დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან გონაშვილი

ინოვაციები და თანამშრომლობა განათლებაში — დედოფლისწყაროს კონფერენცია

Posted by rusagonashvili@gmail.com

2024 წლის 7 ივნისს, დედოფლისწყაროში, მენტორი მასწავლებლების ინიციატივითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, გაიმართა მუნიციპალური ინტერდისციპლინური კონფერენცია „სასკოლო განათლება — გამოწვევები და ინოვაციები“.

კონფერენციამ გააერთიანა მასწავლებლები და მოსწავლეები ერთ სივრცეში, სადაც ჩაღრმავებული განხილვების, კვლევისა და ინოვაციური იდეების გაზიარების საშუალება მიეცათ ერთმანეთთან. თემატიკა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ინკლუზიური განათლება, პროექტებით სწავლება, კრიტიკული აზროვნება, ინტეგრირებული რესურსები, ლიტერატურა და სოციალური ჩართულობა.

მოხსენებებმა და მოსწავლე-მასწავლებელთა თანამშრომლობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა, საგნობრივი ინტეგრაცია და განათლებისადმი შთაგონებული მიდგომა.

🟠 ამ პროცესში ჩართული ვიყავი, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი, ჩემი მიზანი იყო:
  • თანამშრომლობითი კულტურის გაღრმავების ხელშეწყობა
  • კოლეგების და მოსწავლეების შთაგონება
  • საგანმანათლებლო პროცესის სტრატეგიული დაგეგმვა
  • ინოვაციური და გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლის მხარდაჭერა
  • ადგილობრივი პროფესიული ქსელების გაძლიერება
კონფერენციას თვალსაჩინო შედეგები მოჰყვა: გაძლიერდა სკოლებს შორის ურთიერთობა, დაფასდა მასწავლებელთა გამოცდილება და გამოიკვეთა მოსწავლეების შესაძლებლობები.

მადლობა ჩემს კოლეგებს  თანამშრომლობისთვის და მადლობა დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.






„აბოს გზა“ — როცა ლიტერატურა პასუხისმგებლობის, რწმენისა და თავისუფლების გაკვეთილად იქცევა

Posted by rusagonashvili@gmail.com

საგანმანათლებლო პროცესში ის მომენტებია ყველაზე ძვირფასი, როცა მოსწავლე მხოლოდ კი არ სწავლობს, არამედ იწყებს ფიქრს, კითხვის დასმას, განცდას — და ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება. სწორედ ასე დავასრულეთ „აბოს წამებაზე“ მუშაობა — რუსა მასწავლებლის საავტორო ინტერაქტიული თამაშით, რომელსაც სიმბოლურად „აბოს გზა“ ვუწოდეთ.


🎯 თამაში რამდენიმე სადგურისგან შედგებოდა და თითოეული მათგანი მიზნად ისახავდა განსხვავებული უნარებისა და ღირებულებების გააქტიურებას.

📍 სადგური 1: „ბაღდადის ფურცლები“
მოსწავლეები აბოს როლს ირგებდნენ  და მსჯელობდნენ მის რწმენაზე, გადაწყვეტილებებზე, ოჯახსა და კულტურასთან ურთიერთობაზე. აქ სწავლობდნენ პასუხისმგებლობის აღებას, ინდივიდუალიზმისა და ღირებულებების დაცვას შინაგანი რწმენის საფუძველზე.

📍 სადგური 2: „სასამართლოს დარბაზი“
დაიწყო დიალოგი აბოსა და მსაჯულს შორის. მოსწავლეები იკვლევდნენ სულიერ სიმტკიცეს, მორალურ არჩევანსა და არგუმენტირებულ მსჯელობას. ეს იყო კრიტიკული აზროვნებისა და ემპათიის გაწვრთნის შესანიშნავი საშუალება.

🎨 სადგური 3: „მხატვრის კუთხე“
მოსწავლეებმა სცენები ვიზუალურად გადმოსცეს, რითაც განვითარდა მათი შემოქმედებითი აღქმა და ინტერპრეტაციის უნარი.

