ვამაყობ ჩემი მოსწავლეებით – მათი შეგრძნებით, აზროვნებითა და პასუხისმგებლობით, რომელსაც მათ სიტყვებში ვკითხულობ.
მინდა გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის ჟურნალისტთა კლუბის წევრების – მეათე კლასელების – ორი ჩანახატი, რომელიც 9 აპრილის თემას ეძღვნება.ეს არ არის უბრალოდ წერა – ეს არის ცოცხალი მეხსიერება, სიტყვებში გარდაქმნილი განცდა და ღირებულება, რომელიც ნათლად აჩვენებს: ჩვენი ახალგაზრდები ჩვენს ისტორიას არა მხოლოდ იცნობენ, არამედ გრძნობენ.
როცა ვკითხულობ მათ ტექსტებს, ვხედავ მათ გულწრფელ ემოციას, ანალიზის სიღრმესა და ყველაზე მთავარს – პატრიოტულ გრძნობას. ეს არის ის მომენტი, როცა მასწავლებელი ხვდება, რომ მისი ძალისხმევა და შრომა შედეგს იძლევა — ახალ თაობაში, რომელსაც ახსოვს ის, ვინც გზა გაკვალა.
📚 ჟურნალისტთა კლუბი, რომლის ხელმძღვანელიც ვარ, არის ის სივრცე, სადაც მოსწავლეებს თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი აზრების ფორმულირება, ემოციის გადმოცემა, წარსულის გააზრება და თანამედროვეობის შეფასება. საკლუბო საქმიანობა აძლევს მათ საშუალებას:
- განივითარონ კრიტიკული აზროვნება და ანალიტიკური უნარები,
- ისწავლონ ემპათია და სოციალური პასუხისმგებლობა,
- გაწაფონ წერითი კომუნიკაცია,
- იგრძნონ საკუთარი ხმა და გავლენა,
- იმუშაონ თემებზე, რომლებიც აღზრდასა და ღირებულებებზე მეტს ნიშნავს – ეს ცხოვრებაა, პასუხისმგებლობაა, არჩევანია.
🙏 ჩვენი თავისუფლება მათი გონებისა და გულის მეშვეობით განაგრძობს სიცოცხლეს.
აი, რატომ აქვს ამ ყველაფერს აზრი.
"არ ვიცი რომელი საათია
ქუჩა ჯერ ისევ სავსეა ადამიანებით — ღამეა, მაგრამ არავის ძინავს. ყველას თვალებში ანათებს პატარა იმედის ნაპერწკალი.
დედამ მითხრა, არ წახვიდეო. პატარა ხარ, გოგო ხარ, რას ეძებ, იქ რა დაკარგეო...
მაგრამ ვერ გავჩერდი. ჩემი ქვეყანა, ჩემი ერი იქ იდგა და მე ხომ მისი ნაწილი ვარ.
მესმის პატრიარქის ხმა — მშვიდი და მტკიცე. ის მოგვიწოდებს დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით გადავინაცვლოთ ქაშვეთის ეკლესიაში. კათოლიკოსის გამოსვლას დუმილით ვისმენთ. მისი მოწოდების შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა, რასაც მოჰყვა „მამაო ჩვენოს" ერთობლივი ლოცვა.
გვერდით უცხო ადამიანები მიდგანან, მაგრამ ამ წამს ყველაზე ახლობლები არიან. ხელები გვაქვს ჩაკიდებული. არ გვეშინია. ვმღერით და ვცეკვავთ.
და დაიწყო მღელვარება. ხმაური. კვამლი. ტანკები. გული შემეკუმშა. გავრბივარ? არა. ვრჩები. მეშინია? კი. მაგრამ შიშზე უფრო ძლიერად სამშობლოს სიყვარულის გრძნობა ღვივის ჩემში.
დავეცი. თვალები დავხუჭე. დედას სახე გამახსენდა.
მე აქ დავკარგე ბავშვობა, სიმშვიდე, სიცოცხლე... მაგრამ შევიძინე რაღაც უფრო ღირებული — ხმა. ხმა, რომელიც არასდროს ჩუმდება. ხმა, რომელიც ყოველ 9 აპრილს ყვავილივით ამოდის, უსიტყვოდ ლაპარაკობს და შენს გვერდით დგას.
მე აქ მოვკვდი. მაგრამ შენი თავისუფლებით ვცოცხლობ.
მე შენი სუნთქვა ვარ, შენი სიმღერა ვარ, შენი სამშობლოს სიყვარული ვარ.
