მონატრება
ხანდახან როგორ გნატრობთ და გიხმობთ,
ვნატრობ მე თქვენი თვალების სითბოს.
ხანდახან მინდა, დაბრუნდეს წლები,
ხან ბრუნდებიან ეს წლებიც...თითქოს.
მზრდიდით და ამ გულს გრძნობები თქვენი,
დედისეული სიტყვებით მითბობს.
მასწავლებელზე მეტი ხართ ჩემთვის,
და გული თქვენი მეძახის, მიხმობს.
დროს წლები ცვლიან, წლები - დროებას,
ადამიანებს ვერ ცვლიან, ვფიქრობ.
და თქვენც უცვლელი დარჩებით ჩემთვის,
მანამ ეს გული ცოცხლობს და მიგრძნობს!
გვზრდიდით და ჩვენში სდებდით მთელ ამაგს,
მთელს თქვენს სიყვრულს გვინაწილებდით.
და ამ ცხოვრების მძიმე ეტაპებს,
ჩუმად აქრობდით, გვიმარტივებდით.
გვზრდიდით ამაყებს, ქედმოუხრელებს,
ჩვენთვის იყავით მეორე დედა.
თქვენ გვასწავლიდით ბრძოლას, დაძლევას
შუბლზე წაწერილ საკუთარ ბედთან.
დიდი სიყვარულითა და მონატრებით
თქვენი ყოფილი მოსწავლე გიორგი გიგაური
ეს სიტყვები კახა ჟღენტს ეკუთვნის:
" პორტფოლიო როგორც მასწავლებლების პროფესიული განვითარების ამსახველი (თანაც ობიექტურად) ინსტრუმენტი მთელს მსოფლიოში არის მიღებული (ნორმალურ ქვეყნებში და არანორმალურშიც :)) "
აი, პორტფოლიოც და შემაფასეთ! :)
ეს სიტყვები კი ჩემზე ათჯერ უკეთესსა და ენერგიულ მასწავლებელს ეკუთვნის და, ამდენად, უფრო სასიამოვნო იყო ჩემთვის მისი შეფასება: Nino Masurashvili სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი და სასარგებლო... მე ვთქვი, რომ ეს სქემა შენისთანა მასწავლებელზეა გათვლილი და შენისთანები ერთეულებია... ამას ვამბობ ჰიპერბოლიზების გარეშე ... რუსას ფორმულა ... ნიჭი+ცოდნა+ მოტივაცია+ პასუხისმგებლობა = წარმატება
რა ვქნა, თავი ვერ შევიკავე და გადმოვაკოპირე :) მადლობა, ნინო!
ხანდახან როგორ გნატრობთ და გიხმობთ,
ვნატრობ მე თქვენი თვალების სითბოს.
ხანდახან მინდა, დაბრუნდეს წლები,
ხან ბრუნდებიან ეს წლებიც...თითქოს.
მზრდიდით და ამ გულს გრძნობები თქვენი,
დედისეული სიტყვებით მითბობს.
მასწავლებელზე მეტი ხართ ჩემთვის,
და გული თქვენი მეძახის, მიხმობს.
დროს წლები ცვლიან, წლები - დროებას,
ადამიანებს ვერ ცვლიან, ვფიქრობ.
და თქვენც უცვლელი დარჩებით ჩემთვის,
მანამ ეს გული ცოცხლობს და მიგრძნობს!
გვზრდიდით და ჩვენში სდებდით მთელ ამაგს,
მთელს თქვენს სიყვრულს გვინაწილებდით.
და ამ ცხოვრების მძიმე ეტაპებს,
ჩუმად აქრობდით, გვიმარტივებდით.
გვზრდიდით ამაყებს, ქედმოუხრელებს,
ჩვენთვის იყავით მეორე დედა.
თქვენ გვასწავლიდით ბრძოლას, დაძლევას
შუბლზე წაწერილ საკუთარ ბედთან.