✍️ სადგური 4: „პოეტური სული“
მცირე ლექსებით მათ საკუთარი ემოციები გააზიარეს — ეს იყო არა მხოლოდ ენობრივი, არამედ ემოციური ექსპრესიის ვარჯიში.

🪞 სადგური 5: „თანამედროვეობის სარკე“
განხილეს რელიგიურ თავისუფლება, ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები. მოსწავლეებმა ტექსტი და თანამედროვე რეალობა ერთმანეთს დაუკავშირეს — ამან განამტკიცა მათი სოციალური ცნობიერება და აამაღლა პასუხისმგებლობა მოქალაქეობრივ საკითხებზე.

🌱 რა ისწავლეს ამ პროცესში ჩემმა მოსწავლეებმა?
– როგორ გადააქციონ ლიტერატურული ტექსტი ცხოვრებისეულ დიალოგად
– როგორ ჩამოაყალიბონ და დააფიქსირონ საკუთარი აზრი პასუხისმგებლობით
– როგორ მოისმინონ განსხვავებული ხედვები და იმსჯელონ ღირებულებების გარშემო
– როგორ იფიქრონ, იგრძნონ, გამოხატონ და ითანამშრომლონ
– როგორ გაიაზრონ წარსული თანამედროვე პრობლემების ჭრილში

👩‍🏫 ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, ასეთი აქტივობები მიანიშნებს იმ პროფესიულ ძალაზე, რაც ყველაზე მეტად მამოძრავებს:
– ლიტერატურის გადაქცევა ცოცხალ გამოცდილებად
– მოსწავლეებისთვის თვითგამოხატვის სივრცის შექმნა
– პასუხისმგებლობის თანაბარ განაწილებაზე ზრუნვა
– განსხვავებული უნარებისა და ინტელექტების წახალისება
– და რაც მთავარია — ღირებულებების სწავლება არა მორალით, არამედ გამოცდილებით

წიგნები და ტექსტები ცოცხლდებიან მაშინ, როცა მათში ადამიანს აღმოაჩენ — ჩემი მოსწავლეები კი ამას ყოველდღე სწავლობენ. მიყვარს მათი ფიქრის სიღრმე, აზრის გამბედაობა და ერთმანეთის მხარდაჭერა.
და როცა მათ „თამაში“ გამოსდით ასე შინაარსიანად — მაშინ ვიცი, რომ სწორი გზაზე ვდგავარ 💙




"შუშანიკის წამება" — როცა ლიტერატურა ცოცხლდება საკლასო ოთახში

Posted by rusagonashvili@gmail.com

როდესაც  შევახსენე ჩემს მოსწავლეებს, რომ პარასკევს "შუშანიკის წამების" ზეპირი შემაჯამებელი გაკვეთილი გვექნებოდა, გააპროტესტეს — ხვალ ხომ 17 ოქტომბერია და ხუთშაბათი, მოდი, ხვალ ჩავატაროთო 🙂

დღეს კი ასე... ძაძებში გამოწყობილები მომიბრძანდნენ საკლასო ოთახში და  შემახსენეს, რომ მოსწავლეებთან ერთად შესაძლებელია ყველა გაკვეთილი იყოს თეატრი, კვლევა, აღმოჩენა და გულისხმიერი დიალოგი.

📚 გაკვეთილის მიზანი იყო, რომ ლიტერატურა ჩვენთვის არ ყოფილიყო მხოლოდ "გაკვეთილი", არამედ გამოცდილება — ისეთი, სადაც მოსწავლეები მოაზროვნე მკითხველებად, შემოქმედებით ავტორებად, აქტორებად და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეებად ყალიბდებიან.

