დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან გონაშვილი

კოლეგებთან თანამშრომლობა

Posted by rusagonashvili@gmail.com

მას შემდეგ, რაც ჩემი პორტფოლიოს წყალობით "ცნობადი სახე" გავხდი :) ბევრი კოლეგა დახმარებისთვის მომმართავს და რჩევებს მთხოვს. ჩემი აზრი მნიშვნელოვნად და ავტორიტეტულად მიაჩნით. :) დისტანციურად, ინტერნეტით კონსულტაცია, საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ ვცდილობ... შეძლებისდაგვარად ყველას ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნი. ეს პორტფოლიო ჩემი ფანტაზიისა და შემოქმედების ნაყოფია. არ მქონია არანაირი ინსტრუქცია, მითითება, სანიმუშო თვალსაჩინოება, რომელიც დამეხმარებოდა და გამიიოლებდა სამუშაოს, ალბათ, ამიტომაც აღმოჩნდა ყველასთვის ასე საინტერესო...
... მიხარია თუ დაგეხმარეთ და რამეში გამოგადექით, გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას  პროფესიულ საქმიანობაში!




















0 коммент.:

Отправить комментарий