დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან გონაშვილი

ლიტერატურული კვირეული – „ჩემი ქალაქის/სოფლის ამბები“

Posted by rusagonashvili@gmail.com

📚 ჩემმა მეათეკლასლებმა  დაიწყეს საინტერესო პროექტი „ჩემი ქალაქის/სოფლის ამბები“, რომლის მიზანიც არის მოსწავლეებში ადგილობრივი მემკვიდრეობით დაინტერესება, მათში კვლევისა და შემოქმედებითი წერის უნარების განვითარება.

🎯 პროექტის ძირითადი მიზნები:


  • მოსწავლეებში საკუთარი წარმოშობისა და იდენტობის გაცნობიერება;
  • ოჯახის, თემის, სოფლის/ქალაქის შესახებ ძველი და ახალი ამბების მოძიება;
  • საგანმანათლებლო და ლიტერატურულ აქტივობებში ჩართულობის წახალისება;
  • შემოქმედებითი წერის, კრიტიკული აზროვნების და პრეზენტაციის უნარების გაძლიერება.

✅ მისაღწევი შედეგები:

  • მოსწავლეებმა ჩაატარონ ინტერვიუები ადგილობრივ უხუცესებთან;
  • შეაგროვონ თემატური ფოტომასალა და წერილობითი ტექსტები;
  • დაწერონ მხატვრული და დოკუმენტური ისტორიები, ლექსები, ჩანახატები;
  • გაიმართოს პრეზენტაცია/კონფერენცია მოსწავლეთა მონაწილეობით;
  • შეიქმნას დოკუმენტური ფილმი „ჩვენი ფესვები“.

📌 დიდი იმედი მაქვს , რომ როექტი აღმოჩნდება მნიშვნელოვანი გამოცდილება როგორც შემოქმედებითი, ასევე კულტურული თვალსაზრისით და შექმნება სივრცე, სადაც მოსწავლეთა ხმა და წარსულთან კავშირი განახლებული ძალით გაიჟღერებს.

0 коммент.:

Отправить комментарий