Posted by
rusagonashvili@gmail.com
Ярлыки:
ინტერაქტიული მეთოდები,
ქეის-ტექნოლოგია
ეს მეთოდი ჩემთვისაც ცოტა ახალია. ამიტომ სიამოვნებით მივიღებ რჩევებსა და შენიშვნებს გამოცდილი ადამიანებისაგან :) მასალა ვთარგმნე ინგლისურენოვანი საიტიდან, ასევე გამოვიყენე ქუთაისის უნივერსიტეტის რესურსი, რომელიც ინტერნეტში ვნახე და ძალიან დამეხმარა.
Posted by
rusagonashvili@gmail.com
არ ვაპირებდი განმარტების დაწერას და მხოლოდ რესურსის დადება მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ შევცვალე გადაწყვეტილება :)
რვა წლის შემდეგ პირველად შევედი მეხუთე კლასში და მგონია, იმათზე დაბნეული მე ვარ. ნამდვილად სხვა თაობაა და სხვა მოთხოვნები აქვთ, არაფერი მეჩვენება, არაფერს ვიგონებ, არაფერს ვამატებ. არ აკმაყოფილებთ წიგნი ან საერთოდაც არ უნდათ წიგნი და კომპიუტერში ურჩევნიათ რამის გაკეთება, არ უყვართ წერა, ბევრ შეცდომას უშვებენ წერისას, მაგრამ უშეცდომოდ და სწრაფად ბეჭდავენ ნებისმიერი სახისა და შინაარსის ტექსტს კომპიუტერზე, ყოველდღე დაწყებითებში მიცემული ბუკებით მოდიან და მთხოვენ გაკვეთილის ტექსტთან დაკავშირებული სასწავლო თამაშების ჩაწერას, არ აინტერესებთ, შემიძლია ამ თამაშების გაკეთება თუ არ შემიძლია :)
... არავის არაფერს ვაბრალებ, მაგრამ ძალიან უჭირთ კითხვა, არ იციან სასვენი ნიშნების სათანადოდ ხმარება და ქართულთან დაკავშირებული კიდევ უამრავი პრობლემა მაქვს, თანაც 33 ბავშვია კლასში, ამიტომაც ტექნოლოგიები ჩემი მშველელია, მათი ინტერესებისა და ჩემი მიზნების :) ჰარმონიული შერწყმის შედეგად, ვფიქრობ, მეც და მოსწავლეებიც მოგებულები დავრჩებით.
ეს კრებულიც ამ პრობლემების მოსაგვარებლადაა შექმნილი. ნახეთ, შეაფასეთ, თუ მოგეწონებათ, გამოიყენეთ და შთაბეჭდილებები გამიზიარეთ.
Posted by
rusagonashvili@gmail.com
Ярлыки:
ენა,
რესურსი
Posted by
rusagonashvili@gmail.com
Ярлыки:
გაკვეთილი,
თამაში,
ლიტერატურა,
რესურსი
პირველად გავაკეთე ამგვარი რესურსი, რომელიც მე მომწონს და ვფიქრობ, რომ დაეხმარება ჩემს მომავალ მეხუთეკლასელებს მასალის ათვისებაში. ფაქტიურად ელექტრონული წიგნია ერთი ნაწარმოებისა და ავტორის შესახებ თავისი დამხმარე მასალით :)
Posted by
rusagonashvili@gmail.com
Ярлыки:
certificate,
microsoft,
mieexspert
Congratulations! In recognition of your work for educators and your reputation for training excellence, Microsoft awards you the Microsoft Innovative Educator Master Trainer Certificate (MIE Master Trainer Certificate).As a MIE Master Trainer you are part of a community of outstanding trainers who are well respected in the educator community... Thank you for your continued support and efforts towards training educators in the value of technology and Microsoft software, services, and devices in Education. Your contributions are very important to Microsoft as well as to the entire education community.
ასეთი რამ წერია დაახლოებით: გილოცავთ! სწავლების პროცესის სრულყოფისათვის და პედაგოგებთან გაწეული მუშაობისათვის მაიქროსოფტი გაჯილდოებთ ამ სერტიფიკატით. როგორც მაიქროსოფტ ინოვატორ მასწავლებელი და მასტერ ტრენერი, თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ საუკეთესო ტრენერთაგან, რომლებიც სარგებლობენ უდიდესი ავტორიტეტით... დიდი მადლობა თქვენ დახმარებისა და დაუღალავი შრომისათვის, რომელსაც იჩენთ მასწავლებლების ტექნოლოგიებითა და მაიქროსოფტის პროგრამებით სწავლების პროცესში. თქვენი შრომა მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და მთელი საგანმანათლებლო საზოგადოებისთვისაც
Posted by
rusagonashvili@gmail.com
Ярлыки:
რესურსი
Posted by
rusagonashvili@gmail.com
"დღეს ლიტერატურის სწავლების ერთ-ერთ თანამედროვე მეთოდად მიჩნეულია მულტიმედიური ლიტერატურული პროექტების შექმნა, რომელიც მოიცავს როგორც სიღრმისეულ ლიტთეორიულ ანალიზს, ასევე ინტერნეტისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. პროექტით სწავლების მეთოდიკა გულისხმობს მოსწავლეთა გუნდურ მუშაობას მასწავლებლის ხელმძღვანელობით, რომლის ფუნქციაც დახმარებაა, რის შედეგადაც იზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა და საგანმანათლებლო პროცესი უფრო დემოკრატიული ხდება. ამ სახით მოსწავლეები ერთობლივად მუშაობენ და სწავლობენ საქმიან შემოქმედებით ურთიერთობებს. ლიტერატურული მულტიმედიური პროექტის შექმნისას კონსულტანტის როლში შეიძლება იყოს ორი მასწავლებელი: მეტყველებისა და ისტ-ის პედაგოგი, ვინაიდან თავად საპროექტო მუშაობა ამ დისციპლინების ინტეგრაციას მოითხოვს..."
Posted by
rusagonashvili@gmail.com
Ярлыки:
თამაში,
რესურსი,
სავარჯიშო
ეს სახალისო-შემეცნებით სავარჯიშო პატარებისთვის გავაკეთე იმ მიზნით, რომ სწავლის პროცესი უფრო გავუადვილო და გავუხალისო. ვფიქრობ, ბევრი უნარის გამომუშავებაში დაეხმარებათ ეს რესურსი. მაგალითად: ყურადღების კონცენტრირებაში, მეხსიერების გავარჯიშებაში, ფერების ამოცნობაში, სიტყვათა მარაგის შევსებაში, სიტყვების გააზრებაში, ფიქრსა და ანალიზში... მცირედი მოდიფიკაციით, შესაძლებელია, დაწყებითების მასწავლებლებმა ასო-ბგერების შესწავლისასაც გამოიყენონ. იმედია, მოგეწონებათ!