ჩვენ:

🎭 შევქმენით "ცოცხალი დროის ხაზი" — ფიზიკურად გამოვსახეთ ტექსტის მთავარი მოვლენები, დავაკავშირეთ ერთმანეთთან და გავაზიარეთ პერსონაჟების განცდები, გადაწყვეტილებები და მათი მოტივაციები.
⚖️ ჩავატარეთ "პერსონაჟის სასამართლო" — კრიტიკულად ვიმსჯელეთ ვარსქენის ქმედებებზე, გავითვალისწინეთ ისტორიული კონტექსტი და მოვისმინეთ განსხვავებული არგუმენტები.
✍️ დავწერეთ ალტერნატიული დასასრულები — მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითობით დამანახეს, როგორ შეიძლება ისტორიის სხვაგვარად წარმართვა და რას შეცვლიდნენ, თუ თავად იქნებოდნენ ავტორები.

ამ პროცესში მათ ისწავლეს:
✔️ ტექსტის გააზრება კონტექსტში
✔️ პერსონაჟების ქცევის მიზეზების ანალიზი
✔️ ჯგუფური მუშაობა და დიალოგი
✔️ წარმოსახვის და კრიტიკული აზროვნების შეთავსება
✔️ მედიაციის, არგუმენტაციის და საჯარო გამოსვლის უნარები
✔️ და რაც მთავარია — დაინახეს, რომ ლიტერატურა არ არის წარსულის "დასრულებული ამბავი", არამედ ცოცხალი, განვითარებადი მატერია, რომელიც ეხება დღევანდელობასა და მათ საკუთარ თავსაც.

🎬 ისინი იყვნენ რეჟისორები, დრამატურგები, მსახიობები და მკვლევრები. თითოეული სცენა გახდა საშუალება, რომ ჩაღრმავებულიყვნენ არა მხოლოდ ავტორის მიერ მოყოლილ ისტორიაში, არამედ ადამიანის ბუნებაში, ღირებულებებში, რწმენებსა და არჩევანებში.

👩‍🏫ასეთი გაკვეთილები  ჩემი ყოველდღიური პრაქტიკის საფუძველია:
– შემოქმედებითი მიდგომა სწავლების პროცესისადმი
– კრიტიკული აზროვნების წახალისება
– დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის სივრცის შექმნა
– ემოციური ინტელექტისა და თანამშრომლობის კულტურის განვითარება

ყველაზე მეტად კი მიხარია ის, რომ მათ უყვართ კითხვა, ფიქრი, პასუხების პოვნა და  უყვართ ერთმანეთი — ისე გუნდურად მუშაობდნენ, რომ მართლა შეუძლებელია არ იამაყო!

ისინი ჯერ მხოლოდ  მე-10 კლასში არიან — და წინ კიდევ უამრავი ასეთი აღმოჩენა ელით.
მე კი სიამოვნებით ვიქნები მათი აუდიტორიის წევრი, ხან დისტანციიდან, ხან გვერდით – მაგრამ ყოველთვის გულით ❤











თავისუფალი, ლამაზი, ჭკვიანი და სიყვარულით სავსე მომავალი – ჩემი სადამრიგებლო კლასი ❤

Posted by rusagonashvili@gmail.com

ეს ბავშვები მუდმივად  მახსენებენ, რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებული საქმეა პედაგოგობა.

ყველაზე ლაღი, ლამაზი, ჭკვიანი და თავისუფალი მოსწავლეების დამრიგებელი ვარ ❤

ამჯერად მათ სოფელ ხორნაბუჯში  ხალხთა მეგობრობის მუზეუმის ეზოში წარმოდგენილი ლიტერატურულ-თეატრალური კომპოზიციით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რამდენად შემოქმედებითი, დამოუკიდებელი და თვისუფალი ადამიანები არიან.

✨ მათ თვითონ მოიფიქრეს იდეა, დაწერეს სცენარი, დაგეგმეს გამოსვლა, იმუშავეს რეჟისორებად და ორგანიზატორებადაც. მე კი… შორიდან ვუყურებდი – განზრახ.
🌱 მჯერა, რომ ამ ასაკიდანვე უნდა ისწავლონ პასუხისმგებლობის აღება, საქმის ბოლომდე მიყვანა და ხარისხიანი შესრულება.
რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი შენიშვნები და რჩევები „პრემიერის“ შემდეგ 🙂 – მაგრამ მთავარი ისაა, რომ:

🎭 მათ გამოუვიდათ!
🤝 იყვნენ ერთმანეთის გვერდით
👂 უსმენდნენ ერთმანეთს
🔄 ასწავლიდნენ და უსწორებდნენ
🤗 თანამშრომლობდნენ
🎉 და მთავარია – ხალისობდნენ!

