობა და 4.თანამშრომლობა. ჩემი აზრით, ყველაზე მისაღები სწორედ მეოთხე ფორმაა,
რადგან ნამდვილი თანამშრომლობის პირობებში კომუნიკაცია მხოლოდ შეხვედრების დონეზე არ
ხდება და იგი აუცილებლად გრძელდება საკლასო ოთახებსა და სამუშაო პროცესში. ეს პროცესი თავისთავად შეუწყობს ხელს ,,კრიტიკული
მეგობრების“ ინსტიტუტის დანერგვას სკოლაში, რაც ითვალისწინებს სასწავლო პროცესში მასწავლებელთა
ურთიერთდაკვირვებას. ვფიქრობ, მასწავლებელს უნდა შეეძლოს ჯანსაღი კონსტრუქციული (და
არა გამაქილიკებელი ან დამადანაშაულებელი) კრიტიკის მოსმენა, მიღება-გათვალისწინება
და კოლეგის ასევე დელიკატური, კონსტრუქტული კრიტიკა.
აღნიშნულ ტრენინგზე
დეტალურად განვიხილეთ შესრულებული სამუშაოს შეფასების მნიშვნელობა, შეფასების ფორმები,
სამუშაოს შეფასების პროცესი, შეფასების ეფექტიანობაზე მოქმედი ფაქტორები და შეფასების
მეთოდები. გამოცდილი ხელმძღვანელის ხელში შეფასება უნიკალური ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია
თანამშრომლების პროფესიული განვითარება, მათი პოტენციალის სრულად რეალიზებისა და ორგანიზაციაში
მიმდინარე პროცესების გაჯანსაღების ხელშეწყობა.
გავეცანით შეფასების
ფორმებს: ფორმლურ შეფასებას და არაფორმალურ შფასებას. სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესებას
და ორგანიზაციის წარმატებას სწორედ არაფორმალური შეფასება განაპირობებს. ეს პროცესი
უბიძგებს თანამშრომლებს მათი სამუშაოს კონკრეტული ასპექტების მუდმივი დახვეწისა და
განვითარებისაკენ და ამავე დროს მორალურად ამზადებს მათ ფორმალური შეფასებისთვის, რაც
თავის მრივ, აჯამებს მთელი წლის შეფასებებს
და ზოგადად მასწავლებლის მუშაობის პროცესს.
შეფასების პროცესი
იყოფა ორ ფაზად: მომზადების ფაზა, რომელიც მოიცავს სამ საფეხურს: 1. შეფასების მიზნების
ფორმულირება; 2.შეფასების კრიტერიუმების ფორმულირება; 3. შეფასების სტანდარტების აღწერა; და განხორციელების ფაზა, რომელიც ასევე სამი საფეხურისაგან
შედგება: 1.მონაცემთა შეგროვება; 2. შეფასება; 3. შედეგების მართვა.
ტრენინგზე დაგვირიგდა
სამუშაო ფურცლები, რომლებიც განვიხილეთ და დავამუშავეთ მცირე ჯგუფებში. სამუშაოს დასრულების
შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა მოაწყო პრეზენტაციები, რაც მეტდ საინტერესო აღმოჩნდა თითოეული
მსმენელისათვის აზრთა სხვადასხვაობისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.
ღონისძიების
მნიშვნელობის დასაბუთება
განსაკუთრებით მომეწონა
,,კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტის დანერგვის იდეა სკოლაში, რაც მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვებას
ითვალისწინებს; ყველაზე მისაღები კი, ვფიქრობ, ფოკუსირებული დაკვირვება და გუნდური
მუშაობაა. პირველ შემთხვევაში დაკვირვება ხდება კონკრეტულ ასპექტზე ან მოვლენაზე, რაც
ვერ ხერხდება აღწერითი დაკვირვების დროს გაკვეთილის დინამიურობიდან გამომდინარე. მეორე
შემთხვევაში, გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება საუკეთესო საშუალებაა
თითოეული პედეაგოგის პროფესიული ზრდის და მისაღწევი შედეგების გაუმჯობესებისთვის.
