სიხარულითა და დიდი სიამაყით მინდა გაცნობოთ, რომ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა გახდა გამარჯვებული კონკურსში „ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინედუს ორგანიზებით ჩატარდა. კონკურსში 60-მდე მასწავლებელი და 40-ზე მეტი სკოლა მონაწილეობდა, თუმცა გამარჯვება ჩვენ სკოლასა და მე, როგორც ამ პროექტის ავტორსა და ხელმძღვანელს, გვერგო.
📚 კონკურსის იდეა იყო ფინანსური განათლებისსწავლება წიგნებისა და ლიტერატურის დახმარებით და ამ გზით მოსწავლეებში არა მხოლოდ ეკონომიკური და ფინანსური ცოდნის, არამედ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, პრობლემის ხედვისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარება.🌱 რას მივაღწიეთ ამ გამარჯვებით?
• სკოლისთვის – მოვიპოვეთ ბიბლიოთეკისთვის საჭირო რესურსი — გამომცემლობა „სულაკაურის“ 500 ლარიანი ვაუჩერი, რაც კიდევ უფრო გაამდიდრებს სასწავლო რესურსებსა და წაახალისებს კითხვას.
• მოსწავლეებისთვის – შევქმნით დამატებით სივრცეს დამოუკიდებელი კვლევისთვის, დავუჭერთ მხარს წიგნებზე დაფუძნებულ შემოქმედებით და კრიტიკულ აქტივობებს, გავაღრმავებთ პრაქტიკულ ცოდნას ფინანსების შესახებ.
• ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის – ეს გამარჯვება იყო აღიარება იმ მიდგომისა, რომ სწავლება შესაძლებელია ინოვაციურად, მრავალფეროვნად და რეალურ ცხოვრებაზე დაფუძნებით.
🧭 ამ კონკურსმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩემს ხედვას მასწავლებლობაზე:
✅ რომ ლიტერატურა არ არის მხოლოდ „შედევრების გაცნობა“, ის არის ძლიერი იარაღი ცხოვრებისეული რეალობის უკეთ გასაგებად,
✅ რომ სწავლება ნიშნავს მოსწავლეებისთვის სივრცის მიცემას, სადაც ისინი თავად იფიქრებენ, განიხილავენ, იმსჯელებენ და შექმნიან,
✅ რომ მასწავლებლობა მხოლოდ ცოდნის მიცემა კი არა, მათი გზის გამნათებელია.
ამ გამარჯვებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი მიდგომითა და მოტივირებული მოსწავლეებით შეუძლებელი არაფერია.
მადლობა ჩემი სკოლის ადმინისტრაციას და, განსაკუთრებით, იმ ნიჭიერ მოზარდებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ დამანახეს, რა შეუძლია ერთ იდეას, როცა მას გონება და გული ეხმარება.
0 коммент.:
Отправить комментарий