დიდი სიყვარულითა და მონატრებით
თქვენი ყოფილი მოსწავლე გიორგი გიგაური
ეს სიტყვები კახა ჟღენტს ეკუთვნის:
" პორტფოლიო როგორც მასწავლებლების პროფესიული განვითარების ამსახველი (თანაც ობიექტურად) ინსტრუმენტი მთელს მსოფლიოში არის მიღებული (ნორმალურ ქვეყნებში და არანორმალურშიც :)) "
აი, პორტფოლიოც და შემაფასეთ! :)
ეს სიტყვები კი ჩემზე ათჯერ უკეთესსა და ენერგიულ მასწავლებელს ეკუთვნის და, ამდენად, უფრო სასიამოვნო იყო ჩემთვის მისი შეფასება: Nino Masurashvili სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი და სასარგებლო... მე ვთქვი, რომ ეს სქემა შენისთანა მასწავლებელზეა გათვლილი და შენისთანები ერთეულებია... ამას ვამბობ ჰიპერბოლიზების გარეშე ... რუსას ფორმულა ... ნიჭი+ცოდნა+ მოტივაცია+ პასუხისმგებლობა = წარმატება
რა ვქნა, თავი ვერ შევიკავე და გადმოვაკოპირე :) მადლობა, ნინო!
15 коммент.:
წარმატებები რუსო..ძალიან მომეწონა პორტფოლიო...მოსწავლეზე უკეთ მასწავლებელს ვერავინ შეაფასებს...მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო მოსწავლის სიყვარულია...
:*
მადლობა, ეკა. მოსწავლეთა სიყვარული, ეჭვი მაქვს, შენ არ გაკლია და არც მოგკლებოდეს! წარმატებები!
ლელა მანგოშვილი აღფრთოვანებული ვარ, რუსა! ერთია, რომ ასე კარგად ასწავლით და მეორე- გაუზიარო სხვას. ამ ყველაფრის კეთებას უამრავი დრო სჭირდება. ყოჩაღ! წარმატებებს გისურვებთ! იმედია, გავიცნობთ ერთმანეთს:)
მადლობა, ლელა, კეთილი სურვილებისთვის! მეც იმედი მაქვს, რომ მალე გავიცნობთ ერთმანეთს
ძალიან მომწონს თქვენი მართლაცდა შემოქმედება, თვალყურს გადევნებთ და ვიზიარებ თქვენს გამოცდილებაააააააააას, მადლობა თანამშრომლობისათვის რუსა
გაიხარე, ნინო! მიხარია, თუ გადგება რამეში ჩემი ნაცოდვილარი :)
აღფრთოვანებული ვარ თქვენი შრომისმოყვარეობით, დაუსწრებლად ვმოგზაურობ თქვენს შემოქმედებით გზაზე. წარმატებებს და ულევ ენერგიას გისურვებთ!
დიდ მადლობა ცოდნის გაზიარებისათვის. მიხარია, რომ ასეთი მასწავლებლები მუშაობენ ჩვენს სკოლებში. გისურვებთ ენერგიას და მონდომებას...
ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია თქვენი პორტფოლი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტისათვის...დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის ავტორი მუშაობას კიდევ უფრო საინტერესოდ წარმართავს, წარმატებებსგისურვებთ! მინდა საქართველოს ბევრი თქვენნაირი პედაგოგი ჰყავდეს! :*
რა უნდა თქვა, ნეტა ააქ? უუკოომეენტააროოდ <3
რუსა, გარდა იმისა, რომ დიდებული მასწავლებელი ხარ, უმთავრესია თქვენი ადამიანობის ხარისხი! უდიდეს პატივს გცემთ და ვისურვებდი თქვეთან მალე შეხვედრას!
მე არ ვიცი, ვინ უნდა იყოს ის სულიერი, ვინც ამ ყველაფერს წაიკითხავს და გაიაზრებს. შეფასება კიდევ უფრო რთულია და ახლა ამაზეც დავწერ. ამ ყველაფრის მოფიქრება, იმის განსაზღვრა, თუ რომელი რესურსი რომელ თემას უკეთ გააზრებინებს კლასს, მერე ამ იდეის ტექნიკურად ასე მაღალ დონეზე შესრულება, მერე ამ ყველაფრის ასე უანგაროდ და უშერველად გაზიარება, ათასი სულელური თუ ჭკვიანური კითხვისთვის პასუხის გაცემა. ღამეების თენება სხვისთვის ტუტორიალების კეთებაში, ამ ყველაფერს დამატებული არაჩვეულებრივი მეგობრობა და კიდევ უფრო არაჩვეულებრივი პიროვნული თვისებები - ეს არის ჩემთვის რუსა გონაშვილი. ესაა ჩემი შეფასება
რუსო დიდი მადლობა ასეთი დაუღალავი შრომისთის. თქვენგან ძალიან ბევრის სწავლა შეიძლება და ხართ მისაბაძი მასწავლებელი. ვისურვებდი, რომ საქართველოს ბევრი ჰყავდეს თქვენნაირი მასწავლებელი.
warmatebebi ar mogklebotet. mudam dafasebuliyos tqveni shroma!
Отправить комментарий