ასეთი კოლეგიალური
ურთიერთობები კი სკოლის წარმატებლი საქმიანობის წინაპირობა, სკოლის პრესტიჟისა და სიძლიერის
საფუძველია.
რუსუდან გონაშვილი
26 მაისი, 2013.
ინთელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება
კურსის შინაარსი:
მოდული 1: პროექტებით სწავლება
მოდული 1: პროექტებით სწავლება
თემა: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი
ძირითადი აქტივობები:
- პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
- სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა
- თქვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა
- საპროექტო იდეების გენერირება
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება
ძირითადი აქტივობები:
- სტანდარტების შემუშავება თქვენი პროექტისთვის
- სასწავლო ამოცანების ჩამოყალიბება
- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება
- შეფასების ეფექტური სტრატეგიების მოკვლევა
- დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზის შექმნა
- შეფასების ფორმის შედგენა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისთვის
- პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 3: კავშირები
თემა: ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
ძირითადი აქტივობები:
- უკუკავშირის მიღება პროექტის პორტფოლიოზე და მოსწავლეთა უკვე გამოვლენილი საჭიროებების შეფასება
- იდეების გაზიარება, პროექტზე დაფუძნებული სწავლებით სტანდარტის შედეგების მიღწევაზე
- საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა და მისი გამოყენება
- ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტის შექმნა
- ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების მხარდასაჭერად.
- ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტების გამოყენება პროექტის იდეების გაზიარებისთვის
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით
ძირითადი აქტივობები:
- სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად
- მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის, მინიენციკლოპედიის ან ბლოგის ნიმუშის შექმნა სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით
- სწავლების პროცედურების მონახაზის შედგენა
- მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასება
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება
თემა: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
ძირითადი აქტივობები:
- უკუკავშირის მიღება მოსწავლის ნიმუშზე
- შეფასების პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებული პოტენციური სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების მოძიება
- თქვენ მიერ გამოყენებული შეფასების ფორმების ანალიზი და შეფასება/თვითშეფასება
- შემაჯამებელი შეფასების პირველადი ვარიანტის შედგენა
- თქვენი მოსწავლეებისთვის შესაბამისი შეფასების ფორმების შედგენა
- შეფასების ფორმების შედგენის შემდეგ, მოსწავლეთათვის შექმნილი პროექტის ნიმუშის გადახედვა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა
- პროექტის გეგმის განახლება
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
თემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე
ძირითადი აქტივობები:
- დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა
- მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნა
- მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნა
- პროექტის გეგმის შეცვლა სხვადასხვა სტილის/დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
- თვითშეფასება, თუ რამდენად წარმატებით შექმენით მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემო
მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით
თემა: მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი
ძირითადი აქტივობები:
- კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად
- დამხმარე მასალების შექმნა
- პროექტის გეგმის განახლება
- განხორციელების სტრატეგიების განხილვა
- დოკუმენტების შექმნა მენეჯმენტისთვის
- საგაკვეთილო გეგმის შეფასება და განახლება შეფასების შედეგების მიხედვით
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
თემა: შესწავლილის გაზიარება
ძირითადი აქტივობები:
- შენი ნამუშევრის მომზადება წარსადგენად
- პროექტის პორტფოლიოზე უკუკავშირის მიღება და გაცემა
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
- ინტელის ძირითადი კურსის შეფასება
რეზიუმე:
პირველი დღის რეფლექსიადღეს გავეცანით ერთმანეთს, შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო კურსის მიზანი. გვესაუბრა, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესში, გავეცანით პორტფოლიოს კომპეტენციებს, შევქმენით ჩვენი პირადი პორტფოლიოები.შევქმენით ბლოგი, მივიღეთ დავალებები. პირველმა დღემ ჩემი მოლოდინები გაამართლა.
