ტექნოლოგიები კი არა, მასწავლებელი ასწავლის ბავშვებს
Posted by rusagonashvili@gmail.com Ярлыки: mieexspert, sway
დიახ, მასწავლებელია მთავარი ცოდნის გადაცემისას. მასწავლებელი აწყობს და გეგმავს გაკვეთილს ისე, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა ბავშვის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, თითოეული მოსწავლის უნარსა და ჩვევაზე იყოს მორგებული გაკვეთილზე ნათქვამი ყველა სიტყვა, გამოყენებული მეთოდი და აქტივობა. მასწავლებელი ითვალისწინებს ამ ყველაფერს და არა-ტექნოლოგია. გამოცდილ, რისკიან და ნოვატორ-კრეატიულ მასწავლებლზეა დამოკიდებული ტექნოლოგიებით გამდიდრებულისაც და ჩვეულებრივი ტრადიციული მეთოდით ჩატარებული გაკვეთილის შედეგიანობა და ავკარგიანობა. არაერთხელ აღმინიშნავს და ახლაც ვამბობ, რომ მიზნების მიღწევაში ძალიან მეხმარება საგანმანათლებლო პროგრამები. ამჯერად შემოგთავაზებთ Sway-ს დახმარებით ჩატარებული გაკვეთილის ფოტო მიმოხილვას და დავდებ მოსწავლეების მიერ შექმნილ ტრიოლეტებს. მე და ჩემი მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები დავრჩით ამ გაკვეთილით: ვალერიან გაფრინდაშვილსაც გავეცანით, მის "სანტიმენტალურ ტრიოლეტსაც" და თავადაც ვეცადეთ შეგვექმნა ჩვენი "შედევრები" და მიგვეღო ერთგვარი ესთეტიკური სიამოვნება ერთმანეთის ლექსების მოსმენით.
ახლა კი ბავშვების ტრიოლეტებსაც შემოგთავაზებთ
***
წლები მირბიან
მარიამ ყველაშვილი
წლები მირბიან დაუნდობლად ლურჯა ცხენივით,
თმებში ჭაღარაც მოიპარა ხარბად, მალულად,
ალბათ, დაჭკნება ეს ცხოვრებაც ნაზი ვარდივით,
წლები მირბიან დაუნდობლად ლურჯა ცხენივით.
მოვალთ, ვიცოცხლებთ და მერე ვდნებით ვითარცა თოვლი
და ამ სიცოცხლის მარდი წლები არ დაბრუნდება.
წლები მირბიან დაუნდობლად ლურჯა ცხენივით,
თმებში ჭაღარაც მოიპარა ხარბად, მალულად.
***
მოვილტვი შენკენ
აქსანა ზოროღლიანი
მოვილტვი შენკენ ვითა მზის სხივი ნათელი,
ვიცქერი ცისკენ და ვფიქრობ: როგორ გავძელი?!
მივდივარ მთისკენ, როგორც არწივი ბრჭყალგრძელი
მოვილტვი შენკენ ვითა მზის სხივი ნათელი.
ბინდია ჩემკენ... უშენოდ ბნელია ცხოვრება მთელი,
მივაღწევ მიზანს, მჯერა რომ მოხვალ და გელი!
მოვილტვი შენკენ ვითა მზის სხივი ნათელი,
ვიცქერი ცისკენ და ვფიქრობ: როგორ გავძელი?!
***
სიყვარული გაზაფხულზე
ანა თითილოკაშვილი
ამ გაზაფხულის ნათელი მზე და ლურჯი ცა,
ახლა ვიგრძენი, რომუშენობა ძლიერ მომბეზრდა...
კვლავ მარტის წვიმის და ჩემი ცრემლის გუბე დგას
ამ გაზაფხულის ნათელი მზე და ლურჯი ცა.
სიგიჟემ მარტის თეთრად დაფარა მწვერვალი, მთა
შემომერია ჭაღარა, ჩემი შენდამი სიყვარულიც მობერდა.
ამ გაზაფხულის ნათელი მზე და ლურჯი ცა,
ახლა ვიგრძენი, რომუშენობა ძლიერ მომბეზრდა...
***
ნათია ბურდული
ყველაფერი ძველი ჩაბარდა წარსულს...
ყველა შემოდგომა უკვალოდ მიილია...
დარჩა მარტოობის მძიმე აღსასრული...
განჩენსაც თვითონ გამოიტან.
ყველა შემოდგომა უკვალოდ მიილია...
სიყვარული სევდად გადაიქცა...
ყველაფერი ძველი ჩაბარდა წარსულს...
ყველა შემოდგომა უკვალოდ მიილია...
გაზაფხული უშენოდ
ნინო ბუაძე
თავს მაღლა ვწევ და მივდივარ უსიტყვოდ
ცას რა უნდა? ბურთებს ისვრის უსიტყვოდ...
ვის უნახავს კარგი კაცი უმტეროდ?!
თავს მაღლა ვწევ და მივდივარ უსიტყვოდ...
ცისარტყელა ჩნდება, მაგრამ უფეროდ...
მე რად მინდა გაზაფხული უშენოდ?!
თავს მაღლა ვწევ და მივდივარ უსიტყვოდ
ცას რა უნდა? ბურთებს ისვრის უსიტყვოდ...
***
ჯარისკაცი
ნინო გურაშვილი
ჯარისკაცი მიდიოდა ომში,
დედის სევდა გაიფანტა დროში...
გმირის იყო ნაკვალევი თოვლში
ჯარისკაცი მიდიოდა ომში...
მეომრები არ დაინდო ტყვიამ,
დაჭრილები აქა-იქა ყრია...
ჯარისკაცი მიდიოდა ომში,
დედის სევდა გაიფანტა დროში...
