მასწავლებელი მკვლევარი
Posted by
დინამიკის, აქტიურობისა და თვითგანვითარების გარეშე წარმოუდგენელი პროგრესი ნებისმიერ სფეროში, მითუმეტეს,ზოგადსაგანმანათლებო სისტემაში. მუდმივად სიახლეების ძიება ხელს მიწყობს შემოქმედებითობასა და ინოვაციური მიდგომების განვითარებაში, მეხმარება ისეთი თვალსაჩინოებების შექმნასა და გამოყენებაში, როლებიც საჭიროა ახალი ცნების, ობიექტისა და პროცედურის შემოტანისას. მუდმივად ვცდილობ, სხვადასხვა ტიპის უნარებზე აგებული სავარჯიშოების სასწავლო მასალაში ინტეგრირებას, რათა თანაბრად უზრუნველვყო თითოეული მოსწავლის სწავლა. ვგეგმავ გაკვეთილს ისე, რომ მოვარგო სხვადასხვა ტიპის მოსწავლეთა განსხვავებულ ჯგუფს. ვცდილობ, გავცდე სახელმძღვანელოს ჩარჩოებს. ისტ-ის გამოყენებით შევქმნა გარკვეული სახის დამატებითი მასალა და ამ დამატებითი რესურსის გამოყენებთ საშუალება მივცე მოსწავლეებს, კომფორტულად იგრძნონ თავი და ჰქონდეთ რწმენა, რომ შეძლებენ სწავლას. მოსწავლეების სწავლით დაინტერესება დღევანდელ დროში ცოტა რთულია, რადგან მათთვის დღეს სხვა რამეა პრიორიტეტული, დროსთან ერთად თაობაც შეიცვალა. ამიტომ საჭიროა , მოიძებნოს რაიმე ინოვაციური ალტერნატივა, რომელიც დაარწმუნებს მათ იმაში, რომ ყველაფერში აუცილებელია პროფესიონალიზმი, და მათ შორის- სწავლაშიც, რომელიც მათი წარმატებისა და ბედნიერი მომავლის წინაპირობაა, მგრამ საჭიროა, ეს ინფორმაცია ინოვაციებთან ერთად მოსწავლეს გადავცეთ ისე, რომ სწავლების პროცესი სასიამოვნო და სახალისო იყოს და პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს.
დღეს უამრავ აქტივობებს გვთავაზობენბენ პედაგოგებს მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად და სასწავლო პროცესის უფრო საინტერესოდ წარმართვისათვის. შემოთავაზებულ აქტივობებს აქმდეც ვიყენებდი, მაგრამ გადვწყვიტე, დღეიდან უფრო ორგანიზებული სახე მივცე მათ გამოყენებას სასწავლო პროცესში და დავაკვირდე, რომელი აქტივობა რა შედეგზე გამიყვანს და ამ შედეგების მიხედვით კონკრეტული დასკვნები გავაკეთო.
ყოველთვის მაწუხებდა ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს უჭირთ არგუმენტირებული მსჯელობა და საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბება, სხვადასხვა საკითხებზე ვრცლად და ლოგიკურად საუბარი, ამიტომ გადავწყვიტე, მერვე კლასელებისათვის შემეთავაზებინა სადისკუსიო თემა: " როგორი მინდა იყოს ჩემი ქვეყანა? "
მერვეკლასელებს სადისკუსიო თემა შევთავაზე ილია ჭავჭავაძის "აჩრდილის" გარკვეული თავების, ილიას "ერი და ისტორიას", აკაკი წერეთლის "ხატის წინ" შესწავლის შემდეგ. მოსწავლეებს დავავალე, სახლში ეფიქრათ ამ თემაზე და თავისი მოსაზრებები წერილობითი სახით წარმოედგინათ და გაეცნოთ თანაკლასელებისთვის.

ამ აქტივობის განხორციელებით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მოსწავლეებს რაც შეიძლება მეტი ისეთი დავალება და სამუშაო უნდა შევთავაზო, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში და დაეუფლებიან არგუმენტირებულ მსჯელობას. გადავწყვიტე, კვირაში ერთი საათი მხოლოდ ამ უნარების განვითარებაზე დაგეგმილ გაკვეთილებს დავუთმო და დავაკვირდე მათ პროგრესს. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს და ძალისხმევაც დიდი დაგვჭირდება მიზნის მისაღწევად. ვნახოთ, რა გამოვა!
0 коммент.:
Отправить комментарий