დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან გონაშვილი

კონფერენციებზე, სემინარსა და კათედრის სხდომაზე მასწავლებლის გაკეთებული პრეზენტაციის ან მონაწილეობის ამსახველი მასალა

Posted by rusagonashvili@gmail.com



მასწავლებელთა პროექტების პრეზენტაცია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

მასწავლებელთა პროექტების პრეზენტაცია.jpg
მასწავლებლების პროექტების პრეზენტაცია, დაჯილდოების ცერემონია, " შერატონ მეტეხი პალასი"



მასწავლებლის სახლში გაკეთებული პრეზენტაცია





პრეზენტაცია - "პედაგოგიური ტესტის შედგენისთვის საჭირო რეკომენდაციები"




პრეზენტაცია-" მასწავლებლის პორტფოლიო"




კათედრაზე გაკეთებული პრეზენტაცია- "ბლუმის ტაქსონომია"



ბაზალეთი, კონფერენცია
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა მასწავლებელთა კონფერენცია თემაზე: „მასწავლებლის პროფესიული ეთიკა“. კონფერენციას ცენტრის პროგრამების ფარგლებში დასაქმებული მასწავლებლები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-ებისა და აფხაზეთის განათლების სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ. კონფერენციას პრაქტიკული ხასიათი ჰქონდა და განხილული იყო კონკრეტული მაგალითები სასკოლო ცხოვრებიდან, ეთიკური დილემები, რომლებიც მასწავლებლებს ხვდებათ მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებთან ურთიერთობისას. კონფერენციაზე იმსჯელეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მოსწავლეებთან მუშაობის ეთიკურ ასპექტებზეც.
კონფერენციის ფარგლებში გადამუშავდა მასწავლებლის, დირექტორის ეთიკის კოდექსები და მოსწავლის ქცევის კოდექსი.
ამგვარი სახის კონფერენციები ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და მათ პროფესიულ ზრდას.


ეროვნული კონფერენციის ,,საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში’’
წერილობითი ანგარიში
ჩამტარებელი ორგანიზაცია : მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა: დაბა ჩაქვი, სასტუმრო „ოაზისი“ , 2 დღე - 23 და 24 დეკემბერი, 2013 წელი
კონფერენციის მიზანი და ამოცანები :
კონფერენციის მიზანია პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება საქართველოს საჯარო სკოლის გამარჯვებულ, სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეულ პედაგოგებს შორის, რაც გაზრდის მათ მოტივაციას, ეფექტური სასწავლო აქტივობების მიგნების და სიახლეების პრაქტიკულად გამოყენების უნარს. მასწავლებლები გაეცნენ პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს, მოსალოდნელი ცვლილებების სავარაუდო მიმართულებებს.
რეზიუმე:
ეროვნული კონფერენციის შესახებ გავიგე ელ.ფოსტაზე კახა ჟღენტის მიერ გამოგზავნილი წერილის დახმარებით. შერჩეული ნაშრომი ,,პროექტგაკვეთილი" ელექტრონული ფოსტით გადავუგზავნე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის კონსულტანტს მაია პაპუნაშვილს. მივიღე მოწვევა, რამაც უსაზღვროდ გამახარა. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, 400-მდე თმიდან აირჩა 107 ნასშრომი, რომელთა შორისაც აღმოჩნდა ჩემი თემაც.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“, 2013 წლის 23, 24, 25 დეკემბერს.

კონფერენციაზე მოვისმინე ძალიან საინტერესო ნაშრომები, გავიცანი საინტერესო ადამიანები და ის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, რომლებთანაც ვმეგობრობ სოციალურ ქსელებზე.

კონფერენცია გახსნა:

1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, თეა კვინტრაძემ

2. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა

3. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ვლადიმერ ადეიშვილმა

4. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივი უფროსმა სპეციალისტებმა , კონსულტანტებმა და ექსპერტებმა (გიორგი გახელაძე, ნინო ლაბარტყავა, ზაქრო გიუნაშვილი...)

კონფერენციის მეორე დღეს ვმუშაობდით სექციებში. სულ იმუშავა შემდეგმა სექციებმა:

1. განათლების დაწყებითი საფეხური

2. ქართული ენა და ლიტერატურა

3. მათემატიკა

4. სამოქალაქო მეცნიერებები

5. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

6. ესთეტიკა და ხელოვნება


ქართული ენისა და ლიტერატურის სექციაზე (კონსულტანტი: მაია პაპუნაშვილი) სულ 19 ნაშრომის პრეზენტაცია მოვისმინე.

