2024 წლის 7 ივნისს, დედოფლისწყაროში, მენტორი მასწავლებლების ინიციატივითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, გაიმართა მუნიციპალური ინტერდისციპლინური კონფერენცია „სასკოლო განათლება — გამოწვევები და ინოვაციები“.
კონფერენციამ გააერთიანა მასწავლებლები და მოსწავლეები ერთ სივრცეში, სადაც ჩაღრმავებული განხილვების, კვლევისა და ინოვაციური იდეების გაზიარების საშუალება მიეცათ ერთმანეთთან. თემატიკა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ინკლუზიური განათლება, პროექტებით სწავლება, კრიტიკული აზროვნება, ინტეგრირებული რესურსები, ლიტერატურა და სოციალური ჩართულობა.მოხსენებებმა და მოსწავლე-მასწავლებელთა თანამშრომლობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა, საგნობრივი ინტეგრაცია და განათლებისადმი შთაგონებული მიდგომა.
🟠 ამ პროცესში ჩართული ვიყავი, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი, ჩემი მიზანი იყო:
- თანამშრომლობითი კულტურის გაღრმავების ხელშეწყობა
- კოლეგების და მოსწავლეების შთაგონება
- საგანმანათლებლო პროცესის სტრატეგიული დაგეგმვა
- ინოვაციური და გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლის მხარდაჭერა
- ადგილობრივი პროფესიული ქსელების გაძლიერება
მადლობა ჩემს კოლეგებს თანამშრომლობისთვის და მადლობა დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
0 коммент.:
Отправить комментарий