მეორე დღის რეფლექსია
ერთმანეთს გავუზიარეთ საპროექტო იდეები, გავეცანით პუბლიკაციის მომზადების ტექნოლოგიას,დავათვალიერეთ შაბლონები, გამზადებული ბროშურებიდან ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი და შევქმენით ჩვენი პუბლიკაციები. მივიღეთ დავალება. ნინო, როგორც ყოველთვის, აქტიური და დაუღლელი იყო და ყველასთვის იცლიდა.
ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია
ვთვლი, რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი მივედი ტრენინგზე და მეგონა, ვერაფერს გავიგებდი, ჩემმა უნიჭიერესმა "გურუ" მწვრთნელმა 10 წუთში გამაგებინა ყველაფერი, დაღილობაც დამავიწყა და პოზიტიური განწყობით გამიშვა სახლში.
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვან-ნაყოფიერი იყო.
შევქმენით ერთ-ერთი მიზნის შეფასების ფორმა და მოვახდინეთ მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა. საპრეზენტაციო პროგრამაში მონახაზის შექმნა. კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი შეფასების გეგმის შედგენას, რათა უფრო ზუსტად განგვესაზღვრა , როგორ შეგვეფასებინა მოსწავლეთა საჭიროებები
ტრენინგის მეხუთე დღე
სახალისო იყო ჩემთვის , რადგან ბავშვობაში დავბრუნდი და მოსწავლის როლი მოვირგე :) მოსწავლის პოზიციიდან გავაკეთეთ სავარაუდო პრეზენტაციები ჩვენი პროექტების მიზნების შესაბამისად. გავეცანით საავტორო უფლებებს.
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს არ დავღლილვართ და მეტად საჭირო და აუცილებელი შეფასების რუბრიკები განვიხილეთ და შევიმუშავეთ. ვისწავლეთ ბლოგზე სურათების ჩასმა
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე, ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და რუბრიკები...შევქმენით დამატებითი მასალა მოსწავლეთა გეზის მისაცემად.
საინტერესო აღმოჩნდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებიისათვის დამხმარე შაბლონის შექმნა.
გავეცანით ბლოგის დამატებით შესაძლებლობებს..
ტრენინგის მერვე დღის შეფასება
დღეს გავეცანით ტრენინგის მერვე მოდულს. შევისწავლეთ ბლოგზე როგორ დავამატოთ კითხვარი. როგორ გავხსნათ ახალი გვერდი და როგორ ჩავსვათ შექმნილი კითხვარი ამ გვერდზე. საინტერესოდ წარიმართა დღე... გარდა ზემოთხსენებულის, დღეს ვისწავლეთ პროექტის პრეზენტაციაში როგორ უნდა დავამატოთ საჭირო დოკუმენტები ისე, რომ ერთი დაჭერით მაშინვე გაიხსნას იგი.
ადგილი და ხანგრძლივობა: ქ. თბილისი, მასწავლებლის სახლი , 12-13 ოქტომბერი, 2013 წელი, 6 საათის ხანგრძლივობით.
მიზანი : საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამსად.
ამოცანები :
n სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები;
n გაკვეთილის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
რეზიუმე : ტრენინგის დახმარებით გავიგე, რომ Edmodo
ტრენინგი
-Edmodo,
ვირტუალური
საკლასო
ოთახი
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა
პროფესიული
განვითარების
ეროვნული
ცენტრი.ადგილი და ხანგრძლივობა: ქ. თბილისი, მასწავლებლის სახლი , 12-13 ოქტომბერი, 2013 წელი, 6 საათის ხანგრძლივობით.
მიზანი : საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამსად.