ამგვარი არაფორმალური, ლაღი და გულისხმიერი გარემო არა მხოლოდ შემოქმედებითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ზრდის ლიდერობის, გუნდურობის, ორგანიზების, საჯარო გამოსვლისა და ემოციური ინტელექტის უნარებს – რაც მათი მომავლისთვის ყველაზე ღირებული საბაზისო კაპიტალია.

👩‍🏫 ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, ასეთი აქტივობები მიანიშნებს იმ მნიშვნელოვან უნარებზე, რომლებსაც წლებია ვავითარებ:
– მოტივაციის გაღვივება
– დამოუკიდებლობის წახალისება
– ლიდერობის ფონზე მხარდაჭერის სწორი დოზის დაცვა
– და სივრცის მიცემა მოსწავლეს, რომ თავად შექმნას რაღაც ღირებული

ეს მათი გზაა და მე სიამოვნებით მივყვები ამ გზაზე – ხან წინ, ხან უკან, ხან გვერდით, როგორც მეგობარი, როგორც დამრიგებელი და როგორც ადამიანი, რომელსაც გულწრფელად სჯერა ამ თაობის.









შენი ხმა მნიშვნელოვანია – შეხვედრა დედოფლისწყაროს ახალგაზრდებთან

Posted by rusagonashvili@gmail.com

💬 როგორც პედაგოგისთვის, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა მივაწოდო, არამედ განვუვითარო მოქალაქეობრივი ცნობიერება, თავისუფალი აზროვნება და გააზრებული პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. სწორედ ამ მიზნით, ჩემი ინიციატივით 14 ოქტომბერს ყვარლის ევროკლუბის მხარდაჭერითა და აქტიური მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა დედოფლისწყაროში, რომელიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს მოიცავდა.

📌 შეხვედრის თემები ძალიან ფუნდამენტური იყო:
🇪🇺 ვისაუბრეთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე – იმ გზაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და განვითარებისკენ გადის;
🗳️ განვიხილეთ სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა – როგორ იწყება დემოკრატია თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობით;
🚀 და ვესაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რაც ახალგაზრდებს აქვთ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

🌱 ასეთი შეხვედრები ჩემთვის არ არის მხოლოდ ინფორმაციული ღონისძიებები – ესაა სივრცე, სადაც მოსწავლეები სწავლობენ, რომ მათ აზრს აქვს მნიშვნელობა, რომ ისინი საზოგადოების აქტიური წევრები არიან და რომ მომავალს სწორედ ისინი ქმნიან.

🧠 ახალგაზრდებმა იმსჯელეს მნიშვნელოვან საკითხებზე, დასვეს კითხვები და მოუსმინეს ერთმანეთის მოსაზრებებს – რაც კრიტიკული აზროვნებისა და დემოკრატიული ჩართულობის საფუძველია.

🤝 ეს ღონისძიება  გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შედგა, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს.

როდესაც მოსწავლეებს ხედავ სერიოზულად ჩართულებს ქვეყნის მომავლის შესახებ დიალოგში, გრძნობ, რომ სწორი გზით მიდიხარ. მათი გულწრფელი დამოკიდებულება და მოტივაცია ყველაზე დიდ სტიმულს მაძლევს, გავაგრძელო ამ გზაზე სიარული.








უფლებების ნამდვილი ისტორია

Posted by rusagonashvili@gmail.com

📚✨ ჩემმა მოსწავლეებმა ჩემივე ინიცირებით მონაწილეობა მიიღეს  პროფესორ დიმიტრი გეგენავას საჯარო ლექციაში – "უფლების ნამდვილი ისტორია".

