ეს ბავშვები მუდმივად მახსენებენ, რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებული საქმეა პედაგოგობა.
ყველაზე ლაღი, ლამაზი, ჭკვიანი და თავისუფალი მოსწავლეების დამრიგებელი ვარ ❤ამჯერად მათ სოფელ ხორნაბუჯში ხალხთა მეგობრობის მუზეუმის ეზოში წარმოდგენილი ლიტერატურულ-თეატრალური კომპოზიციით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რამდენად შემოქმედებითი, დამოუკიდებელი და თვისუფალი ადამიანები არიან.
✨ მათ თვითონ მოიფიქრეს იდეა, დაწერეს სცენარი, დაგეგმეს გამოსვლა, იმუშავეს რეჟისორებად და ორგანიზატორებადაც. მე კი… შორიდან ვუყურებდი – განზრახ.
🌱 მჯერა, რომ ამ ასაკიდანვე უნდა ისწავლონ პასუხისმგებლობის აღება, საქმის ბოლომდე მიყვანა და ხარისხიანი შესრულება.
რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი შენიშვნები და რჩევები „პრემიერის“ შემდეგ 🙂 – მაგრამ მთავარი ისაა, რომ:
🎭 მათ გამოუვიდათ!
🤝 იყვნენ ერთმანეთის გვერდით
👂 უსმენდნენ ერთმანეთს
🔄 ასწავლიდნენ და უსწორებდნენ
🤗 თანამშრომლობდნენ
🎉 და მთავარია – ხალისობდნენ!
ამგვარი არაფორმალური, ლაღი და გულისხმიერი გარემო არა მხოლოდ შემოქმედებითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ზრდის ლიდერობის, გუნდურობის, ორგანიზების, საჯარო გამოსვლისა და ემოციური ინტელექტის უნარებს – რაც მათი მომავლისთვის ყველაზე ღირებული საბაზისო კაპიტალია.
👩🏫 ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, ასეთი აქტივობები მიანიშნებს იმ მნიშვნელოვან უნარებზე, რომლებსაც წლებია ვავითარებ:
– მოტივაციის გაღვივება
– დამოუკიდებლობის წახალისება
– ლიდერობის ფონზე მხარდაჭერის სწორი დოზის დაცვა
– და სივრცის მიცემა მოსწავლეს, რომ თავად შექმნას რაღაც ღირებული
ეს მათი გზაა და მე სიამოვნებით მივყვები ამ გზაზე – ხან წინ, ხან უკან, ხან გვერდით, როგორც მეგობარი, როგორც დამრიგებელი და როგორც ადამიანი, რომელსაც გულწრფელად სჯერა ამ თაობის.
0 коммент.:
Отправить комментарий