დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან გონაშვილი

ექვსკუთხოვანი სწავლების გამოყენაბა კატეგორიზაციის, კავშირებისა და პრიორიტეტების დასადგენად

Posted by rusagonashvili@gmail.com


ექვსკუთხედების გენერატორი

სწავლება ექვსკუთხედების მეთოდით მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მონახონ საგნებსა და ფაქტებს შორის კავშირები. ამ მეთოდის გამოყენებით მოსწავლეები უკეთ ერკვევიან კლასიფიკაციაში და ფაქტებისა და ფაქტორების შჯერება-შედარება-შეერთების გზით, უფრო გააზრებულად ეუფლებიან ცოდნას.

როგორ გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტი?

გენერატორში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი ფრაზები,  ტექსტი (მაქსიმუმ 30 სიტყვა და  ყველა ახალი ფრაზა, ტექსტი ახალ ხაზზე)
და დააჭირეთ ღილაკს „submit“, რათა მიიღოთ თქვენი ექვსკუთხედები. გენერატორი მყისიერად გამოგიგზავნით შეკვეთილ ექვსკუთხედებს ვორდის ფაილის სახით კომპიუტერზე.


სურათზე ნაჩვენებია გაკვეთილის პროცესი, სადაც მოსწავლეებს შეთავაზებული ჰქონდათ 18 ისტორიკოსის შეხედულება პირველი ომის დაწყების მიზეზებზე. მათ ევალებოდათ, რომ ჯგუფებში შეესწავლათ ეს შეხედულებები გულდასმით, ეკამათათ, ემსჯელათ, გამოეთქვათ აზრები, გამოეტანათ დასკვნები და ამ დასკვნებზე დაყრდნობით , მოენახათ კავშირი, კონცეფცია,საერთო ამ შეხედულებებისთვის და ამის მიხედვით დაეწებებინათ ეს ექვსკუთხედები ქაღალდზე. გვერდზე ამ ექვსკუთხედებს უწერდნენ, თუ რატომ ააწყეს და დაალაგეს ამ თანმიმდევრობით ეს აზრები. შემდეგ იმართება კლასში საერთო დისკუსია.



გენერატორი შექმნილია ისტორიის მასწავლებლის მიერ ისტორიის გაკვეთილზე გამოსაყენებლად, მაგრამ, ვფიქრობ, ფილოლოგებიც მშვენივრად გამოვიყენებთ. :)
პ.ს. მეთოდი ვთარგმნე პერსონალურად მოხეტიალე ისტორიკოსისთვის :) :)

3 коммент.:

  1. ekatskhadaia

    ჩვენ უფრო გამოვიყენებთ, ნამდვილად :) <3

  1. ნინო აბულაძე (ისტორიის მასწავლებელი)

    გმადლობ, რუსა , ვიწყებ გამოყენებას

  1. rusagonashvili@gmail.com

    თქვენ რომ გამოიყენებთ, კი ვიცი, ახლა მეც ვიყენებ მაგ აქტივობას ერთი გაკვეთილისთვის :)

Отправить комментарий