👥 ლექცია ფარავდა მრავალ მნიშვნელოვან თემას:
⚖️ უფლებებისთვის ბრძოლის გზა და თანამედროვე კონსტიტუციონალიზმის ფორმირება
🌍 თავისუფლებების დაბადება და განვითარება
🇺🇸🇪🇺 უფლების ამერიკული და ევროპული პერსპექტივები
🧭 სამართლიანობა, როგორც უფლება
📖 ბუნებით და პოზიტიურ სამართალს შორის არსებული დისკუსია

🎓 შეხვედრა იქცა ღირებულ სივრცედ ახალგაზრდებისთვის, რათა გაეღრმავებინათ ცოდნა სამართლებრივი სახელმწიფოს არსზე, ადამიანის უფლებებსა და სამართლიანობის საფუძვლებზე.

🤝 ღონისძიება ჩატარდა ყვარლის ევრო კლუბის ორგანიზებითა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას ახალგაზრდების განათლების საქმეში.









ევროკავშირი და საქართველო

Posted by rusagonashvili@gmail.com

მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა საგანმანათლებლო გაკვეთილი თემაზე „ევროკავშირი და საქართველო“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების, ისტორიული კავშირებისა და ღირებულებითი სიახლოვის გაცნობა.

💡 გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებს გავაცანი ორი პრეზენტაცია:

📌 "უწყვეტი ტრადიცია" — პრეზენტაცია, რომელიც აცოცხლებს უნიკალურ ამბებს საქართველოს ისტორიიდან და აჩვენებს, თუ რამდენად ღრმად არის ფესვგადგმული ევროპულობა ქართულ კულტურასა და მენტალიტეტში.

📌 "საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის" — პრეზენტაცია, რომელიც ასახავს ქართველების გამორჩეულ თავდადებასა და გმირობას ეროვნული დამოუკიდებლობის დაცვისა და შენარჩუნების საქმეში.

👥 მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ როგორ ვითარდებოდა საქართველო ევროპული კონტექსტის ფარგლებში, როგორია ჩვენი ისტორიული გამოცდილება თავისუფლებისთვის ბრძოლაში და რატომ არის დღესაც აქტუალური და აუცილებელი ევროპული ინტეგრაცია.

📚 ასეთი გაკვეთილები აღვივებს ახალგაზრდებში ეროვნულ თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე.







სწავლა კეთებით

Posted by rusagonashvili@gmail.com

 

"თოჯინა" ვისწავლეთ მეორე კლასში და გადავწყვიტეთ ბებიების მეთოდით ჩვენც გვეცადა გაკეთება

სამოდელო გაკვეთილი

Posted by rusagonashvili@gmail.com

თანამედროვე განათლება წარმოუდგენელი გახდა კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე. მასწავლებელმა ზუსტად უნდა დაინახოს და განსაზღვროს გამოსაყენებელი ტექნოლოგიების როლი, ადგილი და კავშირი განათლების მიზნებთან. აქცენტი გადატანილი უნდა იყოს ტექნოლოგიების სწორ გამოყენებაზე. ზუსტად ასეთი სწორი გზით წარმართა გაკვეთილი რუსუდან გონაშვილმა VI კლასში.გაკვეთილი საინტერესო და სახალისოდ დაიწყო. როგორც ვიცით, სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. დღეს კი ეს განსაკუთრებულად იგრძნობოდა გაკვეთილზე. კომპიუტერი და ინტერნეტი დაეხმარა მასწავლებელს მოსწავლეთა ცოდნის შემოწმებაში, გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ორგანიზებაში, შესწავლილი მასალის სანახაობრივად გადმოცემაში,რისთვისაც კოლეგების დიდი მადლობა და შექება დაიმსახურეს. უნდა ითქვას ისიც, რომ გამოყენებული ყველა რესურსი თვითონ მასწავლებლის მიერ იყო შექმნილი. და ბოლოს, ისევ რუსუდანის მიერ შექმნილ სლაიდს გამოვიყენებ ,,ყოჩაღები ხართ!"










slidesmania - განძის კუნძული

Posted by rusagonashvili@gmail.com



შაბლონი გადმოწერილია საიტიდან , რომელსაც თქვენც შეგიძლიათ ესტუმროთ, დაათვალიეროთ და გადმოწეროთ სასურველი პრეზენტაცია. აქვე ვტოვებ ჩემ მიერ სახეცვლილი შაბლონით აწყობილი რესურსის ბმულსა და ასევე ჩემ მიერ მოდიფიცირებულ  გაქართულებული ცარიელი ვერსიის მისამართს

 შაბლონის გამოყენების ინსტრუქციას გაეცნობით ჩემს იუთუბ არხზე.