***
შემოდგომა
ელენე აფციაური
შემოდგომის საღამოა მშვიდი,
მე კი ისევ ძველებურად ვიცდი...
არ მასვენებს შენზე მწარე ფიქრი
შემოდგომის საღამოა მშვიდი...
მზის ნატელის მომეპარა სხივი
მერცხალივით რატომ გამიფრინდი?
შემოდგომის საღამოა მშვიდი,
მე კი ისევ ძველებურად ვიცდი...
***
ეს არაა ტრიოლეტი, მაგრამ მაინც ვწერ :)
თორნიკე აფციაური
თოვლი მოვიდა... დიდი თოვლი მოვიდა გუშინ.
გადაათეთრა ჩემი ეზო თოვლმა მთლიანად...
არ ვიდარდებდი თოვლის მოსვლას არც ერთი წუთით,
ბუჩქის ქვეშ გუშინ ყვავილები რომ არ მენახა...
იქნებ არცა ღირს ენძელების დარდით რომ ვკვდები?!
იქნებ არც სცივათ და არ დარდობენ თოვლის სიმძიმეს?!
იქნებ სძინავთ და თოვლის თბილი საბნით ჩამთბარებს
გაზაფხულის დღე ესიზმრებათ და ეღიმებათ?!
- საპრეზენტაციო პროგრამა,
- მასში შეიძლება ჩავსვათ ჩვენთვის სასურველი ბმულები, ინფორმაცია, ვიდეოები, სურათები, კითხვები.
- ის შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ამბის გადმოსაცემად,
- სხვადასხვა კვლევებისა და გამოკითხვების შედეგების საჩვენებლად,
- თქვენი პორტფოლიოს შესაქმნელად,
- მოყვეთ საკუთარი თავის ან სხვის შესახებ,
- იმუშაოთ ისტორიულ წყაროებზე ( მაგალითად , პროექტზე მუშაობისას სხვადასხვა ჯგუფი წარმოადგენს წყაროებზე დაყრდნობით შესრულებულ სამუშაოებს),
- პროექტების წარსადგენად,
- სხვადასხვა ნაწარმოებისა თუ თემის შესწავლის დასრულების შემდეგ , შესაძლებელია, მოსწავლეებმა ამ სახით გადმოსცენ შესწავლილის ანალიზი, მიმოხილვა და დასკვნები,
- კოლეგებს გაუზიაროთ გამოცდილება,
- გამოიყენოთ შებრუნებული საკლასო ოთახის სწავლების პრინციპით.
Rusudan Gonashvili selected as a Microsoft Innovative Educator Expert 2015
Posted by rusagonashvili@gmail.com
Rusudan Gonashvili recognized by Microsoft as global leader in using
technology to increase productivity and transform education
Dedoflistskaro, Georgia
– Rusudan Gonashvili was selected by Microsoft as a Microsoft Innovative
Educator Expert (MIE Expert) for 2015 for her excellence in using technology to
help students learn and achieve more – and ultimately succeed in a
mobile-first, cloud-first world.
“Being
selected as a MIE Expert is an amazing honor, I look forward to continue finding
innovative ways to equip students with the proper tools needed to succeed in
the new world of work.”
Each year, Microsoft selects MIE Experts to
be part of an exclusive global community that is paving the way for their peers
to share ideas, try new approaches and learn from each other. This year, Microsoft
selected more than 800 thought leaders in innovative learning who possess technology
and desire to amplify their reach and voice.
“Microsoft Innovative Educator Experts are
inspiring examples of how individuals are using technology to increase
students’ productivity and develop the skills needed in the workplace,” said
Anthony Salcito, vice president, Worldwide Education, Microsoft Corp. “With an innovative
use of mobile and cloud technology, these educators are transforming learning
environments and delivering more personalized education to students, allowing
them to do more and achieve more.”
MIE Experts work closely with Microsoft to
lead innovation in education, build educator capacity for using technology to
improve student learning and advocate and share their experiences in how
technology improves teaching and learning. In addition, they mentor other
educators and help train them in education technologies and Microsoft products
and tools.
რუსუდან გონაშვილი შერჩეულია Microsoft-ის ინოვაციურ მასწავლებელ ექსპერტად 2015
რუსუდან გონაშვილი აღიარებულია Microsoft-ის კორპორაციის მიერ მსოფლიო დონის ლიდერად ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო პროცესის ხარისხისა და ტრანსფორმაციის ამაღლების საკითხში. რუსუდან გონაშვილი( დედოფლისწყარო, საქართველო) არჩეულია Microsoft- ის მიერ, როგორც 2015 წლის Microsoft ინოვატორი მასწავლებელი ექსპერტი (MIE ექსპერტი) რათა დაეხმაროს მოსწავლეებს ისწავლონ და მიაღწიონ უფრო მეტს და საბოლოო ჯამში - წარმატებასა და აღიარებას.
ყოველწლიურად მაიქროსოფტი ირჩევს ექსპერტებს, იმისთვის რომ ისინი გახდნენ ექსკლუზიური გლობალური გაერთიანების მონაწილეები (შემადგენლები), რომლებიც ეძებენ ინოვაციურ გზებს, იდეებს იმისთვის, რომ სწავლების პროცესი და ხარისხი აამაღლონ. ამ წელს მაიქროსოფტმა შეარჩია ინოვაციური სწავლების 800-ზე მეტი ლიდერი, რომლებიც ფლობენ ტექნოლოგიებს და აქვთ სურვილი და ნება თავისი მაგალითით ზეგავლენა მოახდინონ სწავლების პროცესზე.
Подписаться на:
Сообщения (Atom)













