მე ძალიან მომეწონა ეს ვებ-გვერდი და გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამეზიარებინა :) ამ "კითხვების დამწერის"(question writer) საშუალებით მასწავლებლებს შესაძლებლობა გვეძლევა, მარტივად და მცირე დროში შევქმნათ სრულყოფილი და საინტერესო ტესტები მოსწავლეებისათვის და ტესტირების დასრულებისთანავე ვნახოთ შედეგები ჩვენც და მოწაფეებმაც. ტესტირება შესაძლებელია როგრორც ოფლაინ, ისე ონლაინ( ანუ შესაძლებელია კომპიუტერში გქონდეთ შექმნილი ტესტები და ინტერნეტის გარეშე შეასრულებინოთ დავალება ბავშვებს ან ვებ -გვერდზე ატვირთულ ტესტებთან იმუშაონ მოსწავლეებმა). პროგრამა საშუალებას გაძლევთ შუზღუდავი რაოდენობის ტესტების შექმნის, აქ არის 8 სხვადასხვა კითხვის დასმის რეჟიმი, შესაძლებელია ტესტებისთვის ფონის შეცვლა, შესაძლებელია შედეგების ნახვა ონლაინ ან ამობეჭდილი სახით ექსელის ცხრილით ფოსტაზე გაგზავნა. ვებ - გვერდი მდებარეობს ამ მისამართზე: http://www.questionwriter.com/ საიდანაც უნდა ჩამოქაჩოთ ეს პროგრამა.
საჩვენებლად გთავაზობთ სახელდახელოდ შექმნილ ტესტს (გაითვალისწინეთ, არანაირი აკადემიურ-შემეცნებითი დანიშნულება ამ კონკრეტულ ტესტს არ აქვს, ის მხოლოდ საჩვენებლად არის შექმნილი). მე ყველა ტიპის კითხვა არ მაქვს გამოყენებული, თქვენ შეგიძლიათ, უფრო მრავალფეროვანი დავალებები შესთავაზოთ მოსწავლეებს.
იმედია, მოგეწონებათ და გამოიყენებთ პროგრამას!
მყისიერ უკუკავშირზე დაფუძნებული ეს რესურსი გათვალისწინებულია ზეპირი ცოცხალი თამაშისთვის. თამაში შეუძლია 10 ჯგუფს ან 10 მოსწავლეს. მოთამაშე ირჩევს რიცხვს, ეცნობა კითხვას და პასუხობს. გამარჯვებულია ის ჯგუფი (ან მოსწავლე), რომელიც უფრო სწრაფად და ზუსტად უპასუხებს. თქვენ უნდა გააზიაროთ თამაშის ბმული და მოიწვიოთ მოთამაშეები. მწვანე ჩანართის საშუალებით მოსწავლე იღებს კოდს, მეორე ჩანართის საშუალებით - უერთდება თამაშს.
ეს კი თამაშის ბმული: ვინ უკეთ იცის ლიტერატურა?
დღევანდელი თაობა რომ კომპიუტერსა და ელექტრონულ თამაშებს არის მიჯაჭვული, ყველას კარგად მოგეხსენებათ, ამიტომ მასწავლებლებს ათასი ხრიკისა და აქტივობის მოგონება გვიწევს, რათა მათი ეს გატაცება სასწავლო დანიშნულებით გამოვიყენოთ. ეს თამაშიც ამის მცდელობაა. თამაშში 10 კითხვაა, სწორად გაცემული პირველი პასუხის შემდეგ, იწყება ნამდვილი კომპიუტერული თამაში, მისიის შეუსრულებლობისა და დამარცხების შემთხვევაში, მოსწავლემ კიდევ 3 კითხვას უნდა გასცეს სწორად პასუხი, რომ მიიღოს ბონუს სიცოცხლე და გააგრძელოს თამაში. ამასობაში მასალაც "შემოესწავლება" :) ნახეთ და შეაფასეთ URL: http://www.classtools.net/pac/201601_YfFfU5
ექვსკუთხოვანი სწავლების გამოყენაბა კატეგორიზაციის, კავშირებისა და პრიორიტეტების დასადგენად
Posted by rusagonashvili@gmail.com
ექვსკუთხედების გენერატორი
სწავლება ექვსკუთხედების მეთოდით მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მონახონ საგნებსა და ფაქტებს შორის კავშირები. ამ მეთოდის გამოყენებით მოსწავლეები უკეთ ერკვევიან კლასიფიკაციაში და ფაქტებისა და ფაქტორების შჯერება-შედარება-შეერთების გზით, უფრო გააზრებულად ეუფლებიან ცოდნას.
როგორ გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტი?
გენერატორში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი ფრაზები, ტექსტი (მაქსიმუმ 30 სიტყვა და ყველა ახალი ფრაზა, ტექსტი ახალ ხაზზე)
და დააჭირეთ ღილაკს „submit“, რათა მიიღოთ თქვენი ექვსკუთხედები. გენერატორი მყისიერად გამოგიგზავნით შეკვეთილ ექვსკუთხედებს ვორდის ფაილის სახით კომპიუტერზე.
სურათზე ნაჩვენებია გაკვეთილის პროცესი, სადაც მოსწავლეებს შეთავაზებული ჰქონდათ 18 ისტორიკოსის შეხედულება პირველი ომის დაწყების მიზეზებზე. მათ ევალებოდათ, რომ ჯგუფებში შეესწავლათ ეს შეხედულებები გულდასმით, ეკამათათ, ემსჯელათ, გამოეთქვათ აზრები, გამოეტანათ დასკვნები და ამ დასკვნებზე დაყრდნობით , მოენახათ კავშირი, კონცეფცია,საერთო ამ შეხედულებებისთვის და ამის მიხედვით დაეწებებინათ ეს ექვსკუთხედები ქაღალდზე. გვერდზე ამ ექვსკუთხედებს უწერდნენ, თუ რატომ ააწყეს და დაალაგეს ამ თანმიმდევრობით ეს აზრები. შემდეგ იმართება კლასში საერთო დისკუსია.
