დიახ, მასწავლებელია მთავარი ცოდნის გადაცემისას. მასწავლებელი აწყობს და გეგმავს გაკვეთილს ისე, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა ბავშვის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, თითოეული მოსწავლის უნარსა და ჩვევაზე იყოს მორგებული გაკვეთილზე ნათქვამი ყველა სიტყვა, გამოყენებული მეთოდი და აქტივობა. მასწავლებელი ითვალისწინებს ამ ყველაფერს და არა-ტექნოლოგია. გამოცდილ, რისკიან და ნოვატორ-კრეატიულ მასწავლებლზეა დამოკიდებული ტექნოლოგიებით გამდიდრებულისაც და ჩვეულებრივი ტრადიციული მეთოდით ჩატარებული გაკვეთილის შედეგიანობა და ავკარგიანობა. არაერთხელ აღმინიშნავს და ახლაც ვამბობ, რომ მიზნების მიღწევაში ძალიან მეხმარება საგანმანათლებლო პროგრამები. ამჯერად შემოგთავაზებთ Sway-ს დახმარებით ჩატარებული გაკვეთილის ფოტო მიმოხილვას და დავდებ მოსწავლეების მიერ შექმნილ ტრიოლეტებს. მე და ჩემი მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები დავრჩით ამ გაკვეთილით: ვალერიან გაფრინდაშვილსაც გავეცანით, მის "სანტიმენტალურ ტრიოლეტსაც" და თავადაც ვეცადეთ შეგვექმნა ჩვენი "შედევრები" და მიგვეღო ერთგვარი ესთეტიკური სიამოვნება ერთმანეთის ლექსების მოსმენით.
ახლა კი ბავშვების ტრიოლეტებსაც შემოგთავაზებთ
***
წლები მირბიან
მარიამ ყველაშვილი
წლები მირბიან დაუნდობლად ლურჯა ცხენივით,
თმებში ჭაღარაც მოიპარა ხარბად, მალულად,
ალბათ, დაჭკნება ეს ცხოვრებაც ნაზი ვარდივით,
წლები მირბიან დაუნდობლად ლურჯა ცხენივით.
მოვალთ, ვიცოცხლებთ და მერე ვდნებით ვითარცა თოვლი
და ამ სიცოცხლის მარდი წლები არ დაბრუნდება.
წლები მირბიან დაუნდობლად ლურჯა ცხენივით,
თმებში ჭაღარაც მოიპარა ხარბად, მალულად.
***
მოვილტვი შენკენ
აქსანა ზოროღლიანი
მოვილტვი შენკენ ვითა მზის სხივი ნათელი,
ვიცქერი ცისკენ და ვფიქრობ: როგორ გავძელი?!
მივდივარ მთისკენ, როგორც არწივი ბრჭყალგრძელი
მოვილტვი შენკენ ვითა მზის სხივი ნათელი.
ბინდია ჩემკენ... უშენოდ ბნელია ცხოვრება მთელი,
მივაღწევ მიზანს, მჯერა რომ მოხვალ და გელი!
მოვილტვი შენკენ ვითა მზის სხივი ნათელი,
ვიცქერი ცისკენ და ვფიქრობ: როგორ გავძელი?!
***
სიყვარული გაზაფხულზე
ანა თითილოკაშვილი
ამ გაზაფხულის ნათელი მზე და ლურჯი ცა,
ახლა ვიგრძენი, რომუშენობა ძლიერ მომბეზრდა...
კვლავ მარტის წვიმის და ჩემი ცრემლის გუბე დგას
ამ გაზაფხულის ნათელი მზე და ლურჯი ცა.
სიგიჟემ მარტის თეთრად დაფარა მწვერვალი, მთა
შემომერია ჭაღარა, ჩემი შენდამი სიყვარულიც მობერდა.
ამ გაზაფხულის ნათელი მზე და ლურჯი ცა,
ახლა ვიგრძენი, რომუშენობა ძლიერ მომბეზრდა...
***
ნათია ბურდული
ყველაფერი ძველი ჩაბარდა წარსულს...
ყველა შემოდგომა უკვალოდ მიილია...
დარჩა მარტოობის მძიმე აღსასრული...
განჩენსაც თვითონ გამოიტან.
ყველა შემოდგომა უკვალოდ მიილია...
