დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან გონაშვილი

ტანო ტატანო

Posted by rusagonashvili@gmail.com

რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!

Posted by rusagonashvili@gmail.com

მარტოობა

Posted by rusagonashvili@gmail.com

მთაწმინდის მთვარე

Posted by rusagonashvili@gmail.com

ტექნოლოგიები კი არა, მასწავლებელი ასწავლის ბავშვებს

Posted by rusagonashvili@gmail.com Ярлыки: ,

დიახ, მასწავლებელია მთავარი ცოდნის გადაცემისას. მასწავლებელი აწყობს და გეგმავს გაკვეთილს ისე, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა ბავშვის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, თითოეული მოსწავლის უნარსა და ჩვევაზე იყოს მორგებული გაკვეთილზე ნათქვამი ყველა სიტყვა, გამოყენებული მეთოდი და აქტივობა. მასწავლებელი ითვალისწინებს ამ ყველაფერს და არა-ტექნოლოგია. გამოცდილ, რისკიან და ნოვატორ-კრეატიულ მასწავლებლზეა დამოკიდებული ტექნოლოგიებით გამდიდრებულისაც  და ჩვეულებრივი ტრადიციული მეთოდით ჩატარებული გაკვეთილის შედეგიანობა და ავკარგიანობა. არაერთხელ აღმინიშნავს და ახლაც ვამბობ, რომ  მიზნების მიღწევაში ძალიან მეხმარება საგანმანათლებლო პროგრამები. ამჯერად შემოგთავაზებთ Sway-ს დახმარებით ჩატარებული გაკვეთილის ფოტო მიმოხილვას და დავდებ მოსწავლეების მიერ შექმნილ ტრიოლეტებს. მე და ჩემი მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები დავრჩით ამ გაკვეთილით: ვალერიან გაფრინდაშვილსაც გავეცანით, მის "სანტიმენტალურ ტრიოლეტსაც" და თავადაც ვეცადეთ შეგვექმნა ჩვენი "შედევრები" და მიგვეღო ერთგვარი ესთეტიკური სიამოვნება ერთმანეთის ლექსების მოსმენით.














ახლა კი ბავშვების ტრიოლეტებსაც შემოგთავაზებთ

***
წლები მირბიან
მარიამ ყველაშვილი
წლები მირბიან დაუნდობლად ლურჯა ცხენივით, 
თმებში ჭაღარაც მოიპარა ხარბად, მალულად,
ალბათ, დაჭკნება ეს ცხოვრებაც ნაზი ვარდივით,
წლები მირბიან დაუნდობლად ლურჯა ცხენივით.
მოვალთ, ვიცოცხლებთ და მერე ვდნებით ვითარცა თოვლი
და ამ სიცოცხლის მარდი წლები არ დაბრუნდება.
წლები მირბიან დაუნდობლად ლურჯა ცხენივით, 
თმებში ჭაღარაც მოიპარა ხარბად, მალულად.

***
მოვილტვი შენკენ
აქსანა ზოროღლიანი
მოვილტვი შენკენ ვითა მზის სხივი ნათელი,
ვიცქერი ცისკენ და ვფიქრობ: როგორ გავძელი?!
მივდივარ მთისკენ, როგორც არწივი ბრჭყალგრძელი
მოვილტვი შენკენ ვითა მზის სხივი ნათელი.
ბინდია ჩემკენ... უშენოდ ბნელია ცხოვრება მთელი,
მივაღწევ მიზანს, მჯერა რომ მოხვალ და გელი!
მოვილტვი შენკენ ვითა მზის სხივი ნათელი,
ვიცქერი ცისკენ და ვფიქრობ: როგორ გავძელი?!

***
სიყვარული გაზაფხულზე
ანა თითილოკაშვილი
ამ გაზაფხულის ნათელი მზე და ლურჯი ცა,
ახლა ვიგრძენი, რომუშენობა ძლიერ მომბეზრდა...
კვლავ მარტის წვიმის და ჩემი ცრემლის გუბე დგას
ამ გაზაფხულის ნათელი მზე და ლურჯი ცა.
სიგიჟემ მარტის თეთრად დაფარა მწვერვალი, მთა
შემომერია ჭაღარა, ჩემი შენდამი სიყვარულიც მობერდა.
ამ გაზაფხულის ნათელი მზე და ლურჯი ცა,
ახლა ვიგრძენი, რომუშენობა ძლიერ მომბეზრდა...


***
ნათია ბურდული
ყველაფერი ძველი ჩაბარდა წარსულს...
ყველა შემოდგომა უკვალოდ მიილია...
დარჩა მარტოობის მძიმე აღსასრული...
განჩენსაც თვითონ გამოიტან.
ყველა შემოდგომა უკვალოდ მიილია...
სიყვარული სევდად გადაიქცა...
ყველაფერი ძველი ჩაბარდა წარსულს...
ყველა შემოდგომა უკვალოდ მიილია...

