როდესაც შევახსენე ჩემს მოსწავლეებს, რომ პარასკევს "შუშანიკის წამების" ზეპირი შემაჯამებელი გაკვეთილი გვექნებოდა, გააპროტესტეს — ხვალ ხომ 17 ოქტომბერია და ხუთშაბათი, მოდი, ხვალ ჩავატაროთო 🙂
დღეს კი ასე... ძაძებში გამოწყობილები მომიბრძანდნენ საკლასო ოთახში და შემახსენეს, რომ მოსწავლეებთან ერთად შესაძლებელია ყველა გაკვეთილი იყოს თეატრი, კვლევა, აღმოჩენა და გულისხმიერი დიალოგი.📚 გაკვეთილის მიზანი იყო, რომ ლიტერატურა ჩვენთვის არ ყოფილიყო მხოლოდ "გაკვეთილი", არამედ გამოცდილება — ისეთი, სადაც მოსწავლეები მოაზროვნე მკითხველებად, შემოქმედებით ავტორებად, აქტორებად და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეებად ყალიბდებიან.
ჩვენ:
🎭 შევქმენით "ცოცხალი დროის ხაზი" — ფიზიკურად გამოვსახეთ ტექსტის მთავარი მოვლენები, დავაკავშირეთ ერთმანეთთან და გავაზიარეთ პერსონაჟების განცდები, გადაწყვეტილებები და მათი მოტივაციები.
⚖️ ჩავატარეთ "პერსონაჟის სასამართლო" — კრიტიკულად ვიმსჯელეთ ვარსქენის ქმედებებზე, გავითვალისწინეთ ისტორიული კონტექსტი და მოვისმინეთ განსხვავებული არგუმენტები.
✍️ დავწერეთ ალტერნატიული დასასრულები — მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითობით დამანახეს, როგორ შეიძლება ისტორიის სხვაგვარად წარმართვა და რას შეცვლიდნენ, თუ თავად იქნებოდნენ ავტორები.
ამ პროცესში მათ ისწავლეს:
✔️ ტექსტის გააზრება კონტექსტში
✔️ პერსონაჟების ქცევის მიზეზების ანალიზი
✔️ ჯგუფური მუშაობა და დიალოგი
✔️ წარმოსახვის და კრიტიკული აზროვნების შეთავსება
✔️ მედიაციის, არგუმენტაციის და საჯარო გამოსვლის უნარები
✔️ და რაც მთავარია — დაინახეს, რომ ლიტერატურა არ არის წარსულის "დასრულებული ამბავი", არამედ ცოცხალი, განვითარებადი მატერია, რომელიც ეხება დღევანდელობასა და მათ საკუთარ თავსაც.
🎬 ისინი იყვნენ რეჟისორები, დრამატურგები, მსახიობები და მკვლევრები. თითოეული სცენა გახდა საშუალება, რომ ჩაღრმავებულიყვნენ არა მხოლოდ ავტორის მიერ მოყოლილ ისტორიაში, არამედ ადამიანის ბუნებაში, ღირებულებებში, რწმენებსა და არჩევანებში.
👩🏫ასეთი გაკვეთილები ჩემი ყოველდღიური პრაქტიკის საფუძველია:
– შემოქმედებითი მიდგომა სწავლების პროცესისადმი
– კრიტიკული აზროვნების წახალისება
– დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის სივრცის შექმნა
– ემოციური ინტელექტისა და თანამშრომლობის კულტურის განვითარება
ყველაზე მეტად კი მიხარია ის, რომ მათ უყვართ კითხვა, ფიქრი, პასუხების პოვნა და უყვართ ერთმანეთი — ისე გუნდურად მუშაობდნენ, რომ მართლა შეუძლებელია არ იამაყო!
ისინი ჯერ მხოლოდ მე-10 კლასში არიან — და წინ კიდევ უამრავი ასეთი აღმოჩენა ელით.
მე კი სიამოვნებით ვიქნები მათი აუდიტორიის წევრი, ხან დისტანციიდან, ხან გვერდით – მაგრამ ყოველთვის გულით ❤
0 коммент.:
Отправить комментарий