უფლებების ნამდვილი ისტორია
Posted by📚✨ ჩემმა მოსწავლეებმა ჩემივე ინიცირებით მონაწილეობა მიიღეს პროფესორ დიმიტრი გეგენავას საჯარო ლექციაში – "უფლების ნამდვილი ისტორია".
👥 ლექცია ფარავდა მრავალ მნიშვნელოვან თემას:
⚖️ უფლებებისთვის ბრძოლის გზა და თანამედროვე კონსტიტუციონალიზმის ფორმირება
🌍 თავისუფლებების დაბადება და განვითარება
🇺🇸🇪🇺 უფლების ამერიკული და ევროპული პერსპექტივები
🧭 სამართლიანობა, როგორც უფლება
📖 ბუნებით და პოზიტიურ სამართალს შორის არსებული დისკუსია
🎓 შეხვედრა იქცა ღირებულ სივრცედ ახალგაზრდებისთვის, რათა გაეღრმავებინათ ცოდნა სამართლებრივი სახელმწიფოს არსზე, ადამიანის უფლებებსა და სამართლიანობის საფუძვლებზე.
🤝 ღონისძიება ჩატარდა ყვარლის ევრო კლუბის ორგანიზებითა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას ახალგაზრდების განათლების საქმეში.
0 коммент.:
Отправить комментарий