1. ინტეგრირებული გაკვეთილის შესაძლებლობები და ეფექტურობა - დალი ბენაშვილი

2. როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით - მზია ვაშალომიძე

3. როგორ დავგეგმე და განვახორციელე მოსწავლეებთან ერთად პროექტები: ,,დედოფლისწყარო’’ და ,,ჩემს კუთხეში გავრცელებული ქართული ენის დიალექტები’’ - რუსუდან გონაშვილი

4. პროექტი: ,,წიგნი-ჩვენი საუკეთესო მეგობარი’’ - რუსუდან ნათენაძე

5. პროექტ-გაკვეთილი: ,,საქართველოს გასაბჭოება და მისი შედეგები’’ - ეკა ცხადაია

6. ინტეგრირებული გაკვეთილი: ადამიანის უფლებათა საფუძველი - ღირსება და სიცოცხლის უფლება ილიას ,,სარჩობელზედ’’ მიხედვით - ნინო ბერიკაშვილი, ლეილა ხვთისიაშვილი

7. ინტეგრირებული გაკვეთილი - ,,მარადისობის რღვევა’’ - ნანა ჩიტორელიძე

8. ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში - მარინა ხარაული

9. პროექტ-გაკვეთილი: ,,ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების პოპულარიზაცია’’ - მზია ეგიაშვილი

10. ინტეგრირებული გაკვეთილი ,,პორტრეტი და ადამიანის საცხოვრებელი გარემო მისი პიროვნების ამოსაცნობად - ნანა ცანავა

11. პროექტი ,,წაწმებულიდან წმინდანობამდე’’ - ნინო მასურაშვილი

12. ინოვაციური მეთოდები ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე - ხათუნა ღაღანიძე

13. კვლევაზე დაფუძნებული პროექტი ,,თორნიკე ერისთავი და ათონის მთის საიდუმლო’’ - ეკატერინე ყურაშვილი

14. პროექტი ,,ტაო-კლარჯეთში დარჩენილი ძეგლები ღაღადებენ’’- ნარგიზა თავართქილაძე

15. ლიტერატურული ნაწარმოებების გაგება-გააზრება ისტ-ის გამოყენებით საბაზო საფეხურზე - ნაზი კოჩალიძე

16. ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ და ინგლისურ ენებში (,,ტომ სოიერის თავგადასავალი’’) - ელისო მაწკეპლაძე, ასმათ დათიაშვილი

17. ,,მე, შენ, ის, გრამატიკა და ... მოგზაურობა’’ - თეონა შერაზადიშვილი

18. ინტეგრირებული გაკვეთილი ,,ლიტერატურაში გაცოცხლებული ისტორია’’ - ირმა პატარიძე

19. პროექტი ,,მწერლობანა’’ - ნესტან კუბლაშვილი


ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება :

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა რეგიონის მომხსენებელი, მათი მოხსენებები ეხებოდა ინტეგრირებული გაკვეთილის, პროექტი-გაკვეთილის, კვლევა / პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების, სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, საგნობრივი ცოდნის ცხოვრებაში ტრანსფერის, ინოვაციური მეთოდების, საგაკვეთილო

პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობის, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის, მშობელთა და საზოგადოების / თემის ჩართულობის შესახებ საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას.

გავცვალეთ საკონტაქტო მონაცემები სასწავლო რესურსების ურთირთგაზიარების მიზნით. კონფერენციაზე მიღებული გამოცდილება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია ჩემი პროფესიული ზრდისა დ განვითარებისათვის, რასაც აუცილებლად გავუზიარებ ჩემს კოლეგებს ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში და ამ საკითხებით დაინტერესებულ ყველა პირს.


ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან გონაშვილი
ჩაქვი, ეროვნილი კონფერენცია" საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა" on



მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პედაგოგებისთვის პირველი ეროვნული კონფერენცია ჩაატარა. ღონისძიებას სახელწოდებით „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“ 150-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.
ორდღიან კონფერენციაზე მოხსენებები სხვადასხვა საგნების პედაგოგებმა წაიკითხეს, მათ შორის იყვნენ:
ქართული ენისა და ლიტერატურის;
მათემატიკის;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების;
ხელოვნების;
დაწყებითი განათლებისა და სხვა საგნების მასწავლებლები.
თითოეულმა მომხსენებელმა კოლეგებს მის მიერ მომზადებული გაკვეთილი წარუდგინა და საგნის სწავლების სხვადასხვა მეთოდები შესთავაზა. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი მიმდინარე წლის ოტრომბერში გამოცხადდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კონსულტანტებმა შემოსული 500-მდე განაცხადიდან 107 საუკეთესო მოხსენება შეარჩიეს.
კონფერენციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის, ქუთისისა და ბათუმის უნივერსიტეტის, აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის და ქობულეთისა და ბათუმის რესურსცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

კათედრაზე გამოცდილების გაზიარება

1 коммент.:

  1. fiqriasidamonize

    ამ კონფერენციაზე მეც ვიყავი. სამწუხაროა, რომ ვერ გაგიცანით. წარმატებებს გისურვებთ.

Отправить комментарий