დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან გონაშვილი

რატომ მინდა ვიყო მასწავლებელი?

Posted by rusagonashvili@gmail.com Ярлыки:


"რატომ მინდა ვიყო მასწავლებელი?" ჩვენ ყველას გვაქვს „ გადაწვის“ საშიშროება. დიდი დრო სჭირდება ახალი სტრატეგიის მოძებნას, რომელიც მოსწავლეს წარმატების მიღწევაში დაეხმარება, ამის გაკეთება სულ უფრო და უფრო რთული ხდება, ვეთანხმები იმ აზრს, რომ დღევანდელი მოსწავლეები უფრო რთულები არიან და არ აქვთ ისეთი პასუხიმგებლობის გრძნობა, როგორიც ადრე. რა თქმა უნდა, მასწავლებელთა ანაზღაურებაც არაადეკვატურია. ყოველივე ამის ფონზე, მინდა, გკითხოთ: ღირს მასწავლებლობა?
გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელიც დაგეხმარებათ დაიცვათ თავი გადაღლისგან, იყოთ უფრო აქტიურები და უყოყმანოდ უპასუხოთ კითხვას: კი, ნამდვილად ღირს!

ნაბიჯი #1) გაერთეთ ყოველდღიურად თქვენს მოსწავლეებთან ერთად.
გაუზიარეთ ხუმრობები, მოკლე ისტორიები, თავსატეხები და ა.შ. ეს გააღვივებს ინტერესს თქვენ მიმართ და დღე უფრო საინტერესოდ ჩაივლის.
ნაბიჯი #2) იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე ვინაიდან თქვენი ფიზიკური მდგომარეობა გავლენას ახდენს თქვენს ემოციურობაზე, არასოდეს დაინანოთ დრო თქვენი ჯანმრთელობისთვის....
ნაბიჯი #3) ისწავლეთ რაღაც ახალი და გაუზიარეთ ეს თქვენს მოსწავლეებს
ნაბიჯი #4) დაეხმარეთ კიდევ ერთ მასწავლებელს. გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება დამწყებ მასწავლებლებს პირისპირ ან ინერნეტით აწარმოეთ ბლოგი, მოამზადეთ სემინარი, იყავი მენტორი...
ნაბიჯი #5) მოაწყეთ ვინმეს დღე მოიწვიეთ მშობელი და უთხარით მათ, თუ რამდენად კარგია მისი შვილი, მადლობა მოუხადეთ მონდომებულ მოსწავლეს, ადმინისტრაციას, კოლეგას გაწეული სამუშაოსთვის და გულისხმიერებისთვის, დაასჩუქრეთ...
ნაბიჯი #6) იყავით ხალისიანი და მომღიმარი
ნაბიჯი #7) გახდით მკვლევარი და მეცნიერი. გამოსცადეთ ახალი სტრატეგია და გახდით ექსპერტი . დაიხმარეთ თქვენი მოსწავლეები შექმენით საკონტროლო ჯგუფი და ექსპერიმენტული ჯგუფი. განიხილეთ თქვენი შედეგები კრებაზე ან კონფერენციაზე. იზეიმეთ წარმატება.
ნაბიჯი #8) ვეძებოთ დადებითი
ნაბიჯი #9) ცვლილებები, “ რემონტი“ შეცვალეთ დაფები, გადაადგილეთ მერხები, შეცვალეთ განათება…
ნაბიჯი #10) უფრო მეტად ენდეთ მოსწავლეებს. აგრძნობინეთ მოსწავლეებს, რომ ენდობით და მიეცით შანსი, მოიპოვონ თქვენი ნდობა, გამოიყენეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლება, შეფასების სქემები..
როგორც ჩანს, უფრო ადვილია მოხვედრა პესიმიზმის ხაფანგში, მაგრამ არჩევანი ჩვენზეა...
დედანი შეგიძლიათ ნახოთ ამ მისამართზე Ben Johnson'sBlog კიდევ ბევრ საინტერესოს ნახავთ აქ

0 коммент.:

Отправить комментарий