მე შენს გვერდით ვარ, როცა ქუჩაში თავისუფლებისთვის დგახარ. მე შენი ხსოვნა ვარ, როცა წითელი ტიტებით მოსილ მემორიალთან ჩერდები. მე შენი ისტორია ვარ, რომელიც არასოდეს უნდა დაივიწყო.
არ ვიცი რომელი საათია, მაგრამ ვიცი — ჩვენი დროა.
ავტორი: ლიკა ჯინაშვილი
„რომ მტრის ჯინაზე არ დავეცე და კი არ გავქრე, არამედ ამოვიზარდო, აღმოვცენდე მოთმინებიდან" საქართველოს არაერთი ბრძოლა და ტკივილი გამოუვლია, თუმცა 1989 წლის 9 აპრილი განსაკუთრებული სიმბოლოა - როგორც ტკივილის, ასევე სისხლით და მსხვერპლით მოპოვებული თავისუფლებისა. 9 აპრილი ყველა პატრიოტი ქართველისთვის მოუშუშებელი იარაა - ჭრილობა, რომელიც საუკუნეების შემდეგაც კი არ განელდება. ეს არის ტკივილი, რომელთან ერთადაც საქართველომ იგრძნო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გემო - გემო, რომელიც ერთდროულად უტკბესიცაა და უმწარესიც. ამ დღეს ქართველი ერი თავისუფლებისთვის ფეხზე წამოდგა და ამაყად, შეუდრეკლად შეეწირა საკუთარ ქვეყანას. რუსთაველის გამზირზე იმ ღამეს ათასობით ქართველი იდგა დაუმარცხებელი სულით. მათ ხელთ არ ეპყრათ იარაღი, მაგრამ გულში უღვიოდათ რწმენა და სამშობლოს სიყვარული. საბჭოთა იმპერიამ მათ ძალადობით უპასუხა, მაგრამ ვერ შეარყია მათი სიმტკიცე. ის, რაც ქართველ ერს გენეტიკურად უდევს - პატრიოტიზმი და ერთგულება სამშობლოს მიმართ - წარუშლელი და გადაულახავია. ეს ტრაგედია მოხდა იმ დროს, როდესაც ეროვნული მოძრაობა მწვერვალზე იყო. ხალხი მშვიდობიანი საშუალებებით ითხოვდა იმას, რაც მათ ისტორიულად ეკუთვნოდათ - დამოუკიდებლობას. პასუხად კი მიიღეს ტანკები, მომწამვლელი გაზი და ნიჩბები. იმ ღამით დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის უმეტესობა ახალგაზრდა ქალები. ასობით ადამიანი მოიწამლა, დაშავდა, მაგრამ ეს მსხვერპლი ფუჭი არ ყოფილა. 9 აპრილი გვახსენებს, თუ როგორი ძვირფასია ჩვენთვის თავისუფლება და რა ფასად გვაქვს ის მოპოვებული. გივი ალხაზიშვილის სიტყვები, რომელიც ეპიგრაფად დავურთეთ ამ ტექსტს, სწორედ ქართველი ერის გამძლეობის, სიმტკიცისა და ცხოველმყოფელობის გამომხატველია. არა ქედის მოხრა და დაცემა, არამედ მოთმინებიდან ამოზრდა და აღმოცენება - აი, ჩვენი ხალხის უდიდესი ძალა. დღეს ჩვენი ვალდებულებაა, რომ მათი თავგანწირვა უშედეგოდ არ დარჩეს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც მათ სისხლით გაკაფეს. უნდა ვიყოთ ამაყები, ერთიანები და მუდამ მზად საკუთარი ქვეყნის დასაცავად. ვიყოთ ღირსეული შთამომავლები იმ გმირებისა, ვინც თავისუფლებისთვის სიცოცხლე გაიღო. 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნა გვავალდებულებს, ყოველდღე ვაშენოთ ის საქართველო, რომელზეც ისინი ოცნებობდნენ - დამოუკიდებელი, თავისუფალი, ღირსეული, ერთიანი და ევროპული. მათი სული და იდეალები ცოცხლობს ჩვენს გულებში და კვლავაც გზას გვინათებს მომავლისკენ. ეს დღე გვასწავლის ერთგულებას, თავგანწირვას და სიმამაცეს. ის გვიჩვენებს, რომ თავისუფლება არ არის უფასო საჩუქარი - ის მოიპოვება ბრძოლით, მტკიცე ნებით და ხშირად მსხვერპლითაც. ჩვენი წინაპრების ნაკვალევზე სიარული და მათი ანდერძის აღსრულება - აი, რა არის 9 აპრილის ჭეშმარიტი მემკვიდრეობა.
ავტორი: ლალა ჩოფიკაშვილი

0 коммент.:
Отправить комментарий