პ.ს. მეთოდი ვთარგმნე პერსონალურად მოხეტიალე ისტორიკოსისთვის :) :)
ეს მეთოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ მოსწავლეთა სიტყვიერი შეფასების დროს.
რატომ ჰქვია ამ მეთოდს ასე?
სენდვიჩი შედგება ორი პურის ნაჭრისა და შუაში განთავსებული ხორცისაგან. კომენტარის აგებულებაც ასეთივე უნდა იყოს. (შეგვიძლია, სხვაგვარად "2+1", მეთოდი ვუწოდოთ, სადაც 2 –კომპლიმენტი, ქებაა, ხოლო 1– რჩევა, შენიშვნა), შეგვიძლია "2+2" გამოვიყენოთ, როგორც ჩემს სურათზეა ნაჩვენები
პური = კომენტარის გაკეთებისას პირველ რიგში უნდა ვუთხრათ დადებითი შეფასება, კომპლიმენტი,
ხორცი = შემდეგ მოვაყოლოთ რჩევა, შენიშვნა, კრიტიკა,
პური = დაბოლოს, – ისევ კომპლიმენტი.
მაგალითად, მოსწავლის თხზულების წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეს: "ყოჩაღ, რომ გაგახსენდა და დავალება შეასრულე, (პური). თუმცა რამდენიმე საკითხის გამეორება მოგიწევს (ხორცი) და პირველ რიგში , ეს შეეხება შემასმენლისა და ქვემდებარის შეთანხმებას რიცხვში (ხორცი). ასევე, გაიმეორე რიცხვში მონაცვლე ზმნა (ხორცი) საინტერესო მოსაზრებები გაქვს თხზულებაში (პური)"

ამავე მეთოდით შეფასების გაკეთება შეგიძლიათ, დაავალოთ მოსწავლეებსაც. ამისთვის კი უნდა განუმარტოთ შეფასების სტრუქტურა. დაუხატეთ დაფაზე სენდვიჩი და აუხსენით, რომელი ნაწილი რას მიანიშნებს.
სწავლების ინერაქტიული მეთოდები. დებრიფინგი. ქეის-ტექნოლოგია
Posted by rusagonashvili@gmail.com Ярлыки: ინტერაქტიული მეთოდები, ქეის-ტექნოლოგია
ეს მეთოდი ჩემთვისაც ცოტა ახალია. ამიტომ სიამოვნებით მივიღებ რჩევებსა და შენიშვნებს გამოცდილი ადამიანებისაგან :) მასალა ვთარგმნე ინგლისურენოვანი საიტიდან, ასევე გამოვიყენე ქუთაისის უნივერსიტეტის რესურსი, რომელიც ინტერნეტში ვნახე და ძალიან დამეხმარა.
სახალისო გრამატიკული თავსატეხებისა და სავარჯიშოების ელექტრონული კრებული
Posted by rusagonashvili@gmail.com
არ ვაპირებდი განმარტების დაწერას და მხოლოდ რესურსის დადება მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ შევცვალე გადაწყვეტილება :)
რვა წლის შემდეგ პირველად შევედი მეხუთე კლასში და მგონია, იმათზე დაბნეული მე ვარ. ნამდვილად სხვა თაობაა და სხვა მოთხოვნები აქვთ, არაფერი მეჩვენება, არაფერს ვიგონებ, არაფერს ვამატებ. არ აკმაყოფილებთ წიგნი ან საერთოდაც არ უნდათ წიგნი და კომპიუტერში ურჩევნიათ რამის გაკეთება, არ უყვართ წერა, ბევრ შეცდომას უშვებენ წერისას, მაგრამ უშეცდომოდ და სწრაფად ბეჭდავენ ნებისმიერი სახისა და შინაარსის ტექსტს კომპიუტერზე, ყოველდღე დაწყებითებში მიცემული ბუკებით მოდიან და მთხოვენ გაკვეთილის ტექსტთან დაკავშირებული სასწავლო თამაშების ჩაწერას, არ აინტერესებთ, შემიძლია ამ თამაშების გაკეთება თუ არ შემიძლია :)
... არავის არაფერს ვაბრალებ, მაგრამ ძალიან უჭირთ კითხვა, არ იციან სასვენი ნიშნების სათანადოდ ხმარება და ქართულთან დაკავშირებული კიდევ უამრავი პრობლემა მაქვს, თანაც 33 ბავშვია კლასში, ამიტომაც ტექნოლოგიები ჩემი მშველელია, მათი ინტერესებისა და ჩემი მიზნების :) ჰარმონიული შერწყმის შედეგად, ვფიქრობ, მეც და მოსწავლეებიც მოგებულები დავრჩებით.
ეს კრებულიც ამ პრობლემების მოსაგვარებლადაა შექმნილი. ნახეთ, შეაფასეთ, თუ მოგეწონებათ, გამოიყენეთ და შთაბეჭდილებები გამიზიარეთ.

რეალიზმი, როგორც ხელოვნებისა და ლიტერატურის მიმდინარეობა
Posted by rusagonashvili@gmail.com Ярлыки: გაკვეთილი, დამხმარე რესურსები, ლიტერატურაცოდნის შესამოწმებელი ელექტრონული ტრენაჟორი
Posted by rusagonashvili@gmail.com Ярлыки: ენა, რესურსი, ტრენაჟორი
Подписаться на:
Сообщения (Atom)