დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან გონაშვილი
Показаны сообщения с ярлыком ტესტი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ტესტი. Показать все сообщения

ილიას შემოქმედება

Posted by rusagonashvili@gmail.com Ярлыки: , ,

ამ ინტერაქტიული თამაშის შაბლონის დახმარებით(რომლის ავტორიც მე გახლავართ), შესაძლებლობა გაქვთ, შეამოწმოთ თქვენი მოსწავლეების ცოდნის ათვისების ხარისხი ნებისმიერი თემის, ნაწარმოების, მწერლის შემოქმედების შესწავლის დასრულების შემდეგ . ბავშვებისათვისაც, ვფიქრობ , სახალისო და შემეცნებითი იქნება ამ სახით საკუთარი თავის გამოცდა. გისურვებთ წარმატებებს! იმედია, მოგეწონებათ!

ელექტრონული ტესტი

Posted by rusagonashvili@gmail.com Ярлыки: , ,

ტესტი საჩვენებლადაა გაკეთებული და განკუთვნილია ტექსტის სტრუქტურის შესასწავლად. ეს საცდელი ვერსია "ვეფხისტყაოსნის" პროლოგზე გავაკეთე და მინდოდა მეჩვენებინა, რომ ტექნოლოგიების დახმარებით, შესაძლებელია დიდი ზომისა და რთულად შესასწავლი ნაწარმოების სწავლების პროცესის გაიოლება. არ ვიცი,  რამდენად გამომივიდა და დაგარწმუნებთ, მაგრამ მე შევეცადე... თქვენ როდესაც სრულყოფილ რესურსს გააკეთებთ , რა თქმა უნდა, ბევრ რამეს დაამატებთ და ტექსტის პრობლემურ საკითხებზე გაამახვილებთ ყურადღებას, ბოლოში შესაძლებელია, სლაიდზე მოცემული ტექსტებიდან დავალებების მიცემა თვითშემოწმებისა და რეფლექსიისათვის. გამიხარდება, თუ მოგეწონებათ, გამოიყენებთ და თქვენეულ ვარიანტსაც მაჩვენებთ. წარმატებები!