ექვსკუთხოვანი სწავლების გამოყენაბა კატეგორიზაციის, კავშირებისა და პრიორიტეტების დასადგენად
Posted by
ექვსკუთხედების გენერატორი
სწავლება ექვსკუთხედების მეთოდით მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მონახონ საგნებსა და ფაქტებს შორის კავშირები. ამ მეთოდის გამოყენებით მოსწავლეები უკეთ ერკვევიან კლასიფიკაციაში და ფაქტებისა და ფაქტორების შჯერება-შედარება-შეერთების გზით, უფრო გააზრებულად ეუფლებიან ცოდნას.
როგორ გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტი?
გენერატორში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი ფრაზები, ტექსტი (მაქსიმუმ 30 სიტყვა და ყველა ახალი ფრაზა, ტექსტი ახალ ხაზზე)
და დააჭირეთ ღილაკს „submit“, რათა მიიღოთ თქვენი ექვსკუთხედები. გენერატორი მყისიერად გამოგიგზავნით შეკვეთილ ექვსკუთხედებს ვორდის ფაილის სახით კომპიუტერზე.
სურათზე ნაჩვენებია გაკვეთილის პროცესი, სადაც მოსწავლეებს შეთავაზებული ჰქონდათ 18 ისტორიკოსის შეხედულება პირველი ომის დაწყების მიზეზებზე. მათ ევალებოდათ, რომ ჯგუფებში შეესწავლათ ეს შეხედულებები გულდასმით, ეკამათათ, ემსჯელათ, გამოეთქვათ აზრები, გამოეტანათ დასკვნები და ამ დასკვნებზე დაყრდნობით , მოენახათ კავშირი, კონცეფცია,საერთო ამ შეხედულებებისთვის და ამის მიხედვით დაეწებებინათ ეს ექვსკუთხედები ქაღალდზე. გვერდზე ამ ექვსკუთხედებს უწერდნენ, თუ რატომ ააწყეს და დაალაგეს ამ თანმიმდევრობით ეს აზრები. შემდეგ იმართება კლასში საერთო დისკუსია.
პ.ს. მეთოდი ვთარგმნე პერსონალურად მოხეტიალე ისტორიკოსისთვის :) :)
3 коммент.:
ჩვენ უფრო გამოვიყენებთ, ნამდვილად :) <3
გმადლობ, რუსა , ვიწყებ გამოყენებას
თქვენ რომ გამოიყენებთ, კი ვიცი, ახლა მეც ვიყენებ მაგ აქტივობას ერთი გაკვეთილისთვის :)
Отправить комментарий