დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან გონაშვილი

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია

Posted by rusagonashvili@gmail.com Ярлыки:

2014 წლის 21-23 ნოენბერს თბილისში, ქორთიარდ მარიოტში ჩატარდა საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია , რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციტივით და ინტელის, მაიკროსოფტის, იუ-ჯი-თისა და ეისერის მხარდაჭერით მოეწყო, რომლის მიზანია ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, ტექნლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობა/გაზიარება მასწავლებლების, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.
კონფერენციაზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
• საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში;
• საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციები და განპირობებული ცვლილებები;
• საკლასო ოთახში არსებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრის გზები.
კონფერენციის ფარგლებში მოეწყო ტექნოლოგიების გამოფენა და პრაქტიკული აქტივობები სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფების დემონსტრირების მიზნით. მონაწილეები გაეცვნენ ტექნოლოგიებს, რომლის გამოყენებაც წარმატებით შეიძლება საგანმანათლებლო პროცესში, ხოლო მეორეს მხრივ მონაწილეებისგან მიიღეს ინფორმაცია თუ რა საჭიროებები არსებობს საკლასო ოთახში და როგორ შეიძლება მათ გადასაჭრელად ტექნოლოგიების გამოყენება.
 ამ კონფერენციაზე მეც ვიღებდი მონაწილეობას მომხსენებლად. ჩემი პრეზენტაციის თემა იყო: “სწრაფი კითხვის უნარის განმავითარებელი ტრენაჟორი”.  ბევრი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მივიღე ამ კონფერენციის წყალობით და ვფიქრობ, მეც საინტერესოდ წარვდექი მსმენელების წინაშე. გთავაზობთ კონფერენციის ამსახველ სლაიდშოუსა და ჩემი პრეზენტაციის ვიდეო ნაწყვეტს.

0 коммент.:

Отправить комментарий