დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან გონაშვილი

Question Writer

Posted by rusagonashvili@gmail.com

მე ძალიან მომეწონა ეს ვებ-გვერდი და გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამეზიარებინა :) ამ "კითხვების დამწერის"(question writer) საშუალებით მასწავლებლებს შესაძლებლობა გვეძლევა, მარტივად და მცირე დროში შევქმნათ სრულყოფილი და საინტერესო ტესტები მოსწავლეებისათვის და ტესტირების დასრულებისთანავე ვნახოთ შედეგები ჩვენც და მოწაფეებმაც. ტესტირება  შესაძლებელია როგრორც ოფლაინ, ისე ონლაინ( ანუ შესაძლებელია კომპიუტერში გქონდეთ შექმნილი ტესტები და ინტერნეტის გარეშე შეასრულებინოთ დავალება ბავშვებს ან ვებ -გვერდზე ატვირთულ ტესტებთან იმუშაონ მოსწავლეებმა). პროგრამა საშუალებას გაძლევთ შუზღუდავი რაოდენობის ტესტების შექმნის, აქ არის 8 სხვადასხვა კითხვის დასმის რეჟიმი, შესაძლებელია ტესტებისთვის ფონის შეცვლა, შესაძლებელია შედეგების ნახვა ონლაინ ან  ამობეჭდილი სახით ექსელის ცხრილით ფოსტაზე გაგზავნა. ვებ - გვერდი მდებარეობს ამ მისამართზე:  http://www.questionwriter.com/  საიდანაც უნდა ჩამოქაჩოთ ეს პროგრამა. 
საჩვენებლად გთავაზობთ სახელდახელოდ შექმნილ ტესტს (გაითვალისწინეთ, არანაირი აკადემიურ-შემეცნებითი დანიშნულება ამ კონკრეტულ ტესტს არ აქვს, ის მხოლოდ საჩვენებლად არის შექმნილი). მე ყველა ტიპის კითხვა არ მაქვს გამოყენებული, თქვენ შეგიძლიათ, უფრო მრავალფეროვანი დავალებები შესთავაზოთ მოსწავლეებს.
იმედია, მოგეწონებათ და გამოიყენებთ პროგრამას!
 ტესტის ნახვა შეგიძლიათ ამ მისამართზე

2 коммент.:

  1. ბელა ქემოკლიძე
    Этот комментарий был удален автором.
  1. მზია პირველი/Mzia Pirveli

    რუსა, ვნახე, დავაინსტალირე და გავაკეთე რამოდენიმე ტესტი. ნამდვილად ადვილად გამოყენებადი და საინტერესო რესურსია! მადლობა!

Отправить комментарий