 გაზაფხული უშენოდ
ნინო ბუაძე
თავს მაღლა ვწევ და მივდივარ უსიტყვოდ
ცას რა უნდა? ბურთებს ისვრის უსიტყვოდ...
ვის უნახავს კარგი კაცი უმტეროდ?!
თავს მაღლა ვწევ და მივდივარ უსიტყვოდ...
ცისარტყელა ჩნდება, მაგრამ უფეროდ...
მე რად მინდა გაზაფხული უშენოდ?!
თავს მაღლა ვწევ და მივდივარ უსიტყვოდ
ცას რა უნდა? ბურთებს ისვრის უსიტყვოდ...

***
ჯარისკაცი
ნინო გურაშვილი
ჯარისკაცი მიდიოდა ომში, 
დედის სევდა გაიფანტა დროში...
გმირის იყო ნაკვალევი თოვლში
ჯარისკაცი მიდიოდა ომში...
მეომრები არ დაინდო ტყვიამ,
დაჭრილები აქა-იქა ყრია...
ჯარისკაცი მიდიოდა ომში, 
დედის სევდა გაიფანტა დროში...

***
შემოდგომა
ელენე აფციაური
შემოდგომის საღამოა მშვიდი,
მე კი ისევ ძველებურად ვიცდი...
 არ მასვენებს შენზე მწარე ფიქრი
შემოდგომის საღამოა მშვიდი...
მზის ნატელის მომეპარა სხივი
მერცხალივით რატომ გამიფრინდი?
შემოდგომის საღამოა მშვიდი,
მე კი ისევ ძველებურად ვიცდი...

***
ეს არაა ტრიოლეტი, მაგრამ მაინც ვწერ :)

თორნიკე აფციაური
თოვლი მოვიდა... დიდი თოვლი მოვიდა გუშინ.
გადაათეთრა ჩემი ეზო თოვლმა მთლიანად...
არ ვიდარდებდი თოვლის მოსვლას არც ერთი წუთით,
ბუჩქის ქვეშ გუშინ ყვავილები რომ არ მენახა...
იქნებ არცა ღირს ენძელების დარდით რომ ვკვდები?!
იქნებ არც სცივათ და არ დარდობენ თოვლის სიმძიმეს?!
იქნებ სძინავთ და თოვლის თბილი საბნით ჩამთბარებს
გაზაფხულის დღე ესიზმრებათ და ეღიმებათ?!

ვალერიან გაფრინდაშვილი

Posted by rusagonashvili@gmail.com Ярлыки:

როგორ გამოვიყენოთ Sway სასწავლო მიზნებისთვის

Posted by rusagonashvili@gmail.com

ვისაც მოგწყინდათ powerpoin პრეზენტაციებით თქვენი გაკვეთილების გამრავალფეროვნება და ეძებთ ახალ პროგრამას, ნამდვილად გაგიმართლათ. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Sway - პროგრამა უფასოა და მუშაობის დაწყებამდე არ საჭიროებს ჩამოქაჩვასა და დაინსტალირებას, მუშაობს ყველა ბროუზერში და მოწყობილობაზე. Sway - ს დახმარებით უამრავი რამ შეიძლება გააკეთოს მასწავლებელმაც და მოსწავლემაც. ამ პროგრამის გაცნობის შემდეგ. კარგა ხანს ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა მისი სრულყოფილად გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. მის მთავარ პლუსად მიმაჩნია ის, რომ პროგრამის გამოყენება შეიძლება როგორც ერთი ვებ სივრცე, სადაც შეგიძლიათ, დაამატოთ სხვადასხვა რესურსები, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეიტანოთ მასში ცვლილება, ამისთვის არ არის საჭირო ძველი რესურსის წაშლა და ახლის ატვირთვა, პროგრამა თავად ინახავს ყველა შეტანილ ცვლილებას, გამოქვეყნებული პრეზენტაცია ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და ნებისმიერი მოწყობილობიდან. მასში შეიძლება ატვირთოთ თქვენი სხვა პრეზენტაციები და თავის მხრივ შეიძლებ ამ პროგრამაში გაკეთებული პრეზენტაციის თქვენს ნებისმიერ ბლოგზე ჩაშენება. ის შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენც და მოსწავლეებმაც, როგორც:
  • საპრეზენტაციო პროგრამა,
  • მასში შეიძლება ჩავსვათ ჩვენთვის სასურველი ბმულები, ინფორმაცია, ვიდეოები, სურათები, კითხვები.
  • ის შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ამბის გადმოსაცემად,
  • სხვადასხვა კვლევებისა და გამოკითხვების შედეგების საჩვენებლად,
  • თქვენი პორტფოლიოს შესაქმნელად, 
  • მოყვეთ საკუთარი თავის ან სხვის შესახებ,
  • იმუშაოთ ისტორიულ წყაროებზე ( მაგალითად , პროექტზე მუშაობისას სხვადასხვა ჯგუფი წარმოადგენს წყაროებზე დაყრდნობით შესრულებულ სამუშაოებს),
  • პროექტების წარსადგენად,
  • სხვადასხვა ნაწარმოებისა თუ თემის შესწავლის დასრულების შემდეგ , შესაძლებელია, მოსწავლეებმა ამ სახით გადმოსცენ შესწავლილის ანალიზი, მიმოხილვა და დასკვნები,
  • კოლეგებს გაუზიაროთ გამოცდილება,
  • გამოიყენოთ შებრუნებული საკლასო ოთახის სწავლების პრინციპით.
დასასრულს გაჩვენებთ ჩემ მიერ მომზადებულ დამხმარე რესურსს ამ პროგრამაში. გაკვეთილის თემაა: "ტერენტი გრანელი"