ანიმაციური სცენა

Posted by rusagonashvili@gmail.com



ვინც თვალს ადევნებთ ჩემს პორტფოლიოს, იცით თუ როგორ მიყვარს ეს სასწაული პროგრამა, არასდროს დავიღლები იმის მტკიცებით, რომ ეს არის შეუცვლელი ინსტრუმენტი მასწავლებლებისთვის( არა მხოლოდ მათთვის). ყოველდღე რაღაც ახალს ვაგნებ და ვიგონებ მასში. სამწუხაროდ, პედაგოგები არ იყენებენ  მიზნობრივად და სრულყოფილად  ინსტრუმენტს და  მასში მხოლოდ მარტივ სლაიდშოუებს ამზადებენ, არადა, ისეთი კარგი რესურსების მომზადება შეიძლება :) ესეც კიდევ ერთი მტკიცება იმის, რომ მასში შეიძლება მოსწავლეებისათვის მიმზიდველი და ლამაზი ანიმაციების, ისტორიების შექმნა. ცოტა ხანში ასე ავაწყობ იგავ-არაკებს და შევქმნი ვიდეო კრებულს, რომელსაც გამოვიყენებ ჩემს მოსწავლეებთან.

მე და ღამე

Posted by rusagonashvili@gmail.com



ონლაინ ინსტრუმენტი/სერვისი Booktrack Studio შექმნილია ტექსტებზე(წიგნებზე) საუნდტრეკების დასამატებლად. ეს ახალზელანდიური პროექტია, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ სპეციალურად საგანმანათლებლო მიზნებისათვის. არსი მდგომარეობს შემდეგში: ნებისმიერ ტექსტს( შესაძლებელია საკუთარსაც) მომხმარებელს შეუძლია მოარგოს მისი აზრით შესაფერისი აუდიო ფაილი. როგორც სერვისის შემქმნელები თვლიან, ამგვარი მედიანაწარმოებები მოსწავლეებს დაეხმარება უფრო მეტად დაინტერესდნენ კითხვითა და ლიტერატურით. მუშაობის დასაწყებად საჭიროა რეგისტრაცია. ონლაინ პლატფორმაზე უამრავი ასეთი გაფორმებული წიგნი დევს, რომლის რედაქტირებაც შეგიძლიათ. ( შეგიძლიათ არაფერი დაარედაქტიროთ და საკუთარი შექმნათ) ასევე არის ხმებისა და მუსიკალური ნაწარმოებების უდიდესი კოლექცია. შესაძლებელია დიდი ყურადღებითა და სიყვარულით :) გაფორმდეს წიგნები მუსიკალური ფონით ( ასევე შესაძლებელია ნებისმიერი მონიშნულ ფრაგმენტზე რაიმე განსაკუთრებული ხმის ან მუსიკის დადება) და მივიღოთ ნამდვილად საოცარი ნაწარმოები. მოკლედ, გირჩევთ ჰუმანიტარებს . განსაკუთრებით დიდი ტექსტების შესწავლა შეიძლება კარგად მისი დახმარებით, ხალისით შემოესწავლებათ და წაეკითხებათ ტექსტები ბავშვებს, აღარ ვსაუბრობ იმაზე, რამდენად ეფექტურად შეიძლება ამ ინსტრუმენტის გამოყენება პოეზიის სწავლებისას

დისგრაფია და დისლექსია

Posted by rusagonashvili@gmail.com


შემეცნებითი თამაში: "მოარტყი მიზანში"

Posted by rusagonashvili@gmail.com Ярлыки: , ,

ამჯერად  პატარებისთვის გავაკეთე თამაში. ონლაინ პრეზენტაციას არ ექნება აუდიო ეფექტები, კომპიუტერში გადაქაჩვის შემდეგ კი სრულყოფილად იმუშავებს ყველაფერი. იმედია, პატარებს მოეწონებათ!