ამოცანები :
n სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები;
n გაკვეთილის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
რეზიუმე : ტრენინგის დახმარებით გავიგე, რომ Edmodo
უფასო განათლების უსაფრთხო სოციალური ქსელია მასწავლებლებისთვის,
მოსწავლეებისთვის, სკოლებისთვის, რომ მისი დახმარებით მარტივად შეიძლება ერთმანეთთან
დაკავშირება, იდეების გაცვლა, საშინაო დავალებების მომზადება მოსწავლეებისათვის, კლასისა
და სკოლის განცხადებების გამოქვეყნება, რომ ის დაარსდა 2008 წლის ბოლოს და ახლა მას
იყენებს მილიონობით მომხმარებელი, ტრენერმა აგვიხსნა, რომ ედმოდოს საშუალებით დახურული გარემოში
მოსწავლეებს შეუძლიათ შეუერთდნენ ჯგუფებს მასწავლებლის მიწვევით, რომ მოსწავლეები ერთმანეთს
ვერ უკავშირდებიან, მასწავლებელს აქვს მართვის
კონტროლი. ედმოდოს დახმარებით შესაძლებელია დავალებების, კითხვების, გამოკითხვების და სხვა ინფორმაციის გამოქვეყნება, ჯგუფების შექმნა, დისკუსიებში მონაწილეობა.
ედმოდოს საშუალებით შესაძლებელია მშობლებიც აქტიურად
ჩავრთოთ სასკოლო ცხოვრებაში, მშობელს შეუძლია ნახოს მხოლოდ საკუთარი შვილის აქტივობები,
მშობელი აგზავნის შეტყობინებას მასწავლებელთან, იგი ხედავს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ
შეტყობინებას.
ძალიან მომეწონა, რომ ედმოდოს საშუალებით შესაძლებელია
დავალებებისა და ტესტების მომზადება, ონლაინ რეჟიმში მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება და
ასევე ძალიან მოსახერხებელია ის, რომ მოსწავლეს აქვე შეუძლია მყისიერად შეამოწმოს თავისი
ცოდნა და ნახოს , სად დაუშვა შეცდომები.
ასევე მოსახერხებელია,
რომ ამ პროგრამის საშუალებით შესაძლებელია საგნობრივ ჯგუფებში გაერთიანება და პროფესიული განვითარების ამაღლება, ჯგუფების შექმნა, ფორუმის წარმოება, დისკუსიებში
მონაწილეობა, კითხვების დასმა, პასუხების მიღება, სხვათა გამოცდილების გაზიარება-გაცნობა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია,
რომ დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა:
- o ყველა მოსწავლეს აქვს თავისი “ანგარიში”
- o მოსწავლეების შემოერთების შემდეგ ჯგუფში შესაძლებელი ჯგუფის ჩაკეტვა
- o შესაძლებელია ჯგუფის წევრების მონიტორინგი
- o გამოიყენება სტატუსი “მხოლოდ კითხვისთვის”
მნიშვნელობის დასაბუთება - ტრენინგი ჩემთვის მეტად ნაყოფიერი იყო. ტრენინგის
დახმარებით ჩემი ზედაპირული ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა,
დავრწმუნდი მათი გამოყენების აუცილებლობა
- საჭიროებაში.
მივხვდი,
რომ მასწავლებელს სჭირდება მუდმივ დინამიკაში ყოფნა,
რათა არ შეჩერდეს მისი პროფესიული
ზრდა
- განვითარება.
ტრენინგის დასრულების
შემდეგ
გავაცნობიერე ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობა თანამედროვე,
კონსტრუქტივისტულ პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნის საშუალებით შევძლებ ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდირებულ სასწავლო გარემოში;
ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნის საშუალებით შევძლებ ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდირებულ სასწავლო გარემოში;
ხელმოწერა: რუსუდან
გონაშვილი
თარიღი:14/10/2013
თარიღი:14/10/2013
2 коммент.:
ძალიან დიდი მადლობა ცოდნის გაზიარებისათვის. პატივისცემით ლია ზამთარაძე
დიდი მადლობა, ლია! წარმატებებს გისურვებთ!
Отправить комментарий