დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან გონაშვილი

ევროკავშირი და საქართველო

Posted by rusagonashvili@gmail.com

მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა საგანმანათლებლო გაკვეთილი თემაზე „ევროკავშირი და საქართველო“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების, ისტორიული კავშირებისა და ღირებულებითი სიახლოვის გაცნობა.

💡 გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებს გავაცანი ორი პრეზენტაცია:

📌 "უწყვეტი ტრადიცია" — პრეზენტაცია, რომელიც აცოცხლებს უნიკალურ ამბებს საქართველოს ისტორიიდან და აჩვენებს, თუ რამდენად ღრმად არის ფესვგადგმული ევროპულობა ქართულ კულტურასა და მენტალიტეტში.

📌 "საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის" — პრეზენტაცია, რომელიც ასახავს ქართველების გამორჩეულ თავდადებასა და გმირობას ეროვნული დამოუკიდებლობის დაცვისა და შენარჩუნების საქმეში.

👥 მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ როგორ ვითარდებოდა საქართველო ევროპული კონტექსტის ფარგლებში, როგორია ჩვენი ისტორიული გამოცდილება თავისუფლებისთვის ბრძოლაში და რატომ არის დღესაც აქტუალური და აუცილებელი ევროპული ინტეგრაცია.

📚 ასეთი გაკვეთილები აღვივებს ახალგაზრდებში ეროვნულ თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე.







0 коммент.:

Отправить комментарий