იაკობ ხუცესისის "შუშანიკის წამება", ელექტრონული ტესტი

Posted by rusagonashvili@gmail.com


უცხო სიტყვები და გამოთქმები

Posted by rusagonashvili@gmail.com


უცხო სიტყვები და გამოთქმები

Posted by rusagonashvili@gmail.com


სიტყვის წარმოშობა

Posted by rusagonashvili@gmail.com


გავრცელებული სიტყვები და გამოთქმები

Posted by rusagonashvili@gmail.com


იხვი და მყვარი

Posted by rusagonashvili@gmail.com


სულხან-საბა ორბელიანი

Posted by rusagonashvili@gmail.com


სიტყვის წარმოშობა

Posted by rusagonashvili@gmail.com


რობოტი

Posted by rusagonashvili@gmail.com


შემეცნებითი თამაშები

Posted by rusagonashvili@gmail.com


შტეფან ცვაიგი

Posted by rusagonashvili@gmail.com

ხმას ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ძალიან ცუდად ვიყავი ამ დროს, მაგრამ გაკვეთილებს პატიოსნად ვატარებდი დისტანციური სწავლებით :)

შტეფან ცვაიგი

Posted by rusagonashvili@gmail.com

ცუდად ყოფნის პერიოდში ასე ვუხსნიდი გაკვეთილებს ჩემს მოსწავლეებს :) მგონი, უფრო ყურადღებით ითვისებდნენ ამ სახით მასალას :)

Rusudan Gonashvili selected as a Microsoft Innovative Educator Expert 2015

Posted by rusagonashvili@gmail.com

 Rusudan Gonashvili recognized by Microsoft as global leader in using technology to increase productivity and transform education

Dedoflistskaro, Georgia – Rusudan Gonashvili was selected by Microsoft as a Microsoft Innovative Educator Expert (MIE Expert) for 2015 for her excellence in using technology to help students learn and achieve more – and ultimately succeed in a mobile-first, cloud-first world.


“Being selected as a MIE Expert is an amazing honor, I look forward to continue finding innovative ways to equip students with the proper tools needed to succeed in the new world of work.”
Each year, Microsoft selects MIE Experts to be part of an exclusive global community that is paving the way for their peers to share ideas, try new approaches and learn from each other. This year, Microsoft selected more than 800 thought leaders in innovative learning who possess technology and desire to amplify their reach and voice.
“Microsoft Innovative Educator Experts are inspiring examples of how individuals are using technology to increase students’ productivity and develop the skills needed in the workplace,” said Anthony Salcito, vice president, Worldwide Education, Microsoft Corp. “With an innovative use of mobile and cloud technology, these educators are transforming learning environments and delivering more personalized education to students, allowing them to do more and achieve more.”
MIE Experts work closely with Microsoft to lead innovation in education, build educator capacity for using technology to improve student learning and advocate and share their experiences in how technology improves teaching and learning. In addition, they mentor other educators and help train them in education technologies and Microsoft products and tools.


რუსუდან გონაშვილი შერჩეულია Microsoft-ის ინოვაციურ მასწავლებელ ექსპერტად 2015

რუსუდან გონაშვილი აღიარებულია Microsoft-ის კორპორაციის მიერ მსოფლიო დონის ლიდერად ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო პროცესის ხარისხისა და ტრანსფორმაციის ამაღლების საკითხში. რუსუდან გონაშვილი( დედოფლისწყარო, საქართველო) არჩეულია Microsoft- ის მიერ, როგორც 2015 წლის Microsoft ინოვატორი მასწავლებელი ექსპერტი (MIE ექსპერტი) რათა დაეხმაროს მოსწავლეებს ისწავლონ და მიაღწიონ უფრო მეტს და საბოლოო ჯამში - წარმატებასა და აღიარებას.

ყოველწლიურად მაიქროსოფტი ირჩევს ექსპერტებს, იმისთვის რომ ისინი გახდნენ ექსკლუზიური გლობალური გაერთიანების მონაწილეები (შემადგენლები), რომლებიც ეძებენ ინოვაციურ გზებს, იდეებს იმისთვის, რომ სწავლების პროცესი და ხარისხი აამაღლონ. ამ წელს მაიქროსოფტმა შეარჩია ინოვაციური სწავლების 800-ზე მეტი ლიდერი, რომლებიც ფლობენ ტექნოლოგიებს და აქვთ სურვილი და ნება თავისი მაგალითით ზეგავლენა მოახდინონ სწავლების პროცესზე.