სიყვარული სევდად გადაიქცა...
ყველაფერი ძველი ჩაბარდა წარსულს...
ყველა შემოდგომა უკვალოდ მიილია...
გაზაფხული უშენოდ
ნინო ბუაძე
თავს მაღლა ვწევ და მივდივარ უსიტყვოდ
ცას რა უნდა? ბურთებს ისვრის უსიტყვოდ...
ვის უნახავს კარგი კაცი უმტეროდ?!
თავს მაღლა ვწევ და მივდივარ უსიტყვოდ...
ცისარტყელა ჩნდება, მაგრამ უფეროდ...
მე რად მინდა გაზაფხული უშენოდ?!
თავს მაღლა ვწევ და მივდივარ უსიტყვოდ
ცას რა უნდა? ბურთებს ისვრის უსიტყვოდ...
***
ჯარისკაცი
ნინო გურაშვილი
ჯარისკაცი მიდიოდა ომში,
დედის სევდა გაიფანტა დროში...
გმირის იყო ნაკვალევი თოვლში
ჯარისკაცი მიდიოდა ომში...
მეომრები არ დაინდო ტყვიამ,
დაჭრილები აქა-იქა ყრია...
ჯარისკაცი მიდიოდა ომში,
დედის სევდა გაიფანტა დროში...
***
შემოდგომა
ელენე აფციაური
შემოდგომის საღამოა მშვიდი,
მე კი ისევ ძველებურად ვიცდი...
არ მასვენებს შენზე მწარე ფიქრი
შემოდგომის საღამოა მშვიდი...
მზის ნატელის მომეპარა სხივი
მერცხალივით რატომ გამიფრინდი?
შემოდგომის საღამოა მშვიდი,
მე კი ისევ ძველებურად ვიცდი...
***
ეს არაა ტრიოლეტი, მაგრამ მაინც ვწერ :)
თორნიკე აფციაური
თოვლი მოვიდა... დიდი თოვლი მოვიდა გუშინ.
გადაათეთრა ჩემი ეზო თოვლმა მთლიანად...
არ ვიდარდებდი თოვლის მოსვლას არც ერთი წუთით,
ბუჩქის ქვეშ გუშინ ყვავილები რომ არ მენახა...
იქნებ არცა ღირს ენძელების დარდით რომ ვკვდები?!
იქნებ არც სცივათ და არ დარდობენ თოვლის სიმძიმეს?!
იქნებ სძინავთ და თოვლის თბილი საბნით ჩამთბარებს
გაზაფხულის დღე ესიზმრებათ და ეღიმებათ?!
9 коммент.:
me yvelaze metad es bolo momewona, rusa,:თოვლი მოვიდა... დიდი თოვლი მოვიდა გუშინ.
გადაათეთრა ჩემი ეზო თოვლმა მთლიანად...
არ ვიდარდებდი თოვლის მოსვლას არც ერთი წუთით,
ბუჩქის ქვეშ გუშინ ყვავილები რომ არ მენახა...
იქნებ არცა ღირს ენძელების დარდით რომ ვკვდები?!
იქნებ არც სცივათ და არ დარდობენ თოვლის სიმძიმეს?!
იქნებ სძინავთ და თოვლის თბილი საბნით ჩამთბარებს
გაზაფხულის დღე ესიზმრებათ და ეღიმებათ?!-martla visiamovne.. ყოჩაღ თორნიკეს, წარმატებები...წავიღებ,ოკ?
უნიჭიერესი მასწავლებლის არაჩვეულებრივი ბავშვები! ტრიოლეტებიც მომეწონა და ბოლო ლექსიც.
როგორც - ყოველთვის, საინტერესოა, მადლობა!
<3
ინგა,სალომე,დიდი მადლობა!
მადლობა, სალომე!
რატომ არ მიკვირს, რუსა? ორიგინალური მასწავლებლის ხელწერაა ასახული უსაყვარლესი ბავშვების ნამუშევრებში <3 წარმატებები, თქვენ! <3
როგორ მომეწონა თორნიკეს ლექსი! სწორედ ასეთი მგრძნობიარე უნდა იყოს თქვენი მოსწავლე, ასეთი ფაქიზი სულის... ალბათ, შეიძლება, ლექსი წავიღო...
მადლობა, გოგოებო! წაიღეთ :)
Отправить комментарий