დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან გონაშვილი

სახალისო გრამატიკული თავსატეხებისა და სავარჯიშოების ელექტრონული კრებული

Posted by rusagonashvili@gmail.com

არ ვაპირებდი განმარტების დაწერას და მხოლოდ რესურსის დადება მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ შევცვალე გადაწყვეტილება :)
რვა წლის შემდეგ პირველად შევედი მეხუთე კლასში და მგონია, იმათზე დაბნეული მე ვარ. ნამდვილად სხვა თაობაა და სხვა მოთხოვნები აქვთ, არაფერი მეჩვენება, არაფერს ვიგონებ, არაფერს ვამატებ. არ აკმაყოფილებთ წიგნი ან საერთოდაც არ უნდათ წიგნი და კომპიუტერში ურჩევნიათ რამის გაკეთება, არ უყვართ წერა, ბევრ შეცდომას უშვებენ წერისას, მაგრამ უშეცდომოდ და სწრაფად ბეჭდავენ ნებისმიერი სახისა და შინაარსის ტექსტს კომპიუტერზე, ყოველდღე დაწყებითებში მიცემული ბუკებით მოდიან და მთხოვენ გაკვეთილის ტექსტთან დაკავშირებული  სასწავლო თამაშების ჩაწერას, არ აინტერესებთ, შემიძლია ამ თამაშების გაკეთება თუ არ შემიძლია :)
... არავის არაფერს ვაბრალებ, მაგრამ ძალიან უჭირთ კითხვა, არ იციან სასვენი ნიშნების სათანადოდ ხმარება და ქართულთან დაკავშირებული კიდევ უამრავი პრობლემა მაქვს, თანაც 33 ბავშვია კლასში, ამიტომაც ტექნოლოგიები ჩემი მშველელია, მათი ინტერესებისა და ჩემი მიზნების :) ჰარმონიული შერწყმის შედეგად, ვფიქრობ, მეც და მოსწავლეებიც მოგებულები დავრჩებით.
ეს კრებულიც ამ პრობლემების მოსაგვარებლადაა შექმნილი. ნახეთ, შეაფასეთ, თუ მოგეწონებათ, გამოიყენეთ და შთაბეჭდილებები გამიზიარეთ.

3 коммент.:

  1. მაიას ბლოგი

    არაჩვეულებრივი სინთეზია!

  1. მაიას ბლოგი
    Этот комментарий был удален администратором блога.
  1. ხათუნა ძნელაძე

    საინტერესოა

Отправить комментарий