ტრენაჟორი თემაზე: "წინადადების წევრები"

Posted by rusagonashvili@gmail.com Ярлыки: , ,

გავიხსენოთ შესწავლილი მასალა

Posted by rusagonashvili@gmail.com Ярлыки: , ,


სრულ ფორმატში სანახავად გადადით ბმულზე: https://ispri.ng/7L6B8

ინტერაქტიული პრეზენტაცია - "ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია"

Posted by rusagonashvili@gmail.com Ярлыки: ,

ვინც ჩემს " მუშაობასა" და რესურსებს თვალს ადევნებს, კარგად იცის, რომ ძალიან მიყვარს Microsoft PowerPoint საპრეზენტაციო პროგრამა. ჩემი რესურების უმეტესობა ამ პროგრამაშია გაკეთებული და ბევრ მათგანს თქვენც იყენებთ და იცნობთ.
საოცარი შესაძლებლობები და ბევრი უპირატესობა აქვს ამ პროგრამას. ნებისმიერი იდეა შეიძლება რეალობად აქციოთ მისი გამოყენებით. ამჯერად მინდა, შემოგთავაზოთ ინტერაქტიული პრეზენტაცია, რომელიც ამ პროგრამაში გავაკეთე. რაღაც prezi-ს მსგავსი მინდოდა გამეკეთებინა და, მგონი, გამომივიდა . ცოტა ტექნიკურმა მხარემ გამაწვლა, ვიდრე მივხვდებოდი, სად რა როგორ უნდა დამეპროგრამებინა, მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვარ.( ეს სატესტო რესურსია და , რა თქმა უნდა, არაა სრულყოფილი) იმედია, თქვენც მოგეწონებათ! მსგავსი პრეზენტაციებით მშვენიერ რესურსებს გააკეთებენ ქართულის, ისტორიის, გეოგრაფიის, ქიმიის, ბიოლოგიის, დაწყებითების პედაგოგები. პრეზენტაციაში ნავიგაცია ხორციელდება სურათებზე დაწკაპუნებით ( არჩეულ სურათს აწკაპუნებთ ერთხელ , შემდეგ -მეორედ)

სულხან - საბა ორბელიანი

Posted by rusagonashvili@gmail.com

"დიდ ფორმატში" სანახავად ეწვიეთ: https://ispri.ng/6gQ3Whttps://ispri.ng/6gQ3W

Titanpad

Posted by rusagonashvili@gmail.com

 რა მრჯის, რატომ ვერ მომისვენია და რატომ მინდა, რომ რაც ვიცი, თქვენც გაგიზიაროთ და გაგიმარტივოთ მუშაობის პროცესი, ნამდვილად არ ვიცი. ამ ინსტრუმენტით კი ნამდვილად შეგიმსუბუქდებათ მასწავლებლებს მუშაობა ერთობლივ დოკუმენტებზე. Titanpad-ი საშუალებას გაძლევთ, რეალურ რეჟიმში ერთდროულად იმუშაოთ რაიმე დოკუმენტზე, კვლევაზე, დასკვნაზე, შეფასებაზე და ასე შემდეგ, ჩვეულებრივი word-ის დოკუმენტის ინტერფეისი აქვს, არაფერი რთული და ახალი აქ არ არის, ქმნით დოკუმენტს და იწვევთ კოლეგებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ან ბმულის გაზიარებით. სამუშაოს დასრულების შემდეგ შეგიძლიათ დოკუმენტის გადაქაჩვა და შენახვა კომპიუტერში. სულ ესაა.
მოსწავლეებს შეუძლიათ იმუშაონ ამ ინსტრუმენტით ჯგუფური მუშაობისას.
 იმედია მოგეწონებათ! 
 პროგრამის გამოყენება შეგიძლიათ ამ ბმულიდან TitanPad